2016
მარადიული ოჯახის სიყვარულის იმედი
აგვისტო 2016


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, აგვისტო 2016

მარადიული ოჯახის სიყვარულის იმედი

ყველა ძღვენთა შორის, რომლებიც მამაზეციერმა უზრუნველყო თავისი შვილებისთვის, ყველაზე დიადი მარადიული სიცოცხლეა (იხ. მოძღვრება და აღთქმები 14:7). ეს ძღვენია - მარადიული ცხოვრება ოჯახებთან ერთად მამაღმერთისა და მისი საყვარელი ძის გარემოცვაში. მხოლოდ ღვთის უზენაეს სასუფეველში - ცელესტიალურში, გაგრძელდება ოჯახური მოსიყვარულე კავშირი.

ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ დავტკბებით მოსიყვარულე ოჯახებში ცხოვრების სიხარულით. ზოგიერთი ჩვენგანისთვის ეს უცნობი გრძნობაა ანუ ისეთი გრძნობა, რომელიც ვიცით, რომ შასაძლებელია, მაგრამ ჯერ ვერ განვიცადეთ. შესაძლოა ეს სხვა ადამინაბების ცხოვრებაში გვინახავს. სხვებისთვის, ოჯახური სიყვარული უფრო რეალური და ძვირფასი ხდება მას შემდეგ, რაც სიკვდილი წაართმევს შვილს, დედას, მამას, ძმას, დას ან საყვარელ და მოსიყვარულე პაპას ან ბებიას.

ჩვენ ყველამ ვიგრძენით იმის იმედი, რომ დადგება დღე, როცა ჩვენ კვლავ ვიგრძნობთ იმ ოჯახის წევრის სითბოს, რომელიც ასე გვიყვარდა და ახლა ვერ ვიკრავთ გულში.

მამაზეციერი იცნობს ჩვენს გულებს. მისი მიზანია - მოგვცეს ბედნიერება (იხ. 2 ნეფი 2:25). მან ასევე გვიბოძა თავისი ძე, რათა შესაძლებელი გაეხადა ჩვენთვის ოჯახური კავშირის სიხარული, რომელიც მარადისობაში გრძელდება. ჩვენ ავღსდგებით, რადგან მხსნელმა სიკვდილის კვანძი გახსნა. რადგან უფალმა გამოსყიდვის მსხერპლი შეწირა, ჩვენ შეგვიძლია, რწმენისა და მონანიების ხარჯზე, გავხდეთ ცელესტიალური სამყაროს ღირსნი, სადაც ოჯახები მარადის შეკრულნი იქნებიან სიყვარულით.

მხსნელმა გამოუგზავნა ჯოზეფ სმითს წინასწარმეტყველი ელია, მღვდლობის გასაღებების აღსადგენად (იხ. მოძღვრება და აღთქმები 110). ამ გასაღებებთან ერთად მოვიდა ჩაბეჭდვის ძალა, რამაც ღვთის შვილებს ყველაზე დიდი ძღვენი შესთავაზა - მარადიული სიცოცხლე ოჯახთან ერთად.

ეს არის საჩუქარი, რომელიც შეიძლება მოითხოვოს ღვთის ყოველმა შვილმა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად. მისი შვილების ერთმა მესამედმა სულიერ სამყაროში უარი თქვა ამ საჩუქარზე. რწმენის უკმარისობის და ჯანყის გამო, ისინი ირჩევენ, საერთოდ არ იგემონ მამაზეციერის მარადიული ოჯახების ძღვენის სიხარული.

