2018
ყოველთვის გვახსოვდეს იგი.
February 2018


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, თებერვალი 2018 წ.

ყოველთვის გვახსოვდეს იგი

შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორ წერდა მორმონის წიგნის ოქროს ფირფიტებზე დასკვნით სიტყვებს წინასწარმეტყველი მორონი? იგი მარტო იყო. იგი ხედავდა თავისი ერის, ხალხისა და ოჯახის დაცემას. მიწა იყო ომის „ერთი უწყვეტი წრე“ (მორმონი 8:8). მაგრამ მაინც, მას ჰქონდა იმედი, რადგან იგი ჩვენს დროს ხედავდა! და ყოველივედან, რაც შეეძლო მას, დაეწერა, მან გვთხოვა, დაგვემახსოვრებინა (იხ. მორონი 10:3).

პრეზიდენტ სპენსერ ვ. კიმბალს (1895–1985) ძალიან უყვარდა სწავლება იმაზედ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ლექსიკონში არის გახსოვდეთ. რადგან ჩვენ ღმერთთან დავდეთ აღთქმა, - თქვა მან, „ჩვენი ყვველაზე დიდი საჭიროებაა - გვახსოვდეს“ იგი.1

სიტყვა გახსოვდეთ წმინდა წერილში ყველგან გვხვდება. როცა ნეფი თავის ძმებს ასწავლიდა, იგი ხშირად იწვევდა მათ, ახსოვდეთ უფლის სიტყვა და ის, როგორ გადაარჩინა ღმერთმა მათი წინაპრები (იხ. 1 ნეფი 15:11,25.; 17:40).

თავის დიად გამოსამშვიდოდობებელ მიმართვაში მეფე ბენჯამინმა გამოიყენა სიტყვა გახსოვდეთ შვიდჯერ. იგი იმედოვნებდა, რომ მის ხალხს ემახსოვრებოდა „ღმერთის სიდიადე … და მისი სიკეთე და დიდი მოთმინება“ მათ მიმართ მოსია 4:11; იხ. ასევე 2:41; 4:28, 30; 5:11–12).

როცა მხსნელმა წარადგინა ზიარება, მან მოიწვია თავისი მოწაფეები, მიეღოთ ეს სიმბოლოები, რათა „ახსოვდეთ“ მისი მსხვერპლი ლუკა 22:19). ყოველი ზიარების ლოცვაში მე და თქვენ გვესმის სიტყვა მუდამ, რომელიც ითქმის სიტყვა გვახსოვდეს წარმოთქმამდე (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79)).

მე გიწვევთ, უფრო მეტიც - გევედრებით, გახსოვდეთ. აი სამი რჩევა იმაზედ, თუ რა შეიძლება გვახსოვდეს ყოველ კვირას ზიარების სიმბოლოების მიღებისას. იმედია, ისინი თქვენც ისევე დაგეხმარებათ, როგორც მე.

გახსოვდეთ იესო ქრისტე

პირველი: გახსოვდეთ მხსნელი. გახსოვდეთ, ვინ იყო იგი დედამიწაზე ცხოვრების დროს, როგორ ესაუბრებოდა სხვებს და როგორ ავლენდა სიკეთეს თავის ქმედებებში. გახსოვდეთ, ვისთან ერთად ატარებდა იგი დროს და რას ასწავლიდა. მხსნელი - “დადიოდა, ქველმოქმედებდა” (საქმენი 10:38). იგი სნეულთა მკურნალი იყო. იგი ასრულებდა მამის ნებას.

ყველაზე მეტად, შეგვვიძლია გვახსოვდეს ის დიდი ფასი, რომელიც მან გადაიხადა ჩვენდამი სიყვარულის გამო, რათა ჩვენი ცოდვების ლაქა ჩამოერეცხა ჩვენგან. როცა ჩვენ გვახსოვს იგი, იზრდება ჩვენი სურვილი, მივყვეთ მას. ჩვენ გაგვიჩნდება სურვილი, ვიყოთ ცოტათი უფრო კეთილნი, მიმტევებელნი და უფრო მეტად ვეძიოთ ღმერთის ნება და აღვასრულოთ იგი.

