2017
მოწყალების საზოგადოების მიზანი
იანვარი 2017


შინა მასწავლებლის მოწოდება, იანვარი 2017 წ.

მოწყალების საზოგადოების მიზანი

ლოცვის განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ სხვებს.

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

მოწყალების საზოგადოების მიზანია „მოამზადოს ქალები მარადიული სიცოცხლის დალოცვებისთვის“, თქვა ლინდა კ. ბერტონმა, მოწყალების საზოგადების პრეზიდენტმა.1 რწმენის, ოჯახისა და მოწყალების მეშვეობით ჩვენ ვერთვებით „საქმის მნიშვნელოვანი ნაწილის“ შესრულებაში.2

მოწყალების საზოგადოება მიწიერი და სულიერი საქმეა“, - ამბობს ქეროლ მ. სტეპენსი, მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტობის პირველი მრჩეველი. „ამას აკეთებდნენ ქალები მხსნელის დღეებში და ჩვენც ვაგრძელებთ ამის კეთებას“.3

როცა ვიხსენებთ სამარიელ ქალს ჭასთან, რომელმაც დატოვა წყლის ჭურჭელი და გაიქცა, რათა სხვებისთვის ეთქვა, რომ იესო წინასწარმეტყველია (იხ. იოანე 4:6-42), ან ფებეს, რომელიც სიხარულით ემსახურებოდა სხვებს თავისი ცხოვრების მანძილზე (იხ. რომაელთა 16:1-2), ჩვენ ვხედავთ ქალების მაგალითებს მხსნელის დღეებში, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ქრისტესთან მოსვლის პროცესში. უფალია ის, ვინც გვიხსნის კარს მარადიულ ცხოვრებაში (იხ. იოანე 3:16).

როცა ვუყურებთ ჩვენს პიონერ დებს ილინოისში, ნავუში, რომლებიც 1842 წ. შეიკრიბნენ სარა კიმბალის სახლში, რათა საკუთარი ორგანიზაცია შეექმნათ, ჩვენ ვხედავთ ღმერთის გეგმას მოწყალების საზოგადოებისთვის, ისე რომ იგი სამღვდელოებასთან თანხმობაში იყოს. მას შემდეგ, რაც ელიზა რ. სნოუმ დაწერა კონსტიტუცია, წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა განიხილა იგი. იგი მიხვდა, რომ ეკლესია არ იქნება სრულად ორგანიზებული, სანამ ქალები არ იქნებიან ორგანიზებულნი. მან თქვა, რომ უფალმა მიიღო მათი შეთავაზება, მაგრამ იყო რაღაც იმაზე უკეთსი. „მე მოვახდენ ქალთა ორგანიზებას სამღვდელოების მაგალითზე“, - განაცხადა მან.4

„მოწყალების საზოგადოება იყო არა ამხოლოდ კიდევ ერთი ქალთა ჯგუფი, რომელიც ცდილობდა სიკეთის კეთებას მსოფლიოში. იგი სხვა რამე იყო. იგი იყო ‘რაღაც უკეთესი’, რადგან ორგანიზებული იყო სამღვდელოების უფლებამოსილებით. მისი ორგანიზება იყო აუცილებელი ნაბიჯი ღვთის საქმის გასაშლელად დედამიწაზე“.5

დამატებითი მასალები წმინდა წერილიდან და ინფორმაცია

მოძღვრება და აღთქმები 25:2–3, 10; 88:73; reliefsociety.lds.org

შენიშვნები

  1. ლინდა კ. ბერტონი, სარა ჯეინ ვივერის “Relief Society Celebrates Birthday and More March 17,” Church News, Mar. 13, 2015, news.lds.org.

  2. ლინდა კ. ბერტონი, in Weaver, “Relief Society Celebrates Birthday.”

  3. ქეროლ მ. სტეპენსი, in Weaver, “Relief Society Celebrates Birthday.”

  4. ჯოზეფ სმითი, წიგნიდან Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 11-12.

  5. Daughters in My Kingdom, 16.

განიხილეთ შემდეგი

როგორ ეხმარება მოწყალების საზოგადოება ქალებს, შეასრულონ მამაზეციერის ღვთიური როლი და წაიყვანონ ისინი მარადიული ცხოვრებისკენ?

ამობეჭდვა