გამოსყიდვა
სადაც არ უნდა იყვნენ ჩვენი წევრები და მისიონერები, ჩვენი გზავნილი არის ერთი მხსნელი იესო ქრისტეში რწმენა და იმედი.
ჩემი გზავნილი ეხება ჩვენს შორის მათ ვინც იტანჯება, გული დამძიმებული აქვს დანაშაულით, სისუსტით, წარუმატებლობით, დარდითა და უიმედობით.
1971 წელს გამაგზავნეს დასავლეთ სამოას პალოს კონფერენციაზე, სადაც შედიოდა ახალი პალოს დაფუძვნება უპოლოს კუნძულზე. გასაუბრებების შემდეგ ჩვენ გავემგზავრეთ პატარა თვითმფრინავით სავაის კუნძულზე, რათა იქ ჩაგვეტარებინა პალოს კონფერენცია. თვითმფრინავი დაჯდა ბალახიან მდელოზე ფაალასთან ახლოს და მომდევნო საღამოს იმით უკან უნდა დავბრუნებულიყავით კუნძულ უპოლოზე.
იმ დღეს, როდესაც უნდა დავბრუნებულიყავით სავაიდან, წვიმდა, ვიცოდით რა, რომ თვითმფრინავი ვერ დაჯდებოდა სველ მინდორზე, ჩვენ მივედით კუნძულის დასავლეთით, სადაც იყო ასაფრენი ბილიკი მარიჯანების ზღურბლზე. ჩვენ ველოდებოდით დაღამებამდე, მაგრამ თვითმფრინავი არ მოფრინდა. ბოლოს გავიგეთ რადიოდან, რომ იქ ქარიშხალი იყო და თვითმფრინავი ვერ აფრინდებოდა. რადიოს მეშვეობით გადავეცით, რომ უკან კატარღით დავბრუნდებოდით და რომ ვინმე დაგვხვდებოდა მულიფანუაში.
როგორც კი გამოვედით სავაიის პორტიდან, 12 მეტრიანი კატარღის კაპიტანმა შეეკითხა მისიის პრეზიდენტს თუ ჰქონდა თან ფანარი. საბედნიეროდ მას ჰქონდა და აჩუქა ის კაპიტანს. ჩვენ გავიარეთ 21 კილომეტრი უპოლოს კუნძულიდან აღელვებულ ზღვაში. არცერთი ჩვენგანი არ ფიქრობდა, რომ მძვინვარე ტროპიკული ქარიშხალი მძვინვარებდა კუნძულზე და ჩვენც ზუსტად იქ მივემართებოდით.
მულიფანაუს ნავსაყუდელში, რომ შევედით საჭირო იყო მარიჯნების რიფებს შორის ერთი ვიწრო შესასვლელის გავლა, ნავს უნდა გაევლო ეს საშიში კლდეები. შუქურა გორაკზე ნაპირის ზევით და ასევე ქვევით ნაპირზე შუქურა ანიშნებდნენ ვიწრო შესასვლელს. ორი შუქურა უნდა ერთ ხაზზე გამოჩენილიყო ისეთნაირად, რომ ნავი შუქურის მიმართ ყოფილიყო სწორად მიმართული, რომელიც აჩვენებდა შესასვლელს.
მაგრამ იმ ღამეს მხოლოდ ერთი შუქურა ანათებდა. ორი უხუცესი გველოდებოდა ნაპირზე, მაგრამ ჩვენი მგზავრობა მოსალოდნელზე უფრო გრძელი აღმოჩნდა საათეები გავიდა კატარღის ან რაიმე ნიშნის ლოდინით და უხუცესები დაიღალნენ და ჩაეძინათ და დავიწყდათ მეორე ქვედა შუქურის ჩართვა, ამის შედეგად არ ჩანდა რიფების გაღმა ნავსაყუდელში შესასვლელი.
კაპიტანი მანევრირებდა კატარღით, როგორც შეეძლო, ნაპირიდან ერთი შუქურის მიმართებით იმ დროს, როდესაც ეკიპაჟის წევრი, ნათხოვი ფანარით წინ ანათებდა ზღვას, რომ კატარღა აერიდებინა კლდეებისათვის. ჩვენ გვესმოდა ტალღების ხმა რიფებზე. როდესაც მივუახლოვდით, რომ დაგვენახა ფანარის მეშვეობით, კაპიტანმა მკაფიოდ შესძახა უკუსვლა და უკან დაიხია, რომ კვლავ ეცადა შესასვლელის პოვნა.
