2010-2019
მამები
აპრილი 2016


მამები

დღეს მე მთელ ყურადღებას დავუთმობ იმ კარგს, რაც მამაკაცებს შეუძლიათ გააკეთონ თავიანთი მამაკაცური მდგომარეობის მწვერვალიდან - როგორც მეუღლეებმა და მამებმა.

მე დღეს ვისაუბრებ მამებზე. . მამებს ბედნიერების ღვთიურ გეგმაში მთავარი როლი უკავიათ. მე მინდა ხმა აღვიმაღლო და გავამხნევო ისინი, რომელნიც ცდილობენ, კარგად შეასრულონ ეს მოწოდება. მამებისა და მამობის შექება და შეგულიანება არ არის სირცხვილი ან ვინმეს დაკნინება. დღეს მე უბრალოდ მთელ ყურადღებას დავუთმობ იმ კარგს, რაც მამაკაცებს შეუძლიათ გააკეთონ თავიანთი მამაკაცური მდგომარეობის მწვერვალიდან - როგორც მეუღლეებმა და მამებმა.

დევიდ ბლენკენჰორნი, „Fatherless America“ავტორი, ასეთ რამეს დააკვირდა: „დღეს ამერიკის საზოგადოება ფუნდამენტალურად გაიყო და მამობაზე საპირისპირო წარმოდგენები აქვს. ზოგოერთს ეს არც კი ახსოვს, სხვებისთვის ეს შეურაცმყოფელია. არიან ისეთნიც, ოჯახის საკითხებში რამდენიმე სპეციალისტის ჩათვლით, რომლებიც უგულებელყოფენ ამას ან არაფრად მიაჩნიათ. მრავალი სხვა განსაკუთრებით არ უპირისპირდება ამას, მაგრამ არც ვალდებულებით არ იტვირთავენ თავს. მრავალს სურს, რომ ვიცხოვროთ ამ პრინციპებით, მაგრამ სწამთ, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს უბრალოდ არ შეუძლია ან აღარ უნდა“. 1

ჩვენ გვწამს მამების.
მამაები სიყვარულითა და სამართალით მართავენ ოჯახს

ჩვენს ეკლესიას სწამს მამობა. ჩვენ გვჯერა „იდეალური მამაკაცისა, რომელიც ოჯახს პირველ ადგილზე აყენებს.2 ჩვენ გვწამს, რომ „ღვთიური ჩანაფიქრით, მამები სიყვარულითა და სამართლიანობით უდგანან ოჯახს სათავეში და ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ოჯახისთვის ცხოვრებისეული საჭიროებანი და დაიცვან იგი“. 3 ჩვენ გვწამს, რომ ოჯახურ ვალდებულებებში „მამები და დედები ვალდებულნი არიან დაეხმარონ ერთმანეთს, როგორც თანასწორი პარტნიორები“. 4 ჩვენ გვწამს, რომ გადაჭარბების გარეშე, მამები განუმეორებელნი და შეუცვლელნი არიან.

მშობლებს აქვთ დამატებითი ვალდებულებები.
მამები შეუცვლელნი არიან.

ზოგიერთი მამობის სიკეთეს საზოგადოებრივი თვალსაზრისით ხედავს, როგორც ვალდებულებას შთამომავლობის წინაშე, მოუწოდებენ მათ კარგი მოქალაქეობისკენ და სხვების საჭიროებებზე ფიქრისკენ, ამის გარდა განიხილავენ „ბავშვებში დედის ინვესტიციას მამის ინვესტიციასთან ერთად. … მოკლედ რომ ვთქვათ, მამაკაცისთვის მთავარი პოზიციაა მამობა. შვილების მთავარი პოზიციაა იყოლიონ მამა. საზოგადოების მთავარი პოზიციაა მამების ფორმირება“. 5 ვიცით რა, რომ ეს პოზიციები რა თქმა უნდა ჭეშმარიტი და მნიშვნელოვანია, მამობა სოზოგადოებრივ მოსაზრებაზე ან ევოლუციის შედეგზე გაცილებით უფრო მეტია. მამების როლი ღვთიური წარმოშობისაა და იწყება ზეცაში მამაზეციერით და აქ, მიწიერ ცხოვრებაში, მამა ადამით.

