2022
რა ხდება კვირაობით საეკლესიო შეხვედრებზე?
ივნისი, 2022 წ.


„რა ხდება კვირაობით საეკლესიო შეხვედრებზე“?, ლიახონა, ივნისი, 2022 წ.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , ივნისი, 2022 წ.

რა ხდება კვირაობით საეკლესიო შეხვედრებზე?

გამოსახულება
ორი ჩახუტებული ქალი

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები ყოველ კვირას თაყვანს სცემენ ღმერთს და ასწავლიან ერთმანეთს სახარებას. დასწრება თავისუფალია, წევრები ლოცულობენ, გამოდიან სიტყვით და სურვილისამებრ ატარებენ გაკვეთილს. ეს შეხვედრები ეხმარება წევრებს, გაძლიერდნენ რწმენაში და მიიღონ „ერთმანეთისადმი სიყვარულში ურთიერთ გადაჭდობილი გულები (მოსია 18:21).

გამოსახულება
ბიჭუნა ეტლში არიგეს ზიარებას

ზიარების შეკრება

მრევლის ან მეურვეობის წევრები ყოველ კვირას იკრიბებიან ზიარების შეკრებაზე. (მათ, ვინც არ არის ჩვენი რწმენის, ასევე შეუძლიათ დასწრება). ამ შეკრებაზე წევრებს აძლევენ ზიარებას, რათა მათ გაიხსენონ იესო ქრისტე (მეტი ინფორმაცია ზიარების შესახებ იხ. April 2022 Gospel Basics article ) . შეკრების ნაწილია ლოცვა, ღვთის მსახურებასთან დაკავშირებული მუსიკა და წევრების სიტყვით გამოსვლები სახარების თემაზე.

გამოსახულება
ორი მოღიმარი გოგონა ეკლესიაში

სხვა შეკრებები

ზიარების შეკრების შემდეგ წევრები გადაჯგუფდებიან კლასებში და ქვორუმებში. 18 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები ესწრებიან დაწყებით საზოგადოებას. ყოველი თვის პირველ და მესამე კვირას ყველა წევრი ესწრება საკვირაო სკოლას. მეორე და მეოთხე კვირას ისინი ესწრებიან მოწყალების საზოგადოებას, ახალგაზრდა ქალების ან სამღვდელოების შეკრებებს.

ლოცვები

ლოცვებს ეკლესიაში აღავლენენ წევრები. ლოცვები უბრალოა, ისინი ნაკარნახევია სულიწმინდის მიერ. წევრები ლოცულობენ ისეთი სიტყვების გამოყენებით, რომლებიც გამოხატავენ სიყვარულს და პატივისცემას მამაზეციერის მიმართ. ეს მოიცავს ნაცვალსახელებს შენ, შენი და შენით .

გამოსვლები

ეპისკოპოსობის ან მრევლის პრეზიდენტობის წევრი სთხოვს წევრებს, სიტყვით გამოვიდნენ ზიარების შეკრებაზე. ეს გამოსვლები ფოკუსირებულია იესო ქრისტეს სახარებაზე. სიტყვით გამოსვლისთვის მზადებისას გამომსვლელები იყენებენ წმინდა წერილსა და ეკლესიის ხელმძღვანელების სიტყვებს. ისინი ასევე მოწმობენ სახარების პრინციპების შესახებ მათ ცხოვრებაში.

გაკვეთილები

ზიარების შეკრების შემდეგ წევრები გადაჯგუფდებიან კლასებში სახარების შესასწავლად. გაკვეთილები შეიძლება იყოს წმინდა წერილის, გენერალური კონფერნციების შესახებ ან სხვა თემაზე. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელს მიყავს გაკვეთილი, ეს არ არის ლექცია. გაკვეთილზე მყოფებს შეუძლიათ საკუთარი აზრების გამოხატვა გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით.

გამოსახულება
მამაკაცი მქადაგებლი კათედრასთან

მოწმობა

ერთხელ თვეში ტარდება ზიარების შეკრება, რომელიც მოიცავს დამოწმებას. ჩვეულებრივ ეს ხდება თვის პირველ კვირას. ამ შეკრებაზე წევრებს შეუძლიათ, დაამოწმონ იესო ქრისტესა და მისი სახარების შესახებ. დამოწმება ნიშნავს სულიწინდის შთაგონებით ჭეშმარიტების გაცხადებას.

მომზადება

წევრები ემზადებიან საკვირაო შეხვედრისთვის ლოცვის, წმინდა წერილის შესწავლისა და სულიწმინდისგან შთაგონების მიღების მეშვეობით. თუ გთხოვენ, სიტყვით გამოხვიდეთ ან გაკვეთილი ჩაატაროთ, ლოცვით იფიქრეთ იმაზე, როგორ ასწავლოთ სახარების პრინციპები. გამოიყენეთ წმინდა წერილები. დაამოწმეთ ჭეშმარიტება. საჭიროებისას ეკლესიის ხელმძღვანელები დაგეხმარებიან მომზადებაში.

ამობეჭდვა