მრავალი მცდელობის შემდეგ, მან უკვე მიხვდა, რომ შეუძლებელი იყო ნავსაყუდელში შესასვლელის პოვნა. ერთადერთი, რაც შეგვეძლო მივსულიყავით აპიას ნავსაყუდელი, რომელიც იმყოფებოდა 64 კილომეტრი დაშორებით. ჩვენ უმწეონი ვიყავით მძვინვარე ბუნების წინააღმდეგ. არ მახსოვს ოდესმე ვყოფილიყავი, სადაც ასე ბნელოდა.
პირველი საათის განმავლობაში ვერ მივცურავდით მიუხედავად იმისა, რომ ძრავი მთელი სიმძლავრით მუშაობდა. კატარღა წვალებით ადიოდა აზვირთებულ ტალღაზე შემდეგ დაქანცული ჩერდებოდა ტალღის წვერზე სანავე ხრახნებით წყლის ზევით. ხრახნების ვიბრაცია აზანზარებდა კატარღას ლამის დაშლამდე, სანამ ის არ ჩაეშვებოდა ტალღის მეორე მხარეს.
ჩვენ ვიწექით ტვირთის სამაგრზე, ხელებით ჩაჭიდებული ერთი მხრიდან და ფეხის წვერებით თავს ვიმაგრებდით, რომ კატარღის ქიმიდან არ ჩავერეცხეთ ტალღას. ძმა მარკ ლითელფორდს ხელი გაეშვა და ტალღამ მიანარცხა დაბალ რკინის მოაჯირს. თავზე ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ მოაჯირი იკავებდა წყალში გადავარდნისაგან.
საბოლოოდ ჩვენ მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს და თითქმის დილას შევედით აპიას ნავსაყუდელში. ნავები ერთმანეთზე იყვნენ გადაბმული უსაფრთხოების მიზნით, რამოდენიმე ჩვენს და სანაპიროს შორის იდგა, და ჩვენ ცოცვით გადავკვეთეთ ისინი, რათა არ გაგვეღვიძებინა ისინი, ვისაც ნავის გემბანზე ეძინათ. ჩვენ მივედით პასეგაში, გავაშრეთ ტანსაცმელი და გავემართეთ ვალუტაიში, რათა ახალი პალო ჩამოგვეყალიბებინა.
მე არ ვიცი ვინ გველოდებოდა ჩვენ მულიფანუას ნაპირზე. მე არ დავრთე ნება, რომ ჩემთვის ეთქვათ, მაგრამ ჭეშმარიტად შესაძლო იყო, რომ დავკარგულიყავით იმის გამო, რომ არ ენთო ქვემო შუქარა.
ჩვენი ჰიმნების წიგნში არის ძალზედ ძველი და იშვიათი ჰიმნი, რომელსაც ჩემთვის აქვს ძალზედ განსაკუთრებული მნიშვნელობა.
ნათლად კაშკაშებს ჩვენი მამის მოწყალება
მისი შუქურადან მარად,
ის ჩვენ გვავალებს ნაპირის
გასწვრივ შუქების დაცვას.
დაე ანათე ქვემო შუქურავ
ტალღის გაღმა სინათლისთვის
ვინმე საწყალი გაჭირვებული მეზღვაური,
რომ გადაარჩინო და დაიცვა.
ბნელი ღამე დადგა ცოდვის
მძვინვარედ ღრიალებს ზვირთი
მხურვალე თვალები ეძებენ ლტოლვას
ნაპირის გასწვრივ შუქურებს.
ჩემო ძმაო გამორთე ლამპარი
იძირება გაჭირვებული მეზღვაური
ცდილობს ნაპირისკენ მოსვლას
დაიკარგება სიბნელეში.1
მე დღეს მივმართავ მათ, ვინც დაკარგულია და ეძებს იმ ქვემო შუქურას, რომ უკან გზა გაუნათოს.
თავიდანვე გასაგები იყო, რომ მოკვდავ ცხოვრებაში ჩვენ სრულყოფილებას ვერ მივაღწევდით. არ იყო მოსალოდნელი, რომ ჩვენ ვიცხოვრებდით რაიმე კანონის დარღვევის გარეშე.