ყველამ, ვინც გავიარეთ გადამწყვეტი გამოცდა წინამიწიერ სამყაროში და გავხდით მიწიერი სხეულის ძღვენის მიღების ღირსნი, მაინც უნდა გავაკეთოთ მარადიული ცხოვრების ღძვენის არჩევანი. თუ მივიღებთ აღდგენილი სახარების პოვნის დალოცვას, ჩვენ შევძლებთ გავაკეთოთ ღმერთთან აღთქმის დადებისა და დაცვის არჩევანი, რაც გაგვხდის მარადიული ცხოვრების ღირსს. როცა ბოლომდე გავძლებთ ამ ერთგულებაში, სულიწმინდა დაგვიდასტურებს იმის იმედსა და დარწმუნებულობას, რომ ჩვენ მარადიული ცხოვრების გზაზე ვიმყოფებით, სადაც ცელესტიალურ სამყაროში ვიცხოვრებთ ოჯახებთან ერთად.

ზოგიერთებს, ეს მარადიული სიხარული შეიძლება სუსტ ან მკრთალ იმედად მოეჩვენოთ. მშობლებს, ბავშვებს, ძმებსა და დებს შეუძლიათ გააკეთონ ისეთი არჩევანი, რომელიც თითქოს და აღარ ხდის მათ მარადიული ცხოვრების ღირსად. შეიძლება იმასაც ფიქრობდეთ, ხართ თუ არა ღირსნი იესო ქრისტეს გამოსყიდვისა.

ღვთის წინასწარმეტყველმა ერთხელ მომცა რჩევა, რომელიც სიმშვიდეს მგვრის. მე ვწუხდი იმის გამო, რომ სხვების არჩევანი შეუძლებელს ხდიდა ჩვენი ოჯახის ერთად ყოფნას. მან თქვა: “ეს არ არის პრობლემა, რომლის გამოც უნდა წუხდე. უბრალოდ იცხოვრე ცელესტიალური სამყაროს ღირსეულად და ოჯახური გეგმები იმაზე კარგად აეწყობა, ვიდრე წარმოგიდგენიათ”.

მათ, ვისაც პირადი გამოცდილება ან ქორწინება და შვილები ან მათი არ ყოფნა იმედებს უჩრდილავს, ვთავაზობ ჩემს დამოწმებას: მამაზეციერი გიცნობთ და უყვარხართ, როგორც თავისი სულიერი შვილები. როცა თქვენ მასთან და მის საყვარელ ძესთან წინა მიწიერ ცხოვრებაში ცხოვრობდით, მათ გულში მარადიული ცხოვრების იმედი ჩაგისახეს. იესო ქრისტეს გამოსყიდვის ძალასთან ერთად და სულიწმინდის გაძღოლით, თქვენ შეგიძლიათ ახლა და მომავალ ცხოვრებაში იგრძნოთ ოჯახური სიყვარული, რომელიც მამაზეციერსა და მის საყვარელ ძეს სურთ, რომ მიიღოთ.

მე ვმოწმობ, რომ როცა უბრალოდ ცხოვრობთ ღირსად ცელესტიალური სამყაროსი, დაპირება, რომლის თანახმადაც “ოჯახური გეგმები იმაზე მშვენივრად აეწყობა, ვიდრე წარმოგიდგენიათ”, აგისრულდებათ.

ამ გზავნილის სწავლება

დაიწყეთ იმით, რომ მოუყვეთ მათ, ვისაც ასწავლით, იმ მომენტის შესახებ, როცა მარადიული ოჯახების იმედის მადლიერი იყავით. მოიწვიეთ ისინი, დაფიქრდნენ იმ მომენტების შესახებ, როცა მათ ბედნიერება იგრძნეს მარადიული ოჯახების გამო. ჰკითხეთ, ხომ არ გაგიზიარებდნენ ამის შესახებ? შემდეგ შეგიძლიათ მოიწვიოთ ისინი, იფიქრონ, როგორ შეიძლება გამოასწორონ ცხოვრება და იცხოვრონ, რათა უფრო ღირსნი იყონ ცელესტიალური სამყაროსი, რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველური დაპირება “ოჯახური გეგმების შესახებ, რომელნიც იმაზე კარგად აეწყობა, ვიდრე წარმოგიდგენიათ”.