2010-2019
სად არის საბურველი?
ოქტომბერი 2012


სად არის საბურველი?

საბურველი რომელიც ჩრდილავს ღვთიურ შველას არ ჩრდილავს ღმერთს მაგრამ ხანდახან ჩვენ ვექცევით მის ქვეშ. ღმერთი არასდროს არ არის ჩვენგან დაფარული მაგრამ, ხანდახან, ჩვენ მისგან ვართ.

წინასწარმეტყველმა ჯოსეფ სითმა, ლიბერტის ციხეში, მისი ტანჯვების სიღრმეში, შესტირა: „ღმერთო სად ხარ? და სად არის საბურველი, რომელიც ფარავს შენს თავშესაფარს?”1 მრავალი ჩვენგანს პირადი ტანჯვისას აქვს გრძნობა, რომ ღმერთი შორს არის ჩვენგან. მაგრამ საბურველი, რომელიც გვიჩრდილავს ღვთიურ დახმარებას არ ფარავს ღმერთს, ხანდახან გვჩრდილავს ჩვენ. ღმერთი არასოდეს არ არის დაფარული, მაგრამ ხანდახან ჩვენ ვართ დაჩრდილული მოტივაციებით, რომელიც გვაშორებს ღმერთს და ამის გამო გვეჩვენაბა ის ჩვენგან შორს და მიუწვდომელი. ჩვენი პირადი სურვილები და არა „იყოს ნება შენი,“2 ქმნის გრძნობას, რომ ღმერთი დაფარულია საბურველით. ღმერთი გვხედავს და ესმის ჩვენი, მაგრამ ჩვენ შეიძლება არ გვაქვს მისი მოსმენის ან მორჩილების და დროის დათმობის სურვილი.

ჩვენი გრძნობები ღმერთისაგან დაშორების შესახებ უფრო შემცირდება თუ ჩვენ ვიქნებით მის მიმართ უფრო უმანკო. ეს არ არის ადვილი მსოფლიოში, სადაც სხვა ადამიანების თვალსაზრისს შეიძლება ჰქონდეს ამხელა გავლენა ჩვენ მოტივებზე. მაგრამ ეს დაგვეხმარება ჭეშმარიტების პოვნაში, რომ ღმერთი ახლოს არის ჩვენთან და ზრუნავს ჩვენზე და არასდროს არ იმალება მისი შვილებისაგან.

ჩემი სამი წლის შვილიშვილმა დაგვანახა უმანკოებისა და თავმდაბლობის ძალა, რომელიც გვაკავშირებს ღმერთთან. ის წასული იყო ღია კარის დღეზე იუტას ბრიგემ სითის ტაძარში, ტაძრის ერთ ოთახში მიმოიხედა და იკითხა: „დედიკო სად არის იესო?“ დედამისმა აუხსნა, რომ ის ვერ იხილავდა მას ტაძარში, მაგრამ შესძლებდა ეგრძნო მისი გავლენა გულით. ელიზამ ფრთხილად განიხილა დედამისის პასუხი და შემდეგ თითქოს დაკმაყოფილდა და დაასკვნა „იესო წასულია ვიღაცის დასახმარებლად.“

არანაირ საბურველმა არ დაუფარია ელიზას რეალობის განმარტება ან ხედვა, ღმერთი მასთან უფრო ახლოა და გოგონაც გრძნობს მის სიახლოვეს, ელიზამ იცოდა, რომ ტაძარი არის უფალის სახლი, მაგრამ ასევე ესმოდა, რომ ამღსდგარი და ამაღლებული იესო ქრისტეს აქვს სხეული და შეუძლებელია, რომ იყოს ერთ ადგილზე ყოველ დღე.3 თუ ის არ იყო მის სახლში, გოგონა მიხვდა, რომ ის უნდა ყოფილიყო სხვაგან. იქიდან, რაც მან იცის მხსნელის შესაახებ, გოგონა მიხვდა, რომ ის იყო სადმე კეთილი საქმისათვის, მამამისის შვილებისათვის, ნათელი იყო, რომ გოგონას სურდა იესოს დანახვა არა იმისათვის, რომ სასწაული შეემოწმებინა არამედ იმიტომ, რომ ბავშს უბრალოდ უყვარდა ის.