„რადგან ბუნებრივი ადამიანი არის ღმერთის მტერი და ასე იყო ადამის დაცემიდან, ასე იქნება მარად და სამარადისოდ, თუკი არ დაემორჩილება სულიწმინდის კარნახს, დაიოკებს ბუნებრივ ადამიანს თავის თავში და გახდება წმინდანი უფალი ქრისტეს გამოსყიდვით.”2
ძვირფასი მარგალიტიდან, ჩვენ გვესმის რომ „ვერცერთი უწმინდური ვერ იმყოფება ღმერთის სამეფოში,”3 და ამიტომ გზა იქნა მოცემული ყველასთვის, ვინც სცოდავს, რომ მოინანიოს და გახდეს მამაზეციერთან ყოფნის ღირსეული კიდევ ერთხელ.
შუამავალი, გამომსყიდველი იქნა არჩეული, ის რომელიც გაივლიდა ცხოვრებას სრულყოფილად, არ ჩაიდენდა ცოდვას და „თავს შესწირავდა ცოდვებისათვის, რომ აღესრულებინა რჯული მათთვის, ვისაც აქვს გატეხილი გული და მომნანიებელი სული და არცერთი სხვისათვის არ აღსრულდება რჯული.”4
გამოსყიდვის მნიშვნელობაზე ალმა ასწავლიდა, „ამიტომ გამოსყიდვის შესრულება აუცილებელია; წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი კაცობრიობა გარდაუვალად დაიღუპება.5”
თუ არ ჩაგიდენიათ შეცდომები, მაშინ არ გჭირდება გამოსყიდვა, თუ შეცდომები გაქვს ჩადენილი და ყველა ჩვენგანს აქვს, პატარა თუ სერიოზული, თქვენ ძალიან გჭირდებათ იმის გარკვევა თუ როგორ შეიძლება მათი მოცილება, რომ აღარ იყოთ სიბნელეში.
„იესო ქრისტე არის მსოფლიოს სინათლე და სიცოცხლე.”6 როდესაც ჩვენ დაჟინებით შევცქერით მას და მის სწავლებებს, ჩვენ მიგვიყვანს სულიერი უსაფრთხოების ნავსაყუდელისაკენ.
რწმენის მესამე სიმბოლო აცხადებს, „ჩვენ გვწამს, რომ ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით შესაძლებელია მთელი კაცობრიობის გადარჩენა, სახარების კანონების და წესჩვეულებების მორჩილებით.”7
პრეზიდენტმა ჯოზეფ ფ. სმითი გვასწავლიდა: „ადამიანს არ შეუძლია საკუთარ თავს შეუნდოს ცოდვები, მას არ შეუძლია თავის განწმენდა საკუთარი ცოდვების შედეგებისგან. ადამიანს შეუძლია აღარ შესცოდოს და სწორად მოიქცეს მომავალში და რამდენადაც მისი ქმედებები მისაღებია უფლისთვის, ის გახდება ღირსეული განხილვისთვის. მაგრამ ვინ უნდა გამოასწოროს ზიანი, რომელიც მათ უკვე მიაყენეს თავიანთ თავს და სხვებს, რაც შეუძლებელია, რომ თვითონ გამოასწორონ? იესო ქრისტეს გამოსყიდვით, მომნანიებელი ცოდვებისგან იქნება განწმენდილი; თუმცა მარწყვივით წითელიც, რომ იყოს, გადაიქცევა თეთრად,როგორც მატყლი(იხილეთ ისაია 1:18). ეს არის თქვენთვის მოცემული დაპირება.”8
ჩვენ არ ვიცით ზუსტად თუ როგორ შეასრულა უფალმა გამოსყიდვა. მაგრამ ვიცით, რომ ჯვარცმის სასტიკი წამება იყო მხოლოდ ერთი ნაწილი იმ საშინელი ტკივილისა, რომელიც დაიწყო გეთსიმანიის ბაღში, ტანჯვის წმინდა ადგილი, რომელიც დასრულდა გოლგოთაზე.
ლუკა წერს:
„თვითონ განშორდა მათ ქვის სასროლ მანძილზე, მუხლი მოიყარა და ლოცულობდა.
„ამბობდა: მამაო! თუ გსურს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი იყოს
ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და აძლიერებდა.
