2021
სატაძრო სამუშაო
ოქტომბერი, 2021 წ.


„სატაძრო სამუშაო“, ლიახონა, 2021 წ.ოქტომბერი

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , ოქტომბერი, 2021

სატაძრო სამუშაო

ტაძარი უფლის სახლია. ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ მის ტაძრებში წეს-ჩვეულებები და დავდოთ უფალთან აღთქმები. ჩვენ ასევე შეგვიძლია, ჩავატაროთ ტაძარში წეს-ჩვეულებები წინაპრებისთვის.

გამოსახულება
ტაძარი

ბარანქუილას კოლუმბიის ტაძრის ფოტოსურათი, ავტორი: ბრუნო ლიმა

ისტორიიდან ვიცით, რომ უფალმა უბრძანა თავის ხალხს ტაძრების მშენებლობა. ტაძარი არის წმინდა ადგილი, სადაც შეგვიძლია, ვიგრძნოთ ღვთის სიყვარული, მივიღოთ წეს-ჩვეულებები და დავდოთ უფალთან პირობა. ეკლესია მთელ მსოფლიოში აშენებს ტაძრებს, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ამ კურთხევების მიღება.

გამოსახულება
ქალბატონი ტაძრის წინ

ოქურის მაუნთინ იუტას ტაძარის წინ მდგომი ქალბატონის ფოტოსურათი, ავტორი: ნექსეო და მეთიუ რეიერი

შემოსვა

ეკლესიის წევრები, რომლებიც მართალი ცხოვრებით ცხოვრობენ, დადიან ტაძარში, რათა მიიღონ წეს-ჩვეულებები და დადონ აღთქმები ანუ დაპირებები, ღმერთთან. შემოსვა გახლავთ ტაძარში მიღებული ერთ-ერთი წეს-ჩვეულება. სიტყვა შემოსვა ნიშნავს „ძღვენს“. სატაძრო შემოსვა ღვთის ძღვენია. ამ წეს-ჩვეულებაში ჩვენ ვსწავლობთ ჩვენი ხსნისთვის მამაზეციერის გეგმის შესახებ და ვდებთ აღთქმებს, რათა დავიცვათ ღვთის მცნებები. თუ ჩვენ ერთგულნი ვართ დადებული აღთქმისა, ღმერთი დაგვლოცავს.

გამოსახულება
შეუღლებული წყვილი ტაძრის წინ

შეუღლებული წყვილი სეირნობს მანილა ფილიპინების ტაძართან. სურათის ავტორი: ქრისტინა სმითი

ოჯახების ჩაბეჭდვა

ტაძარში ჩატარებულ ქორწინებას ასევე ეწოდება ჩაბეჭდვა. როცა წყვილი ტაძარში იბეჭდება და იცავს აღთქმებს, ეს წყვილი სამუდამოდ იქნება შეუღლებული. თუ მათ შვილები ეყოლებათ, ისინი მათთან ჩაიბეჭდებიან. მშობლები, რომლებიც ჩაიბეჭდნენ მას შემდეგ, რაც უკვე ჰყავდათ შვილები, შეძლებენ მათთან შვილების ჩაბეჭდვასაც. თუ ისინი მართალი ცხოვრებით ცხოვრობენ, ისინი მარადისობაში იარსებებენ როგორც ერთ ოჯახი.

გამოსახულება
ლისაბონის ტაძარი პორტუგალიაში

ლისაბონის ტაძარი პორტუგალიაში, ნათლობა. ფოტოსურათის ავტორი: ბრუნო ლიმა

სატაძრო სამუშაო ღვთის ყველა შვილისთვის

ჩვენ ვატარებთ ოჯახური ისტორიის სამუშაოს, რათა ვიპოვოთ ინფორმაცია წინაპრების შესახებ. შემდეგ ჩვენ მათთვის სატაძრო სამუშაოს ვატარებთ. ჩვენ ვატარებთ მათთვის ყველა წეს-ჩვეულებას ცოცხალთათვის: ნათლობა, წევრად დამტკიცება, მღვდლობის მიღება (მამაკაცებისთვის), შემოსვა და ჩაბეჭდვა. შემდეგ მათ ეძლევათ არჩევანი - მიიღონ ან არ მიიღონ ეს წეს-ჩვეულებები. ასე ღვთის ყოველ შვილს შეუძლია, დატკბეს სახარების კურთხევებით.

გამოსახულება
ოჯახი ტაძრის წინ

ოჯახი ფილადელფიის ტაძრის წინ პენსილვანიაში. ავტორი: ქოდი ბელი

სატაძრო სამუშაოს კურთხევები

თუ ჩვენ ვიცავთ ტაძარში დადებულ აღთქმებს, ჩვენ მივიღებთ დალოცვებს, ვიქნებით დაცულნი და გავძლიერდებით. ჩვენ მღვდლობის ძალა გვექნება. ჩვენი ოჯახები მარად ერთად იქნება.

ტაძარი ასევე სიმშვიდისა და გამოცხადების ადგილია. ტაძრის სამუშაოს ჩატარებისას ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ სულიერი მითითებები და ვიგრძნოთ ღვთის სიყვარული.

ამობეჭდვა