სინანულისა და გადაწყვეტილებების შესახებ
რაც უფრო მეტად ვუძღვნით საკუთარ თავს ბედნიერებასა და სიწმინდეს, მით უფრო ნაკლებია სინანულიის შანსი.
სინანულის შესახებ
პრეზიდენტო მონსონ, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ. მადლობა თქვენი შთამაგონებელი და ისტორიული განცხადებისათვის მისიონერული მსახურებისა და ახალი ტაძრების მშენებლობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ამის გამო ჩვენ და მრავალი მომავალი თაობა დიდ დალოცვებს მიიღებს.
ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო! ჩვენ ყველანი მოკვდავები ვართ. იმედია ეს არავისთვის არ არის ახალი ამბავი.
არც ერთი ჩვენთაგანი არ იცოცხლებს დედამიწაზე ძალიან დიდ ხანს. ჩვენ არც თუ ისე ბევრი ძვირფასი დრო გვაქვს, რომელიც მარადიულობასთან შედარებით თვალის დახამხამების ტოლფასია.
შემდეგ ჩვენ ვტოვებთ აქაურობას. ჩვენი სულები „შინ, ღმერთთან ბრუნდებიან, რომელმაც სიცოცხლე გვაჩუქა“.1 ჩვენ სხეულებს დავტოვებთ, უკან მოვიტოვებთ ამ ქვეყნის საგნებს და არსებობის ახალ გარემოში გადავალთ.
როცა ახალგაზრდები ვართ გვგონია, რომ მარად ცოცხალნი ვიქნებით. ვფიქრობთ, რომ ჰორიზონტზე უამრავ მზის ამოსვლას ვიხილავთ და მომავალი წარმოგვიდგება, როგორც ჩვენს წინ გადაჭიმული უსასრულო სწორი გზა.
მაგრამ, რაც უფრო გვემატება წლები, მით უფრო გვახასიათებს უკან მოხედვა და გაოცება იმაზედ, თუ რა მოკლე ყოფილა გზა. ჩვენ გვიკვირს, რა მალე გავიდა წლები და ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ რა არჩევანი გავაკეთეთ ცხოვრებაში და რა საქციელი ჩავიდინეთ. ამ დროს ვიხსენებთ უამრავ ტკბილ წუთებს, რომლებიც სულს გვითბობენ და გულს გვიხარებს; მაგრამ ჩვენ ასევე ვგრძნობთ სინანულსაც, როცა გვსურს დავბრუნდეთ უკან და გამოვასწოროთ ჩადენილი.
ექთანი, რომელიც სიკვდილის პირას მისულ ადამიანებს უვლის ამბობს, რომ ხშირად ეკითხება პაციენტებს, რომლებიც მზად არიან გამოესალმონ სიცოცხლეს:
„ნანობთ რაიმეს“?2
როცა ასე მიუახლოვდები სიცოხლის ბოლო დღეს, ხშირად საღად აზროვნებ, ხედავ პერსპექტივასა და გიუმჯობესდება გამჭრიახობა. ასე რომ, როცა ამ ადამიანებს ეკითხებიან სინანულზე, ისინი გულს გიხსნიან. ფიქრობენ იმაზე, თუ რას შეცვლიდნენ, საათის უკან დატრიალება რომ შეძლებოდათ.
როცა ვფიქრობ იმაზედ, თუ რა თქვეს მათ, ჩემში გაოცებას იწვევს ის, თუ რა სასიკეთო გავლენას მოახდენდა მათზე იესო ქრისტეს სახარების ძირითადი პრინციპები, ისინი რომ ცხოვრებაში გამოეყენებინათ.
სახარების პრინციპებში არ არის არაფერი საიდუმლო. ჩვენ ისინი წმინდა წერილებში შევისწავლეთ, საკვირაო სკოლაში განვიხილეთ, კათედრიდანაც ბევრჯერ მოგვისმენია; ეს ღვთიური პრინციპები და ფასეულობები გასაგებ, პირდაპირია, მშვენიერია, ღრმა, და ძლიერია; მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ თავიდან ავიცილოთ მომავალი სინანული.
ნეტავ მეტი დრო გამეტარებინა საყვარელ ხალხთან
ალბათ ყველაზე საერთო სინანული მომაკვდავ პაციენტებს შორის არის ის, რომ საკმარისი დრო არ დაუთმეს საყვარელ ხალხს.
