შინა მასწავლებლის მოწოდება, ივნისი 2016
სატაძრო აღთქმები და წეს-ჩვეულებები
ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, თუ რა უნდა გაუზიაროთ სხვებს. როგორ გაზრდის “ოჯახი:მოწოდება მსოფლიოს” გაგება თქვენს რწმენას ღმერთში და დალოცავს მათ, ვინც თქვენ გაბარიათ, სტუმრად მოსული მასწავლებლის როლში? დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ reliefsociety.lds.org.
ხსნისა და ამაღლებისთვის აუცილებელი ყველა წეს-ჩვეულებას თან ერთვის ღმერთთან დადებული აღთქმა. “აღთქმის დადება და მისი დაცვა ნიშნავს არჩევანს - დაამყარო კავშირი მამაზეციერსა და იესო ქრისტესთან” - თქვა მოწყალების საზოგადოების გენერალურმა პრეზიდენტმა, ლინდა კ. ბერტონმა.1
თორმეტ მოციქულთა ქვორუმის მოციქულმა, უხუცესმა ნილ ლ. ანდერსენმა თქვა: “უფალმა თქვა: ‘წეს-ჩვეულებებში … მჟღავნდება ღვთიურობის ძალა’.
“არსებობს განსაკუთრებული კურთხევები ღმერთისგან, ყოველი ღირსეული პიროვნებისათვის, რომელიც ინათლება, იღებს სულიწმინდას და რეგულარულად - ზიარებას”.2
“როცა ქალი და მამაკაცი მიდიან ტაძარში” - თქვა უხუცესმა მ. რასელ ბალარდმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან, “ისინი ორივენი შემოსილნი არიან ერთი და იმავე ძალით, რომელიცაა სამღვდელოების ძალა …
”… ყველა ქალსა და მამაკაცს მიუწვდება ხელი ამ ძალაზე, საკუთარი ცხოვრების დასახმარებლად. ყველას, ვინც წმინდა აღთქმა დადო უფალთან და ვინც პატივს სცემს ამ აღთქმებს, უფლება აქვს მიიღოს პირადი გამოცხადება, იყოს დალოცვილი ანგელოზთა მსახურებით, ესაუბროს ღმერთს, მიიღოს სახარების სისრულე და ბოლოს, იესო ქრისტესთან ერთად გახდეს მემკვიდრე ყველაფრისა, რაც ჩვენს მამას გააჩნია”.3
დამატებითი მასალები წმინდა წერილიდან
ისტორიები ცხოვრებიდან
2007 წ., პერუში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, უხუცესი მარკუს ბ. ნეში სამოცდაათიანელთა ქვორუმიდან შეხვდა მრევლის პრეზიდენტს, ვენსესლაო კონდესა და მის მეუღლეს, პამელას. “უხუცესმა ნეშმა ჰკითხა და კონდეს, როგორ იყვნენ მისი პატარა შვილები. ღიმილით, მან უპასუხა, რომ ღვთის წყალობით ისინი კარგად და უსაფრთხოდ იყვნენ. მან კონდოს სახლის შესახებ ჰკითხა.
“განადგურდა, - უბრალოდ გვიპასუხა მან.
“… ’და მაინც’- აღნიშნა უხუცესმა ნეშმა, ‘თქვენ საუბრისას იღიმებით’.
“’დიახ, - მიპასუხა მან. ‘მე ვილოცე და მშვიდად ვარ. ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რაც გვჭირდება. ჩვენ ერთად ვართ, ჩვენი შვილებიც ჩვენთან არიან, ჩვენ ტაძარში ჩავიბეჭდეთ, გვაქვს ეს საოცარი ეკლესია და გვყავს უფალი. უფლის დახმარებით შევძლებთ კვლავ ავაშენოთ სახლი’. …
“რა არის ასეთი განსაკუთრებული ღმერთთან აღთქმის დადებაში, რაც გვაძლევს ძალას გავიღიმოთ, როცა გვიჭირს და გასაჭირი ტრიუმფად ვაქციოთ …”?
“ამის წყარო ღმერთია. ჩვენ ხელი მიგვიწვდება ამ ძალაზე ღმერთთან დადებული აღთქმების მეშვეობით”.4
© 2016 Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. დაბეჭდილია გერმანიაში. ინგლისურად დამტკიცებულია: 6/15. თარგმანი დამტკიცებულია: 6/15. თარგმანი Visiting Teaching Message, June 2016. Georgian. 12866 131