სულმა გაანდო მის ბავშურ გონებას და გულს ის ნუგეში, რაც ყოველ ჩვენგანს სურს და სჭირდება. იესო ქრისტე ცოცხალია, გვიცნობს, გვიყურებს და ზრუნავს ჩვენზე. ტკივილის დროს, მარტოობისას ან დაბნეულობის ჟამს, ჩვენ არ გვჭირდება იესო ქრისტეს დანახვა, იმის ცოდნისათვის, რომ მან იცის ჩვენი მდგომარეობის შესახებ და მისი მისია არის, რომ დაგვლოცოს.

მე ჩემი პირადი ცხოვრებიდან ვიცი, რომ ჩვენც შეგვიძლია გვქონდეს ელიზასნაირი გამოცდილება ბავშვობიდან დიდი ხნის შემდეგაც. ჩემი კარიერის პირველ წლებში, მე დაუღონებლივ ვშრომობდი, რომ მიმეღწია სტანდფორდის უნივერსიტეტის პროფესორის წოდებისათვის. მე ვფიქრობდი, რომ უზრუნველყავი ჩემი ოჯახი კარგი ცხოვრებით. ჩვენ ვცხოვრობდით ჩემი მეუღლის მშობლებთან ახლოს ძალზედ კომფორტულ გარემოცვაში. მსოფლიოს სტანდარტებით მე მივაღწიე დიდ წარმატებას. მაგრამ მომეცა შანსი, რომ მიმეტოვებინა კალიფორნია და წავსულიყავი აიდაჰოში, რექსბურგის რიქსის კოლეჯში. ჩემი ცხოვრებისეული პროფესიული მიზნები ალბათ ჩემთვის იყო, როგორც საბურველი, რომელიც მაშორებდა მოსიყვარულე მამას, რომელმაც უკეთესად იცოდა თუ რანაირი იქნებოდა ჩემი მომავალი. მამგრამ მე დალოცვილი ვიყავი, რომ ვიცოდი, იმ დროს როგორი წარმატებაც არ უნდა მქონოდა კარიერაში თუ ოჯახში, იყო ღმერთის ძღვენი და მე, როგორც ბავშვი, მოვიყარე მუხლი ლოცვით, რომ მეკითხა რა უნდა მექნა. მე შევძელი გონებაში წყნარი ხმის გაგება, რომელმაც მითხრა „ეს არის ჩემი სკოლა.“ არ იყო არანაირი საბურველი, რომელიც მაცალკავებდა ღმერთისგან. რწმენითა და თავმდაბლობით, მე მივანდე ჩემი ნება მის ნებას და ვიგრძენი მისი ზრუნვა და სიახლოვე.

რიქსის კოლეჯში ჩემი წლები, როდესაც მე ვცდილობდი მომეძია ღმერთის ნება და შემესრულებინა, ეს მაცილებდა იმ საბურველს, რომელიც დაფარავდა ღმერთის აქტიურ როლს ჩემი ცხოვრებაში. როდესაც ვცდილობდი მისი სამსახურის შესრულებას, მე ვიგრძენი მისი სიახლოვე და ვგრძნობდი, რომ იცოდა ჩემი საქმეების შესახებ და ღრმად ზრუნავდა ჩემს ბედნიერებაზე. მაგრამ, როგორც სტანდფორდში, კიდევ ერთხელ იჩინეს თავი ამქვეყნიურმა მოტივაციებმა. ერთი მათგანი იყო მიმზიდველი სამსახურის შემოთავაზება, რომელიც მივიღე რიქსის კოლეჯის ხუთ წლიანი პრეზიდენტობის ბოლოს. მე განვიხილე ის, ვილოცე მის შესახებ და ის პირველ პრეზიდენტობასთანაც განვიხილე. მათ მიპასუხეს თბილად და ცოტაოდენი იუმორით, მაგრამ ნათელი მითითების გარეშე. პრეზიდენტმა სპენსერ ვ. ქიმბელმა მოისმინა ჩემი ნათქვამი და სთქვა, „მაშ, ჰალ, თითქოს კარგი რამეა შენთვის და თუ ოდესმე დაგვჭირდი ვიცით სად მოგძებნოთ.“ მათ ეცოდინებოდათ სად მიპოვიდნენ, მაგრამ პროფესიული წარმატების სურვილს შეეძლო შეექმნა ჩემთვის საბურველი, რაც გაართულებდა ჩემთვის ღმერთის პოვნას და უფრო გაართულებდა მის მოსმენას და მისი მსახურებისადმი მიყოლას.