მამაკაცების უმეტესი ნაწილი ასე მოთქვამს: „ღრმად ვწუხვარ იმის გამო, რომ ცხოვრების უდიდესი ნაწილი ... სამსახურს დავუთმე“. 3 მრავალმა ადამიანმა არ გამოიყენა იმის შანსი, რომ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად გაეტარებინა საუკეთესო წუთები. მათ არ გამოიყენეს ღრმა ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობა იმ ადამიანებთან, რომლებიც ასე ბევრს ნიშნავდა მათთვის.
განა არ არის მართალი ის, რომ ჩვენ ხშირად ძალიან დაკავებულები ვართ? და ჩვენდა სამწუხაროდ აღვნიშნავ, რომ ჩვენ დაკავებულობა პატივის რანგშიც კი აგვყავს, თითქოს იყო დაკავებული ნიშნავდეს იმას, რომ ცხოვრების საუკეთესო წესით ცხოვრობ.
განა ეს ასეა?
მე ვფიქრობ ჩვენს უფალზე - მაგალითზე, იესო ქრისტეზე და მის ხანმოკლე სიცოცხლეზე, რომელიც მან გალილეასა და იერუსალიმის მცხოვრებ ხალხთან გაატარა. მე ვეცადე წარმომედგინა იგი შეხვედრებისა და უამრავი აუცილებელი დავალებების შესრულების დროს.
მე ეს ვერ შევძელი.
ამის ნაცვლად მე დავინახე მოწყალე და მზრუნველი ძე ღვთისა, რომელიც ყოველ დღეს მიზანმიმართულად ატარებს. როცა ის ადამიანთა შორის იმყოფებოდა, ისინი მის სიყვარულსა და საკუთარ მნიშვნელობას გრძნობდნენ. მან იცოდა ყოველი ადამიანის უსაზღვრო ფასი, ვისაც კი ის ხვდებოდა. ის ლოცავდა მათ, ემსახურებოდა, სულიერად ამაღლებდა და კურნავდა. მან მათ თავისი ძვირფასი დროის ძღვენი უბოძა.
ჩვენს დროში ადვილია უბრალოდ ქმნიდე იმის შთაბეჭდილებას, რომ სხვებთან ატარებ დროს. მაუსის დაწკაპუნებით ჩვენ შეგვიძლია „დავუკავშირდეთ“ათასობით „მეგობარს“ ისე, რომ არც ერთი მათგანი არც დავინახოთ. ტექნოლოგია მშვენიერი რამ არის და ძალიან კარგ საქმეს ემსახურება, როცა საყვარელი ადამიანი შორს გვყავს. მე და ჩემი მეუღლე ჩვენი ძვირფასი ოჯახის წევრებისგან შორს ვცხოვრობთ; ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს. თუმცა მჯერა, რომ ჩვენ, როგორც ინდივიდუალები და მთლიანად, როგორც საზოგადოება არასწორი მიმართულებით მივდივართ, როცა ოჯახის წევრებს ან მეგობრებს ვესაუბრებით ძირითადად იუმორისტული სურათების, ბანალური გამონათქვამების ან ბმულების გადაგზავნით. ალბათ მსგავს რაიმეს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, მაგრამ რამდენ დროს ვუთმობთ ამას? თუ ჩვენ ბოლომდე არ ვხარჯავთ საკუთარ თავს და დროს მათთვის, ვინც ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, დადგება დღე, როცა ამას ვინანებთ.
მოდით გადავწყვიტოთ სათუთად მოვექცეთ მათ, ვინც გვიყვარს და გავატაროთ მათთან დრო, ვიყოთ ერთად და ვამრავლოთ ძვირფასი მოგონებები.
ნეტავი ჩემი სრული პოტენციალის რეალიზაცია მომეხდინა!
სხვა სინანული, რომელიც მათ გამოუხატავთ იყო ის, რომ ვერ გახდნენ ისეთი ადამიანები, როგორიც შეეძლოთ და კარგი იქნებოდა, რომ გამხდარიყვნენ.როცა უკან იხედებიან ხვდებიან, რომ არასდროს არ გამოუყენებიათ თავიანთი პოტენციალი, უამრავი სიმღერა არ უმღერიათ.
მე არ ვგულისხმობ კარიერის საფეხურებზე ასვლას. ის კიბე, რაოდენ მაღალიც არ უნდა გეჩვენებოდეთ ამქვეყნად, ვერ გაუტოლდება იმ დიდი მარადიული მოგზაურობის კიბეს, რომელიც წინ გველის, თუნდაც ერთ საფეხურსაც კი.
მე უფრო ვგულისხმობ იმას, რაც ჩაიფიქრა ჩვენთვის ღმერთმა, მამაზეციერმა.
როგორც ერთ-ერთმა პოეტმა თქვა: “დიდების ღრუბლების კვალივით“4 მოვდივართ ამ ქვექანად წინა მიწიერი ცხოვრებიდან.