ამ აგონიაში მყოფი უმხურვალესედ ლოცულობდა. და გახდა მისი ოფლი, როგორც სისხლის მსხვილი წვეთები, რომლებიც მიწაზე ცვიოდა.”9
ამგვარად, როგორც მე მესმის არის მხოლოდ ერთი ჩანაწერი სადაც აღწერილია თუ რას ამბობს მხსნელი თვითონ გეთსიმანიის ბაღში გადატანილი. გამოცხადებაში ჩაწერილია:
„რადგან აჰა, მე ღმერთმა ვიტანჯე ეს ყველაფერი ყველასათვის, რომ მათ არ იტანჯონ თუ მოინანიებენ
მაგრამ თუ არ მოინანიებენ, ისე უნდა იტანჯონ როგორც მე;
როგორმა ტანჯვამაც მაიძულა მე ღმერთი, ყველაზე დიდი, ავკანკალებულიყავი ტკივილისაგან, და სისხლი მეღვარა ყველა ფორიდან.”10
მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე, თქვენ შეიძლება წახვედით ისეთ ადგილებში, სადაც არ უნდა წასულიყავით და გააკეთეთ ის, რაც არ უნდა გაგეკეთებინათ. თუ თქვენ ზურგს შეაქცევთ ცოდვას, ერთ დღეს თქვენ შესძლებთ გაგებას იმ სიმშვიდის, რომელიც მოდის სრული მონანიების ბილიკის სვლით.
არ აქვს მნიშვნელობა, როგორი დანაშაულები გვაქვს ჩადენილი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დავაზარალეთ ჩვენი ქცევით სხვები, ეს დანაშაული შეიძლება წაშლილ იქნას. ჩემთვის ყველაზე მშვენიერი ფრაზა წმინდა წერილებში არის, როდესაც უფალმა სთქვა „აჰა, ვინც მოინანიებს თავის ცოდვებს, მაშინვე შეენდობა და მე უფალს მეტი აღარ მეხსომება ისინი.”11
ეს არის დაპირება იესო ქრისტეს სახარების და გამოსყიდვის: რომ მიიღოს ყველა, ვინც მოვა, ყველა ვინც შემოუერთდება და მისცეს გამოცდილების გავლის საშუალება, რათა მათი ცხოვრების ბოლოს, მათ შესძლონ ფარდის იქით გასვლა, თავიანთი ცოდვების მონანიებით, ქრისტეს სისხლით განწმენდით.12
ეს არის ის, რასაც უკანასკნელი დღეების წმინდანები აკეთებენ მთელი მსოფლიოს გარშემო ეს არის სინათლე, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მათ, ვინც სიბნელეშია და გზა აქვს დაკარგული. სადაც არ უნდა წავიდნენ ჩვენი წევრები და მისიონერები, ჩვენი გზავნილი არის ერთი, რწმენა და იმედი მხსნელი იესო ქრისტეში.
პრეზიდენტი ჯოსეფ ფილდინგ სმითმა დაწერა ლექსი ჰიმნისთვის „ნუთუ გზა გეჩვენება გრძელი?“ის იყო ჩემი ძვირფასი მეგობარი, ჰიმნი არის მხარდაჭერა და დაპირება მათთვის, ვინც მხსნელის სწავლებებს ეძებს, რომ მიჰყვეს.
ნუთუ გზა გეჩვენება გრძელი
უხეში და ციცაბო ბილიკი?
ნუთუ გზაზე ასკილი და ეკალია?
ნუთუ წვეტიანი ქვები გესობა ფეხში
როდესაც ცდილობ მაღლა ასვლას
სიმაღლეებისკენ დღის სიცხეში?
ნუთუ გული დაგიღონდა
სულიც იღლება თან
როდესაც იღწვი შენი საზრუნავისათვის?
ნუთუ ტვირთია თითქოს მძიმე
რაც უნდა ასწიო ახლა?
არ არის ვინმე, რომ ტვირთი გაუნაწილო?
ნუ დასუსტდება გული შენი
ახლა დაიწყო მოგზაურობა
არის ერთი, ვინც თავს დაგიკრავს
ასე რომ, აიხედე მაღლა სიხარულით
და მოჰკიდე მის ხელს ხელი
ის აგიყვანს ახალ მწვერვალებზე
ღვთიურ მიწაზე და წმინდა,
სადაც მთავრდება ყველა გასაჭირი
და ცხოვრება შენი ცოდვისგან თავისუფლდება,
სადაც აღარ იღვრება ცრემლი
აღარც დარდი დარჩენილი
მოჰკიდე მას ხელი ხელში და შედი.13
იესო ქრისტეს სახელით, ამინ.