„სიბრძნის სიტყვა“, მეგობარი, აგვისტო. 2021 წ.
ყოველთვიური გზავნილი მეგობარი , აგვისტო, 2021 წ.
სიბრძნის სიტყვა
ჯოზეფ სმითი ატარებდა შეხვედრებს, რათა ესწავლებინა ადამიანებისთვის სახარება. მამაკაცები ხანდახან ეწეოდნენ და ღეჭავდნენ თამბაქოს.
ეს აწუხებდა ემა სმითს. ბოლი და თამბაქო არეულობას იწვევდა და ემა ზოგჯერ გრძნობდა, რომ ეს სწორი არ იყო. ემა და ჯოზეფი დაინტერესდნენ, რას გრძნობდა ღმერთი ამის შესახებ.
ჯოზეფმა ილოცა და უფალმა უპასუხა. უფალმა გააფრთხილა ეკლესიის წევრები მოწევისა და თამბაქოს შესახებ. მან თქვა, რომ ისინი ზიანს აყენებდნენ სხეულს. მან ასევე გააფრთხილა ისინი ჩაის, ყავისა და ალკოჰოლის დალევის შესახებ.
ღმერთმა ბრძანა, რომ უნდა გვეჭამა ხილი, ბოსტნეული და სხვა ჯანსაღი საკვები. ჩვენ ვუწოდებთ ამ სწავლებას სიბრძნის სიტყვას.
მე შემიძლია, ვიცხოვრო სიბრძნის სიტყვის მიხედვით. მამაზეციერი დამლოცავს, თუკი ჩემს სხეულს მოვუვლი.
© 2021 by Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. Translation of Monthly Friend Message, August 2021. Language. 17471 131