2021
მისი ეკლესიის სახელი
ოქტომბერი, 2021 წ.


„მისი ეკლესიის სახელი“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, ოქტომბერი, 2021 წ.

ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად ოქტომბერი, 2021 წ

მისი ეკლესიის სახელი

იესო ქრისტეს მიერ ეკლესიისთვის ბოძებული სახელის უკან გარკვეული მნიშვნელობა იმალება.

გამოსახულება
იესო ქრისტე როგორც მწყემსი კეთილი

ჩემი ეკლესია

ეკლესია- ერთი მრწამსის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ერთად იკრიბება, რათა თაყვანი სცეს ღმერთს. ეკლესია ეკუთვნის იესო ქრისტეს. მან დაიწყო იგი. იგი ეკლესიას ხელმძღვანელობს. იგი მას ეკუთვნის.

იყო მოწოდებული

იესო ქრისტემ გვითხრა, რა სურდა, ადამიანებს დაერქვათ მისი ეკლესიისთვის. ამიტომ, ასე უნდა ვუწოდოთ მას და სხვებსაც ვთხოვოთ, ასე მოიხსენიონ იგი. ეს სახელწოდება იესო ქრისტესგან წამოვიდა.

უკანსკნელი დღეები

უკანასკნელი დღეები—დრო, რომელშიც ვცხოვრობთ, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე პერიოდი. იესო ქრისტემ უკანასკნელად მოავლინა დედამიწაზე თავისი ეკლესია. ეს მოამზადებს სამყაროს უფლის მეორედ მოსვლისთვის.

იესო ქრისტეს ეკლესია

(იხ. „ჩემი ეკლესია“) ეს არის მხსნელის მიერ ეკლესიისთვის ბოძებული სახელის ერთი ნაწილი. იგი უწოდებს მას „ეკლესიას“, რადგან მან დააარსა იგი. და დაარქვა თავისი სახელი.

უკანასკნელ დღეთა

(იხ. „უკანასკნელი დღეები“) ეს ეკლესიის სახელის მეორე ნაწილია. ეს უბრალოდ გვიჩვენებს, რომ ეს არის ეკლესია, რომელიც მან ჩვენს დროში აღადგინა და არა ის, რომელიც უფრო ადრე დააარსა.

წმინდანები

წმინდანები- ეს სიტყვა ნიშნავს „წმინდა ადამიანები“. ეს ეკლესიის სახელის კიდევ ერთი ნაწილია. იგი ეკლესიის წევრებს ნიშნავს. იესო ქრისტეს შეუძლია, განგვწმინდოს. და იგი გვაძლევს სულიწმინდას, რათა გაგვაძლიეროს და ვეცადოთ, შევასრულოთ ის, რაც უფალმა გვიბრძანა. თუ იგი გვწამს და არ ვწყვეტთ გაუმჯობესების მცდელობებს, იგი განგვწმენდს. იგი წმინდანებად გვხდის.

ამობეჭდვა