2021
მღვდლობა არის ღვთის ძალა
აგვისტო, 2021 წ.


„მღვდლობა არის ღვთის ძალა“, ლიახონა, აგვისტო, 2021 წ.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , აგვისტო, 2021 წ.

მღვდლობა არის ღვთის ძალა

ღმერთი გვლოცავს მღვდლობის ძალის მეშვეობით. მღვდლობის დალოცვები ყველასათვის ხელმისაწვდომია.

მღვდლობა არის ღვთის ძალა. იგი იყენებს ამ ძალას, რათა დალოცოს ყოველი თავისი შვილი და დაეხმაროს მათ, დაბრუნდნენ მის გარემოცვაში საცხოვრებლად. ღმერთმა უბოძა მღვდლობის ძალა თავის შვილებს დედამიწაზე. ამ ძალის მეშვეობით სამღვდელოების ხელმძღვანელებს შეუძლიათ, უხელმძღვანელონ ეკლესიას, მღვდლობის მატარებლებს კი შეუძლიათ, ჩაატარონ წმინდა წეს-ჩვეულებები, როგორიცაა ნათლობა, რაც გვეხმარება, უფრო ახლოს მივიდეთ ღმერთთან. ყოველ ქალსა და მამაკაცს, ვინც ღირსეულად იღებს მღვდლობის წეს-ჩეულებებს და იცავს აღთქმებს (წმინდა დაპირებებს), აქვს წვდომა ღვთის ძალაზე.

გამოსახულება
ზიარება

ჯოზეფ სმითს მღვდლობის ძალა ებოძა

იესო ქრისტე, დედამიწაზე ყოფნისას, ეკლესიას მღვდლობის ძალით მართავდა. მან ეს ძალა თავის მოციქულებსაც მისცა. მათი სიკვდილის შემდეგ, საუკუნეების განმავლობაში, მრავალმა წევრმა დატოვა ეკლესია. მათ შეცვალეს სახარება და არასწორად მართავდნენ ეკლესიას. დედამიწაზე აღარ არსებობდა ღვთის მღვდლობა. 1829 წ. იესო ქრისტემ გააგზავნა იოანე ნათლისმცემელი და მოციქულები პეტრე, იაკობი და იოანე, რათა მათ ჯოზეფ სმითისთვის მღვდლობა ებოძებინათ. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია არის ერთადერთი ორგანიზაცია დედამიწაზე, რომელსაც აქვს ეს უფლებამოსილება ღმერთისგან.

გამოსახულება
მელქიცედეკის მღვდლობის აღდგენა

პეტრეს, იაკობისა და იოანეს ხმა, ლინდა ქრისტიანსენისა და მაიკლ ტ. მალმი

მღვდლობის გასაღებები

მღვდლობის გასაღებები გახლავთ მღვდლობის გამოყენების უფლებამოსილება, როგორიცაა წეს-ჩვეულებების ჩასატარებლად ნების დართვა. იესო ქრისტე ფლობს მღვდლობის ყველა გასაღებს. ეკლესიის პრეზიდენტი არის ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია, გამოიყენოს მღვდლობის გასაღებები მთელი ეკლესიის სამართავად. მისი მითითების ქვეშ სხვებსაც შეუძლიათ, გამოიყენონ გარკვეული გასაღებები ღვთის საქმის შესასრულებლად. ხელმძღვანელები, როგორებიცაა ეპისკოპოსები და პალოს პრეზიდენტები, იყენებენ მღვდლობის გასაღებებს თავიანთ პალოებისა და მეურვეობების სამართავად. რადგან მსახურების მოწოდებები მოდის ხელმძღვანელებისგან, რომლებსაც აქვთ მღვდლობის გასაღებები, მოწოდებებზე მომსახურე ქალები და მამაკაცები, ვალდებულებების შესრულებისას, იყენებენ მღვდლობის უფლებამოსილებას .

აარონის მღვდლობა და მელქიცედეკის მღვდლობა

მღვდლობა ორი ნაწილისგან შედგება: მელქიცედეკის მღვდლობა და აარონის მღვდლობა. მელქიცედეკის მღვდლობის მეშვეობით ეკლესიის ხელმძღვანელები მართავენ ეკლესიის სულიერ საქმეს, როგორიცაა მისიონერული და სატაძრო სამუშაო. აარონის მღვდლობა ფუნქციონირებს მელქიცედეკის მღვდლობის უფლებამოსილების ქვეშ. იგი გამოიყენება ისეთი წეს-ჩვეულებების ჩასატარებლად, როგორიცაა ნათლობა და ზიარება.

გამოსახულება
ნათლობა

მღვდლობის კურთხევები

წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების მეშვეობით ღმერთი ხდის მღვდლობის დალოცვებს ხელმისაწვდომს ყოველი თავისი შვილისთვის. ეს დალოცვები მოიცავს ნათლობას, სულიწმინდის ძღვენს, ზიარებასა და სატაძრო წეს-ჩვეულებებს. ტაძარში შემოსილი მამაკაცები და ქალები საკუთარი აღთქმების მეშვეობით იღებენ ღვთის მღვდლობის ძღვენის ძალას . ჩვენ ასევე შეგვიძლია, მივიღოთ მღვდლობის შემდეგი დალოცვები: განკურნების, ნუგეშისა და მითითების.

გამოსახულება
ახალდაქორწინებულები ტაძარში

რას გვეუბნება წმინდა წერილი მღვდლობის შესახებ?

ამჟამად არსებული მღვდლობა იგივეა, რაც უძველეს დღოში იყო (იხ. მოსე 6:7).

მღვდლობის გასაღებები გვეხმარება, დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენ სათანადოდ ვასრულებთ უფლის საქმეს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 42:11.).

მღვდლობის მატარებელ მამაკაცებს შეუძლიათ მისი გამოყენება მხოლოდ „სამართლიანი პრინციპებით (მოძღვრება და აღთქმები 121:36).

მღვდლობის მატარებელთა ზოგიერთი ვალდებულებანი არწერილია მოძღვრება და აღთქმები 20:38.

ამობეჭდვა