წმინდა წერილი
რწმენის სიმბოლოები 1


უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრტისტეს ეკლესიის
რწმენის სიმბოლოები

თავი 1

1 ჩვენ გვწამს ღმერთი, მარადიული მამა, და მისი ძე, იესო ქრისტე და სულიწმინდა.

2 ჩვენ გვწამს, რომ ადამიანი დაისჯება თავისი ცოდვების გამო და არა ადამის შეცოდებისათვის.

3 ჩვენ გვწამს, რომ ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით შეიძლება მთელი კაცობრიობის ხსნა, სახარების კანონებისა და წეს-ჩვეულებების დაცვით.

4 ჩვენ გვწამს, რომ სახარების უპირველესი პრინციპები და წეს-ჩვეულებებია: პირველი – რწმენა უფალ იესო ქრისტეში; მეორე – მონანიება; მესამე – წყალში ჩაძირვით ნათლობა ცოდვების მისატევებლად; მეოთხე – ხელდასხმა სულიწმინდის ძღვენის მისაღებად.

5 ჩვენ გვწამს, რომ ადამიანი მოწოდებული უნდა იყოს ღმერთის მიერ, წინასწარმეტყველებით და უფლებამოსილი ადამიანების მიერ ხელდასხმით, რათა იქადაგოს სახარება და აღასრულოს მისი წეს-ჩვეულებები.

6 ჩვენ გვწამს იგივე წყობის, რაც არსებობდა პირველყოფილ ეკლესიაში, სახელდობრ: მოციქულები, წინასწარმეტყველები, პასტორები, მასწავლებლები, ევანგელისტები და ა.შ.

7 ჩვენ გვწამს სხვადასხვა ენებზე ლაპარაკის, წინასწარმეტყველების, გამოცხადების, ხილვების, განკურნების, ენებიდან თარგმნის ძღვენისა და ა.შ.

8 ჩვენ გვწამს, რომ ბიბლია არის ღმერთის სიტყვა, რამდენადაც იგი სწორად არის თარგმნილი; ჩვენ ასევე გვწამს, რომ მორმონის წიგნი ღმერთის სიტყვაა.

9 ჩვენ გვწამს ყოველივე, რაც ღმერთმა გამოაცხადა, ყოველივე, რასაც ის ახლა აცხადებს და ჩვენ გვწამს, რომ ის კიდევ გამოაცხადებს ბევრ დიად და მნიშვნელოვანს, რაც ღვთის სასუფეველს ეხება.

10 ჩვენ გვწამს ისრაელის ნამდვილი შეკრებისა და ათი ტომის აღდგენის; რომ სიონი (ახალი იერუსალიმი) დაფუძნდება ამერიკის კონტინენტზე; რომ ქრისტე თავად იმეფებს დედამიწაზე; და რომ დედამიწა განახლდება და მიიღებს სამოთხისებურ დიდებას.

11 ჩვენ ვაცხადებთ უფლებას, საკუთარი სინდისის თანახმად, თაყვანი ვცეთ ყოვლადძლიერ ღმერთს და ყველას ვრთავთ ნებას, ჰქონდეთ იგივე უფლება, თაყვანი სცენ რასაც სურთ, როგორც სურთ და სადაც სურთ.

12 ჩვენ გვწამს, რომ უნდა ვემორჩილებოდეთ მეფეებს, პრეზიდენტებს, სახელმწიფო მმართველებს და მოსამართლეებს კანონების დაცვით, პატივისცემითა და მხარდაჭერით.

13 ჩვენ გვწამს, რომ უნდა ვიყოთ პატიოსანნი, მართალნი, უბიწონი, კეთილმოსურნენი, მაღალზნეობრივნი და ვაკეთოთ სიკეთე ყველას მიმართ; ჭეშმარიტად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მივდევთ პავლე მოციქულის შთაგონებას, ჩვენ გვწამს ყველაფერი, ყველაფრის იმედი გვაქვს, ჩვენ ბევრი გადავიტანეთ და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერს გადავიტანთ. თუ არსებობს რაიმე მაღალზნეობრივი, მშვენიერი, ქებისა და პატივისცემის ღირსი, ჩვენ ვესწრაფით ყოველივე ამას.

ჯოზეფ სმითი.