მამა ზეციერი ხედავს ჩვენს რეალურ პოტენციალს. მან იცის ის, რაც ჩვენ არ ვიცით საკუთარ თავზე. იგი გვიბიძგებს ცხოვრებაში შევასრულოთ ჩვენზედ დაკისრებული ნორმა, კარგად ვიცხოვროთ და დავბრუნდეთ მის გარემოცვაში.
მაშინ რატომ ვუთმობთ ამდენ დროს და ენერგიას იმას, რაც ასე ზედაპირულია, მსწრაფ წარმავალი და უშედეგო? ვამბობთ უარს დავინახოთ ბანალური და წარმავალი მოძებნის სისულელე?
განა არ იქნებოდა უფრო ბრძნული „დავიუნჯოთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ“?5
როგორ ვაკეთებთ ამას? მაცხოვრის მაგალითის გამეორებით, ჩვენს ყოველდრიურ ცხოვრებაში უფლის სწავლებების გამოყენებით, ღმერთისა და მოყვასის ჭეშმარიტი სიყვარულით.
არ შეიძლება მოწაფეობის გზაზე ყოფნისას ამის კეთებისას ფეხი მოვითრიოთ, საათს ვუყუროთ ან ვიწუწუნოთ.
როცა საქმე ეხება სახარების მიხედვით ცხოვრებას, ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ ბიჭს, რომელმაც წყალში ფეხის თითი ჩაყო და აცხადებდა, რომ საცურაოდ იყო წასული. ჩვენ, როგორც ღვთის შვილებს, გაცილებით მეტის გაკეთება შეგვიძლია. ამისთვის მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი. საჭიროა მოქმედება. ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გავხდეთ ისეთნი, როგორც მამაზეციერს სურს.
კარგია, როცა ხმამაღლა ვაცხადებთ ჩვენს დამოწმებას სახარების შესახებ, მაგრამ უმჯობესია ვიყოთ აღდგენილი სახარების ცოცხალი მაგალითები. კარგია გქონდეს სურვილი იყო აღთქმის მიმართ ერთგული; ფაქტიურად იყო ერთგული წმინდა აღთქმების მიმართ (სათნო ცხოვრებით ცხოვრება, მეათედისა და შემოწირულობების გადახდა, სიბრძნის სიტყვის მიხედვით ცხოვრება და გაჭირვებულების დახმარება) ბევრად უფრო კარგია. იმის გამოცხადება, რომ საოჯახო ლოცვას, წმინდა წერილის შესწავლას, სასარგებლო საოჯახო ღონისძიებების ჩატარებას მეტ დროს დავუთმობთ, კარგია, ყოველივე ამის სტაბილური კეთება ჩვენს ცხოვრებაში ზეციურ დალოცვებს შემოიტანს.
მოწაფეობა არის სიწმინდისა და ბედნიერების გზით სიარული. ეს არის გზა, საკუთარი თავისკენ - უფრო უკეთესი და ბედნიერი ადამიანისკენ.
მოდით გადავწყვიტოთ მივყვეთ მაცხოვარს და ბეჯითად ვიმუშაოთ იმაზედ, რომ გავხდეთ ისეთნი, როგორიც ჩაიფიქრა ჩვენთვის შემოქმედმა. მოდით ვუსმინოთ და დავემორჩილოთ სულიწმინდის კარნახს. როცა ასე ვიქცევით, ზეციური მამა გაგვიმხელს იმას, რასაც ჩვენ თვითონ ვერასდროს ვერ შევიცნობდით საკუთარ თავზე შესახებ. ის გაგვინათებს გზას და თვალს აგვიხელს, რათა დაგვანახოს ჩვენთვის უცნობი ან ფარული ნიჭი.
რაც უფრო მეტად მივუძღვნით საკუთარ თავს ბედნიერებასა და სიწმინდეს, მით უფრო ნაკლები გვექნებასინანულიის შანსი. რაც უფრო მეტად მივენდობით მაცხოვრის მადლს, მით უფრო მეტად ვიგრძნობთ იმას, რომ ჩვენ მივყვებით გზას, რომელიც მამაზეციერმა ჩაიფიქრა ჩვენთვის.
ნეტავ თავი უფრო ბედნიერად მეგრძნო
კიდევ ერთი სინანული მომაკვდავთა შორის გაკვირვებას იწვევს. ისინი ნანობენ იმას, რომ არ მისცეს საკუთარ თავს მეტი ბედნიერების ნება.