ჩემი მეუღლე გრძნობდა ამას, ჰქონდა რა, ძლიერი გრძნობა, რომ უნდა დავრჩენილიყავით. დაჟინებით მირჩია, რომ მე უნდა ჩემით მიმეღო საკუთარი გამოცხადება. ასე, რომ მე კვლავ ვილოცე, ამჯერად მე მივიღე ნათელი მითითება, ხმა ჩამესმა გონებაში, რომელმაც სთქვა: „მედაგტოვებ რიქსის კოლეჯში ცოტა მეტი ხნით.“ ჩემი პირადი ამბიციებმა შეიძლება ღრუბელი მოფინა ჩემი რეალობის ხედვას და გააძნელა გამოცხადების მიღება, მაგრამ ღმერთი არასდროს არ იყო დაფარული ჩემგან, მზად იყო პასუხით, როდესაც მას ვეძებდი რწმენით და თავმდაბლობით.

ოცდაათი დღის შემდეგ, როდესაც კურთხეული ვიყავი შთაგონებული გადაწყვეტილებით, რომ უარი მეთქვა სამსახურის შემოთავაზებაზე და დავრჩენილიყავი რიქსის კოლეჯში, ტეტონის კაშხალი გასკდა. ღმერთმა იცოდა, რომ კაშხალი ეს-ესაა გასკდებოდა და ადამიანებს დასჭირდებოდათ დახმარება. მან მომცა საშუალება, რომ მომეძია რჩევა და მომეძებნა მიზეზი, რომ დავრჩენილიყავი რიქსის კოლეჯში, მაგრამ მხოლოდ მან იცოდა ყველა მიზეზები, რათა ჩემი სამსახური ჯერ კიდევ საჭირო იქნებოდა რექსბურგში და რიქსის კოლეჯში. ლოცვებში ხშირად ვთხოვდი მამაზეციერს, რომ ეთქვა ჩემთვის თუ რა უნდა, რომ გავაკეთო იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთა სახლები იყო დაზიანებული ან განადგურებული. ჩემმა სურვილმა, რომ მეკეთებინა მისი ნება, ჩემს ცხოვრებაში მისი გავლენა გახადა რეალური.

სხვანაირად ეს გვაჩვენებს თუ როგორ შეგვიძლია შევქმნათ ბარიერი ღმერთის ნების ცოდნის ან მისი სიყვარული ჩვენს მიმართ: ჩვენი განრიგის დაჟინებით შესრულებით, როდესაც ღმერთს აქვს მისი საკუთარი განრიგი. ხანდახან ჩვენი ლოდინის არ ქონის სურველი, გვიბნელებს მისი ნების ხედვას ჩვენს მიმართ.

ლიბერთის ციხეში წინასწარმეტყველ ჯოსეფმა ჰკითხა უფალს, რომ დაესაჯა ისინი, ვინც სდევნიდნენ ეკლესიის წევრებს მისურიში. მისი ლოცვა იყო სწრაფი და დაუყოვნებელი შურისძიებისთვის, მაგრამ უფალმა უპასუხა „არც ისე ბევრი წლის მერე,”4 ის მიხედავდა ეკლესიის იმ მტრებს. 121 სექციის 24 ლექსში ის ამბობს:

„აჰა, ჩემი თვალები ხედავენ და იციან ყველა მათი საქმე, და საჭირო დროს მე შემონახული მაქვს ყველა მათთვის სწრაფი განაჩენი.

რადგან ყველა ადამიანისათვის არის განკუთვნილი დრო, მისი საქმეების მიხედვით.5

ჩვენ ვიცილებთ საბურველს, როდესაც ვგრძნობთ და ვლოცულობთ “იყოს ნება შენი“ და „შენს მიერ დანიშნულ დროს“. ჩვენთვის უნდა იყოს საკმარისად მალე, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მას ჩვენთვის უნდა მხოლოდ, რაც საუკეთესოა.

ერთერთ ჩემ რძალს, მრავალი წლების განმავლობაში, ჰქონდა გრძნობა, რომ ღმერთმა მასზედ მოჰფინა საბურველი. ის იყო ახალგაზრდა სამი ბავშვის დედა, რომელსაც უნდოდა კიდევ მეტი ბავშვების ყოლა. რამოდენიმე წარუმატებელი მშობიარობის შემდეგ, მისი ლოცვები გადაიზარდა ტანჯვად. წლები გადიოდა და გაუჩნდა გულის წყრომის ცდუნება. როდესაც ყველაზე უმცროსი შვილი მიდიოდა სკოლაში, მისი სახლის სიცარიელე თითქოს ცდილობდა მის დედობაზე ყურადღების გამახვილებას. ასეთივე მისი ნაცნობების დაუგეგმავი ან არასასურველი ორსულობები. ის გრძნობდა ვითომ იყო ისეთივე ერთგული და მოწოდებული, როგორიც იყო მარიამი, რომელმაც სთქვა, „აჰა, უფლის მხევალი ვარ.”6 მაგრამ ამ სიტყვების თქმით მას გულში არ ესმოდა არაფერი პასუხად.

