შინა მასწავლებლის გზავნილი, აგვისტო 2016
ოჯახების ერთობლივი აღზრდა
ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, თუ რა უნდა გაუზიაროთ სხვებს. როგორ ზრდის “მოწოდება მსოფლიოს” წვდომა თქვენს რწმენას ღმერთში და დალოცავს მათ, ვინც თქვენ გაბარიათ, სტუმრად მოსული მასწავლებლის როლში? დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ reliefsociety.lds.org.
“ქმარს და ცოლს თანაბარი ვალდებულებები აქვთ ერთმანეთისა და შვილების სიყვარულისა და ზრუნვის მიმართ”.1 “ოჯახი ღმერთის სიყვარულის და მსახურების ლაბორატორიაა”, - თქვა თორმეტ მოციქულთა ქვორუმის პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა.
“მამაზეციერს სურს, რომ ცოლი და ქმარი ერთმანეთის ერთგულნი იყვნენ და ისე აფასებდნენ და ექცეოდნენ თავიანთ შვილებს, როგორც უფლის მემკვიდრეობას”.
მორმონის წიგნში, იაკობი ამბობს, რომ სიყვარული, რომელიც ქმარს ცოლის მიმართ გააჩნია და ცოლს- ქმრის მიმართ, სიყვარული, რომელიც ორივეს შვილების მიმართ გააჩნიათ, იყო მიზეზი იმისა, რომ გარკვეულ დროს ლამანიელნი ნეფიელებზე უფრო მართალნი იყვნენ (იხ. იაკობი 3:7).
სიყვარულისა და ჰარმონიის ოჯახში მოწვევის ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის ოჯახის წევრების მიმართ კეთილი საუბარი. კეთილი საუბარი სულიწმინდას იწვევს ჩვენთან. და ლინდა კ. ბერტონმა, მოწყალების საზოგადოების გენერალურმა პრეზიდენტმა, გვთხოვა განვიხილოთ შემდეგი: “რამდენად ხშირად ვეუბნბებით განგებ ერთმანეთს კეთილ სიტყვას?”
დამატებითი მასალები წმინდა წერილიდან
ისტორიები ცხოვრებიდან
უხუცესმა ტოდ კრისტოფერსონმა თორმეტ მოციქუ ლთა ქვორუმიდან გაგვიზიარა ბავშვობის გამოცდილება, რომელმაც მას მოსიყვარულე ოჯახის მნიშვნელობა უჩვენა. როცა იგი და მისი ძმები პატარები იყვნენ, დედამ სიმსივნის რთული ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც მისთვის ძალიან მტკივნეული იყო მარჯვენა ხელის ხმარება. ოჯახში, სადაც ამდენი ბიჭი იყო, უამრავი საუთოვებელი იყო. დედა დაუთოვების დროს ხშირად დებდა უთოს და საძინებელში გადიოდა, სადაც ტიროდა, სანამ ტკივილი ცოტა არ შეუმსუბუქდებოდა.
როცა უხუცესი კრისტოფერსონის მამა მიხვდა, რა ხდებოდა, იგი ჩუმად დაახლოებით ერთი წლის მანძილზე ლანჩის გარეშე ცხოვრობდა, რათა დაზოგილი თანხით მანქანა ეყიდა, რომელიც დედას დაუთოვებაში დაეხმარებოდა. მეუღლის მიმართ სიყვარულით მან შვილებს ზრუნვის მაგალითი უჩვენა. ამ ნაზ ურთიერთობაზე უხუცესმა კრისტოფერსონმა ასე თქვა: “მე არ ვიცოდი, რა მსხვერპლს გაიღებდა მაშინ მამა დედის სიყვარულის გამო, მაგრამ ახლა, როცა ვიცი, ვეუბნები ჩემ თავს: ‘აი კაცი”.4
© 2016 by Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. დაბეჭდილია გერმანიაში. ინგლისურად დამტკიცებულია: 6/16. თარგმანი დამტკიცებულია: 6/16. თარგმანი First Presidency Message, August 2016. Georgian. 12868 131