ჩვენ ისე ხშირად გვიტაცებს ილუზიები იმაზედ, რომ არსებობს რაღაც ჩვენს მიღმა, რაც ბედნიერებას მოგვიტანს: უკეთესი ოჯახური სიტუაცია, უკეთესი ფინანსური მდგომარეობა, ან რაიმე განსაცდელის დასასრული.
რაც უფრო გვემატება წლები, მით უფრო მეტად ვიხედებით უკან და ვხვდებით, რომ გარე ვითარებას არა აქვს დიდი მნშვნელობა და არ განსაზღვრავს ჩვენს ბედნიერებას.
ჩვენ კი ვართ მნიშვნელოვანნი.ჩვენ განვსაზღვრავთ ამ ბედნიერებას.
მე და თქვენ საბოლოო ჯამში პასუხისმგებელნი ვართ საკუთარ ბედნიერებაზე.
მე და ჩემს მეუღლეს, ჰარიეტს, ძალიან გვიყვარს ველოსიპედით სიარული. შესანიშნავია გარეთ გასვლა და ბუნების სილამაზის დათვალიერება. ჩვენ საყვარელი მარშრუტებიც გვაქვს, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, თუ რაოდენ შორს ან რაოდენ ჩქარა მივდივართ.
თუმცა ზოგჯერ მეჩვენება, რომ მეტი შეჯიბრი გვჭირდება. ზოგჯერ ვფიქრობ კიდევაც, რომ შეგვიძლია უფრო კარგი დრო ვაჩვენოთ ან უფრო სწრაფად ვიაროთ, თუკი ამას მოვინდომებთ. ზოგჯერ დიდ შეცდომას ვუშვებ და ამას ჩემს შესანიშნავ მეუღლეს ვეუბნები.
მისი ტიპიური რეაქცია ამისთანა განცხადებების თაობაზე ყოველთვის ძალიან კეთილი, ნათელი და პირდაპირია. ის მიღიმის და მეუბნება: „დიტერ, ეს რბოლა არ არის, ეს მოგზაურობაა. დატკბი ამ მომენტით“.
რამდენად მართალია იგი!
ზოგჯერ ცხოვრებაში ჩვენ იმდენად გადაგვაქვს ყურადღება ფინიშზე, რომ თვითონ მოგზაურობის სიამოვნებას ვკარგავთ. მე მეუღლესთან ერთად იმიტომ კი არ მივდივარ ველოსიპედით სასეირნოდ, რომ ფინიშამდე მისვლა მსურს, არამედ იმიტომ, რომ მასთან ყოფნა სასიამოვნო და სახალისოა.
განა სისულელე არ არის ჩაშალო ტკბილი და სასიხარულო გამოცდილება მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ველით დამთავრების მომენტს?
ვუსმენთ ჩვენ მშვენიერ მუსიკას იმის მოლოდინში, თუ როდის გაიჟღერებს ბოლო ბგერა, და მხოლოდ ამის მერე ნებას ვაძლევთ საკუთარ თავს დავტკბეთ მუსიკით? არა. ჩვენ ვუსმენთ მელოდიას, რითმს და ჰარმონიას მთელი კომპოზიციის განმავლობაში.
ვლოცულობთ ჩვენ მხოლოდ იმისთვის, რომ ბოლოს ვთქვათ ამინ? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ვლოცულობთ იმისთვის, რომ მამაზეციერს მივუახლოვდეთ, მისი სული მივიღოთ და მისი სიყვარული ვიგრძნოთ.
ჩვენ არ უნდა ველოდეთ იმას, რომ რაღაც ფინიშამდე მივალთ და ბედნიერნი ვიქნებით, რათა მერე მივხდეთ: ბედნიერება უკვე გვაქვს, ის სულ თან გვახლდა! ცხოვრება არ არის იმისთვის, რომ წარსულით იყო მისი მადლობელი. მეფსალმუნე წერს: „ეს არის დღე, რომელიც ქმნა უფალმა … ილხინეთ და იმხიარულეთ მასში!“6
დებო და ძმებო, მიუხედავად ჩვენი ვითარებისა, სირთულეებისა თუ გაჭირვების, თითოეულ დღეში არის რაღაც, რაც უნდა მივიღოთ და სათუთად გავუფრთხილდეთ. თითოეულ დღეში არის რაღაც, რასაც ჩვენთვის მადლიერება და სიხარული მოაქვს, თუკი ამას დავინახავთ და დავაფასებთ.
იქნებ ნაკლებად უნდა ვიყურებოდეთ თვალებით და მეტად გულით. მე ძალიან მომწონს ციტატა: „მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი”.7
ჩვენ გვიბრძანეს „ყველაფრისთვის მადლიერნი ვიყოთ“.8 განა უკეთესი არ არის თვალებით და გულით დავინახოთ ის თუნდაც პატარა რამ, რისთვისაც შეგვიძლია მადლიერები ვიყოთ და არ გავაზვიადოთ უარყოფითი?