თავიანთი სულიერი გამხნევებისათვის მისმა მეუღლემ დაპატიჟა, რომ მივლინებაში ცოლთან ერთად წასულიყო კალიფორნიაში. იმ დროს, როდესაც ქმარი ესწრებოდა სამუშაო შეკრებებს,იგი სეირნობდა მშვენიერ, ცარიელ ზღვის სანაპიროზე. მას გული ლამის გასკდომოდა და ლოცულობდა ხმამაღლად. პირველად მან შესთხოვა არ კიდევ ერთი ბავშვი, არამედ ღვთიური დავალება, „მამაზეციერო“ ტიროდა ქალი, „მე მოგიძღვნი მთელ ჩემ დროს, გთხოვ მაჩვენე თუ როგორ გავატარო ეს დრო.“ მან გამოხატა თავისი მზადყოფნა, რომ წაიყვანდა მის ოჯახს, სადაც მოსთხოვდნენ, რომ წასულიყვნენ. ამ ლოცვამ მისცა მოულოდნელი სიმშვიდის შეგრძნება, ამან არ დააკმაყოფილა მისი მგზნებარე სურვილი უეჭველობისათვის, მაგრამ მრავალი წლების განმავლობაში პირველად გული დაუწყნარა.

ლოცვამ მოაცილა საბურველი და გაუხსნა ზეცისკენ ფანჯარა. ორი კვირის შემდეგ მან გაიგო, რომ იყო ორსულად. ახლადშობილი იყო ერთი წლის, როდესაც ჩემ შვილმა და რძალმა მიიღეს მისიაზე გაწვევის მოწოდება. რადგან პირობა ჰქონდათ დადებული, რომ გააკეთებდნენ ყველაფერს, სადაც არ უნდა წასულიყვნენ, რძალმა გადადო შიში და წაიყვანა მისი შვილები საზღვარგარეთ. მისიაში მსახურობისას მათ ეყოლათ კიდევ ერთი ბავშვი, მისიონერების გადაყვანის დღეს.

ბოლომდე ზეცის ნებისადმი მორჩილება, როგორც ეს ახალგაზრდა დედამ გააკეთა, არის აუცილებელი პირობა, რათა მოვიცილოთ სულიერი საბურველი ჩვენი თავებიდან. მაგრამ ეს არ გვაძლევს დაუყოვნებლივ პასუხის მიღების გარანტიას ჩვენს ლოცვებში.

აბრაამის გული აშკარად დიდი ხნით ადრე იყო მართალი, უკვე მანამდე, სანამ სარა დაორსულდებოდა ისაკზე და იქამდე, სანამ მიიღებდნენ აღთქმულ მიწას. ზეცას სხვა მიზნები ჰქონდა პირველ რიგში მისაღწევი, ამ მიზნებში იყო არა მარტო აბრაამის და სარას რწმენის მშენებლობა, ასევე მიზანი იყო მათთვის მარადიული ჭეშმარიტების სწავლება, რომელიც მათ გაუზიარეს სხვებს, მათთვის მომზადებული მიწისაკენ გრძელი და რთული გზით მოგზაურობისას. უფალის დაგვიანებები ხანდახან გვეჩვენება ხანგრძლივი, ხანდახან თითქმის მთელი ცხოვრება. მაგრამ ისინი ყოველთვის გათვლილია, რომ გვაკურთხოს. არასდროს არ უნდა იყოს მარტოობის ან დაღონების ჟამი.

თუმცა მის მიერ დანიშნული დრო ყოველთვის არ არის ჩვენი დრო, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ღმერთი ასრულებს მის დანაპირებებს. ყველა თქვენგანი, რომლებიც გრძნობთ, რომ ძნელია მისთვის ხმის მიწვდენა, მე მინდა დავამოწმო, რომ მოვა დღე, როდესაც ჩვენ ყველა ვიხილავთ მას პირისპირ. ისე, როგორც ჩვენი არაფერი არ არის დაფარული მისგან, იქ არაფერი არ იქნება მის მიერ ჩვენთვის დაფარული. ჩვენ პირადად ყველანი დავდგებით მის წინ. ისე, როგორც ჩემი შვილიშვილი, ჩვენ ახლავე გვსურს იესო ქრისტეს ნახვა, მაგრამ ჩვენი მასთან ნამდვილი გაერთიანება სამსჯავროზე იქნება მეტად უფრო სასიამოვნო, თუ ჩვენ გავაკეთბთ იმას, რომ ის იყოს ჩვენთვის ასევე ნაცნობი, როგორებიც ჩვენ ვართ მისთვის. როდესაც ჩვენ ვემსახურებით მას, ჩვენ ვხდებით მისდაგვარნი და ვგრძნობთ მასთან სიახლოვეს, ისე როგორც მივაღწევთ იმ დღეს, როდესაც არაფერი აღარ დაფარავს ჩვენს ხედვას.