გახსოვდეთ, რა უნდა გააკეთოთ უკეთესად

ძნელია, იფიქრო მხსნელზე - მის სისპეტაკეზე და სრულყოფილებაზე - და არ იფიქრო იმაზე, რაოდენ არასრულყოფილი და ნაკლოვანებით სავსენი ვართ მასთან შედარებით. ჩვენ დავდეთ აღთქმა, დავემორჩილოთ მის მცნებებს, თუმცა ხშირად ვშორდებით ამ მაღალ სტანდარტებს. მაგრამ მხსნელმა იცოდა, რომ ასე მოხდებოდა, ამიტომაც მოგვცა ზიარების წეს-ჩვეულება.

ზიარების ფესვები ძველი აღთქმიდან მოდის, როცა მსხვერპლშეწირვა ხდებოდა, სადაც ცოდვების აღიარებაც იგულისხმებოდა (იხ. ლევაინები 5:5). ჩვენ აღარ ვწირავთ ცხოველებს, მაგრამ შეგვიძლია ცოდვებზე ვთქვათ უარი. წმინდა წერილი ამას ეძახის „მოდრეკილი გულისა და მომნანიებელი სულის“ შესაწირს (3 ნეფი 9:20). მოდით ზიარებაზე მომნანიებელი გულით (იხ. მოძღვრება და აღთქმები 59:12; მორონი 6:2). როგორც იცით, თქვენ მიიღებთ ცოდვების მიტევებას და არ გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელსაც უკან, ღმერთთან მიჰყავხართ.

გახსოვდეთ მიღწეული წინსვლა

როცა ზიარების წეს-ჩვეულების დროს აანალიზებთ თქვენს ცხოვრებას, იმედია, თქვენი აზრები არა მხოლოდ იმაზეა მიჯაჭვული, რაც არასწორად გააკეთეთ, არამედ იმაზეც, რაც სწორად მოიმექმედეთ - იმ მომენტებზე, როცა გიგრძვნიათ, რომ მამაზეციერი და მხსნელი თქვენით კმაყოფილნი იყვნენ. თქვენ შეგიძლიათ ზიარების დროს სთხოვოთ ღმერთს, დაგეხმაროთ ყოველივე ამის დანახვაში. თუ ასე მოიქცევით, მე გპირდებით, რომ რაღაცას იგრძნობთ. თქვენ იგრძნობთ იმედს.

როცა ასე მოვქცეულვარ, სულიწმინდამ დამარწმუნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ შორს ვარ, მე დღეს, გუშინდელთან შედარებით, უკეთესი პიროვნება ვარ. და ეს მაძლევს დაჯერებულობას იმაში, რომ მხსნელის გამო მე შემიძლია უფრო უკეთესი გავხვდე ხვალ.

მუდამ ნიშნავს დიდ დროს და მოითხოვს დაძაბულ მცდელობებს. თქვენ იცით საკუთარი გამოცდილებიდან, როგორი რთულია, სულ გააზრებულად ფიქრობდე ერთ რამეზე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რაოდენ კარგად იცავთ დაპირებას - ყოველთვის გახსოვდეთ უფალი, მას მუდამ ახსოვხართ.

მხსნელმა იცის თქვენი სირთულეების შესახებ. მან იცის, რას ნიშნავს ცხოვრებისეული ტვირთის წნეხი. მან იცის, რაოდენ აუცილებელია თქვენთვის დალოცვები, რომლებიც მოდის, როცა ყოველთვის გვახსოვს იგი და ვემორჩილებით მას, რათა მისი სული ყოველთვის იყოს თქვენთან“ (მოძღვრება და აღთქმები 20:77; ).

ასე რომ, იგი ყოველ კვირას გიწვევთ ზიარების მაგიდასთან და კიდევ ერთხელ გთავაზობთ, იყოთ მოწმენი მის წინაშე, რომ ყოველთვის გემახსოვრებათ იგი.

შენიშვნა

  1. სპენსერ ვ. კიმბალი, “Circles of Exaltation” (address to Church Educational System religious educators, June 28, 1968), 5.

ამობეჭდვა