უფალი შეგვპირდა: „ის, ვინც ყველაფერს მადლიერებით მიიღებს, განდიდდება; და მას ასმაგად დაუბრუნდება ყოველი მიწიერი“.9
დებო და ძმებო, ჩვენი ზეციერი მამის უთვალავი დალოცვებით, მისი გულუხვი ხსნის გეგმით, აღდგენილი სახარების ღვთაებრივ ჭეშმარიტებითა და სხვა მრავალი მიწიერი მოგზაურობის სილამაზით, განა არა გვაქვს „სიხარულის მიზეზი“?10
მოდით გადავწყვიტოთ ვიყოთ ბედნიერნი, მიუხედავად ჩვენი გარემოებისა.
გადაწყვეტილებების თაობაზე
ერთხელ ჩვენ გადავდგავთ იმ გარდაუვალ ნაბიჯს და გადავალთ ამ მიწიერი ცხოვრებიდან მეორე მდგომარეობაში. ერთხელ უკან მოვიხედავთ და ვკითხავთ საკუთარ თავს, შეგვეძლო თუ არა უფრო კარგი ადამიანები ვყოფილიყავით, უფრო კარგი გადაწყვეტილებები მიგვეღო ან უფრო გონივრულად გამოგვეყენებინა დრო.
იმისთვის, რომ არ დავდგეთ მსგავსი სინანულის წინაშე მართებული იქნება დღესვე მივიღოთ ზოგი ერთი გადაწყვეტილება. მ.ა., მოდით:
-
გადავწყვიტოთ მეტი დრო გავატაროთ მათთან, ვინც ჩვენ გვიყვარს.
-
გადავწყვითოთ, მეტად ვეცადოთ გავხდეთ ისეთნი, როგორც ღმერთს სურს.
-
ვითარების მიუხედავად გადავწყვიტოთ, ვიპოვოთ ბედნიერება.
მე ვმოწმობ, რომ შეგვიძლია ხვალინდელი დღის სინანულს ავარიდოთ თავი, თუკი დღეს მივყვებით მხსნელს. თუ შევცოდეთ ან შეცდომა დავუშვით, თუ გავაკეთეთ არჩევანი, რომელზედაც ახლა ვნანობთ, არსებობს ქრისტეს ძვირფასი გამოსყიდვა, რომლის საშუალებითაც ჩვენ პატიების მოპოვება შეგვიძლია. ჩვენ არ შეგვიძლია დროში დაბრუნება და წარსულის შეცვლა, მაგრამ შეგვიძლია მონანიება. მხსნელს შეუძლია მოგვწმინდოს სინანულის ცრემლები11 და მოგვაცილოს ცოდვების ტვირთი.12 მისი გამოსყიდვის წყალობით შეგვიძლია უკან მოვიტოვოთ წარსული და სუფთა ხელებით, სუფთა გულით13 და გადაწყვეტილებით --ვიყოთ უკეთესნი და რაც მთავარია სურვილით--გავხდეთ უფრო უკეთესნი,ვიაროთ წინ.
დიახ, ცხოვრება მალე გარბის; დღეები ჩქარა მიქრიან; სიკვდილი ზოგჯერ გვაშინებს. მიუხედავად ამისა, სული აგრძელებს ცხოვრებას და ერთ დღეს გაერთიანდება ჩვენს აღდგენილ სხეულთან მარადიული დიდების მისაღებად. მე საზეიმოდ ვმოწმობ, რომ მოწყალე ქრისტეს გამო ჩვენ ყველანი მოვიპოვებთ მარადიულ ცხოვრებას. დადგება დღე, როცა ჩვენი მხსნელისა და გამომსყიდველის გამო ჩვენ ჭეშმარიტად გავიგებთ და გავიხარებთ სიტყვის მნიშვნელობით: „სიკვდილის კბენა შთაინთქა ქრისტეს მეშვეობით.“14
ჩვენი, როგორც მამაზეციერის შვილების ღვთიური დანიშნულებისკენ მიმავალი გზა, მარადიულია. ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ უნდა დავადგეთ ამ მარადიულ გზას დღეს; ჩვენ არც ერთი დღე არ უნდა მივიღოთ ისე, თითქოს ეს ისედაც ასე უნდა იყოს. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ არ დაველოდოთ სიკვდილის პირამდე მისვლას, რათა ვისწავლოთ ცხოვრება. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.