ასეთი მისწრაფება ღმერთისაკენ შეიძლება იყოს მუდმივი. მხსნელი გვასწავლის: „მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი,”7 შემდეგ გვეუბნება თუ როგორ ეს ვაკეთოთ:

„ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ,

შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.

მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?

როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ?

როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?

მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.”8

როდესაც ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც მას უნდა, რომ გავაკეთოთ მისი მამის შვილებისათვის, უფალი მიიჩნევს მას, როგორც მის მიმართ გაკეთებულ სიკეთედ და ჩვენ ვიგრძნობთ მასთან სიახლოვეს, როდესაც ვიგრძნობთ მის სიყვარულსა და მხარდაჭერას. დროთა განმავლობაში ჩვენ გავხდებით მისდაგვარნი და ვიფიქრებთ სამსჯავროს დღეზე ბედნიერი მოლოდინით.

საბურველი, რომელიც თითქოს გვფარავს ღმერთისაგან, შეიძლება იყოს ადამიანის წინაშე შიში და არა მისადმი მსახურობის სურვილი. მხსნელის ერთადერთი მოტივი იყო ადამიანებისათვის დახმარება. ბევრი თქვენგანს, ისე როგორც მე, უგრძვნია შიში ვინმესთან ურთიერთობაში, ვისაც აწყენინეთ ან ვინც ტკივილი მოგაყენათ. მაგრამ მაინც, მე მინახავს როგორ ალღვობს უფალი გულებს ხანდახან, ჩემს ჩათვლით. და ამიტომ მინდა მოგიწოდოთ, მიდით ვინმესთან უფალისათვის, თქვენი რაიმე შიშის მიუხედავად რომელიც გაქვთ, რომ მიაწვდინოთ სიყვარული და პატიება. მე გპირდებით, რომ, როდესაც ამას გააკეთებთ, თქვენ იგრძნობთ მხსნელის სიყვარულს იმ ადამიანისათვის და მის სიყვარულს თქვენსადმი და ეს მოხდება ძალიან მალე. თქვენთვის ეს გამოწვევა შეიძლება იყოს ოჯახში, ეს შეიძლება იყოს საზოგადოებაში ან მთელ ერში.

თუ უფალის გულისათვის მიდიხართ, ის დაინახავს და დააფასებს. თუ თქვენ ამას აკეთებთ ხშირად და საკმაოდ ხანგრძლივად, იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით თქვენ იგრძნობთ თქვენს ბუნებაში ცვლას. არა მარტო იგრძნობთ მას უფრო ახლოს, თქვენ იგრძნობთ თუ როგორ სულ უფრო და უფრო მას ემსგავსებით და მაშინ, როდესაც მას შეხვდებით, ისე, როგორც ჩვენ ყველა, ეს თქვენთვის იქნება, როგორც მორონისათვის, როდესაც მან სთქვა: „და ახლა მე ვემშვიდობები ყველას. მალე წავალ ღვთის სამოთხეში დასასვენებლად, სანამ ჩემი სული და სხეული კვლავ არ გაერთიანდებიან და არ ავმაღლდები გამარჯვების ზეიმით ცაში, რათა შეგხვდეთ დიდი იეჰოვას სასიხარულო სამსჯავროზე, ცოცხლებისა და მკვდრების მარადიულ მოსამართლესთან, ამინ.”9

თუ ჩვენ ვემსახურებით რწმენით, თავმდაბლობით და გვწადია ღმერთის ნება, მე ვამოწმებ, რომ დიდი იეჰოვას სამსჯავრო იქნება სასიამოვნო. ჩვენ ვიხილავთ ჩვენ მოსიყვარულე მამას და მის ძეს, ისე, როგორც ისინი გვხედავენ ჩვენ, სრულყოფილი სიცხადითა და სიყვარულით. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.