„რუთი და ნაომი“, ყოველთვიური გზავნილი მეგობარი , ივნისი, 2022 წ.
„რუთი და ნაომი“
ყოველთვიური გზავნილი მეგობარი ივნისი, 2022 წ.
რუთი და ნაომი
ნაომი და მისი ოჯახი გადავიდნენ ახალ მიწაზე შიმშილის გამო. ისინი შეხვდნენ ახალგაზრდა ქალს სახელად რუთი. რუთი გათხოვდა ნაომის ვაჟზე.
შემდეგ რუთის მეუღლე გარდაიცვალა. რუთი ძალიან დადარდიანდა.
ნაომი ასევე ძალიან დადარდიანდა. მას აღარ დარჩა ოჯახის წევრები. მან გადაწყვიტა, დაბრუნებულიყო იმ მიწაზე, რომლიდანაც მოვიდა.
ნაომიმ უთხრა რუთს, დაბრუნებულიყო ოჯახთან. მაგრამ რუთს უყვარდა ნაომი. იგი შეპირდა, რომ ნაომისთან ერთად წავიდოდა და იზრუნებდა მასზე.
რუთი და ნაომი ღარიბები იყვნენ. ასე რომ რუთი ბევრს მუშაობდა საკვების საშოვად.
ერთხელ მამაკაცმა სახელად ბოყაზი დაინახა რუთი, რომელიც მარცვალს კრეფდა ერთ-ერთ ყანაში.
ბოყაზი კეთილი იყო. მან უბრძანა მუშებს, მეტი მარცვალი დაეტოვებინათ რუთისთვის.
მოგვინებით რუთი და ბოყაზი დაქორწინდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ. ნაომი ეხმარებოდა მის აღზრდაში.
მე შემიძლია, დავეხმარო სხვების მოვლაში. მეც შემიძლია, გაჭირვებულების მიმართ კეთილი ვიყო.
გასაფერადებელი გვერდი
მე შემიძლია, სხვებს მოვუარო
სურათის გადმოსატვირთად დააწკაპუნეთ მასზე.
ეიფრილ სტოტის ილუსტრაცია
ვის შეგიძლიათ, დაეხმაროთ?
© 2022 by Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. Translation of Monthly Friend Message, April 2022. Language. 18315 131