მამობის სრულყოფილი, ღვთიური გამოხატვა ჩვენი მამაზეციერია. მისი ბუნება და თვისებები უხვ სიკეთეს და სრულყოფილ სიყვარულს მოიცავს. მისი საქმე და დიდებაა თავისი შვილების განვითარება, ბედნიერება და მარადიული ცხოვრება. 6 მამები ამ დაცემულ სამყაროში ვერ განაცხადებენ პრეტენზიას ვერაფერზე, რაც შეედრება სიდიადეს ზეცაში, მაგრამ ისინი საუკეთესოდ ცდილობენ, დაემსგავსონ მას და ისინი ჭეშმარიტად ასრულებენ მის საქმეს. მათ არგუნეს ეს განსაკურებული გასაოცარი ნდობა.

მამაკაცებისთვის მამობა ავლენს მათსავე სისუსტეებს და მათი გამოსწორების საჭიროებას. მამობა მოითხოვს მსხვერპლის გაღებას, მაგრამ მას შეუდარებელი კმაყოფილება და სიხარული მოაქვს. და ისევ, ჩვენი საბოლოო მაგალითი მამაზეციერია, რომელსაც ისე შევუყვარდით ჩვენ, მისი სულიერი შვილები, რომ გაწირა თავისი ერთადერთი ძე ჩვენი ხსნისა და ამაღლებისთვის. 7 იესომ თქვა: „იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისთვის“. 8 მამები ამჟღავნებენ ამ სიყვარულს, როცა ყოველდღე თავს სწირავენ და შრომობენ ოჯახის მსახურებასა და მხარდაჭერაში.

ალბათ მამების ყველაზე აუცილებელი საქმეა - შემოაბრუნონ შვილების გულები მამაზეციერისკენ. თუ საკუთარი მაგალითით და სიტყვებით მამას შეუძლია გამოხატოს ღვთის მიმართ ერთგულება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაშინ ასეთი მამა შვილებს აძლევს სიმშვიდის პოზიციას ამ ცხოვრებაში და მარადიულ ცხოვრებაში, რომელიც წინ ელით. 9 მამა, რომელიც უკითხავს შვილებს წმინდა წერილს და მათთან ერთად კითხულობს მას, უფლის ხმას აცნობს მათ10

მამა კითხულობს წმინდა წერილს

წმინდა წერილში არაერთხელ კეთდება აქცენტი მშობელთა ვალდებულებაზე - ასწავლონ შვილებს:

“და კვალავ, თუ მშობლებს ჰყავთ შვილები სიონში ან რომელიმე სხვა დაწესებულ პალოებში და არ ასწავლიან მათ მონანიების დოქრინას, ცოცხალი ღვთის ძის, იესო ქრისტეს, რწმენას, ასევე ნათლობისა და ხელდასხმით სულიწმინდის ძღვენის გადაცემას რვა წლის ასაკში, ეს ცოდვა იქნება მშობლების თავზედ.

„და მათ ასევე უნდა ასწავლონ შვილებს ლოცვა და ღვთის წინაშე პატიოსნად სიარული“. 11

1833 წ. უფალმა შეახსენა პირველი პრეზიდენტობის წევრებს, შვილების განსწავლის ვალდებულების მიმართ არასაკმარისი ყურადღების შესახებ. ერთს კი განსაკუთრებით უთხრა: „თქვენ არ ასწავლით შვილებს ნათელსა და ჭეშმარიტებას, მცნებებისამებრ; ბოროტს კი აქვს ძალა თქვენზედ და ეს არის თქვენი ტანჯვის მიზეზი“. 12

მამების მოვალეობაა ასწავლონ ყოველ თაობას ღვთის კანონი და საქმე. როგორც მეფსალმუნე განაცხადა:

„დაუდგინა წესდება იაკობს და რჯული დაუდო ისრაელს, რაც დაუწესა ჩვენს მამებს საუწყებლად მათთა შვილთათვის;

რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან, ვინძლო ადგნენ და გაუცხადონ თავიანთ შვილებს:

„და დაამყარონ ღმერთზე თავიანთი იმედი და არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი და დაიცვან მისი აღთქმანი“. 13

მამა და ქალიშვილი ცეკვავენ

რა თქმა უნდა, სახარების სწავლების ვალდებულება უნდა განაწილდეს დედებსა და მამებს შორის, მაგრამ ცხადია, რომ უფალი ელის მამებისგან, აქციონ ეს მაღალ პრიორიტეტად. (ნუ დაგვავიწყდება, რომ არაფორმალური საუბარი, ერთად მუშაობა და თამაში, მოსმენა - სწავლების მნიშვნელოვანი ელემენტებია). უფალი ელის მამებისგან დახმარებას შვილების ჩამოყალიბებაში. შვილებს უნდათ და სჭირდებათ ნიმუში.

მამა და შვილი ერთად მუშაობენ

პირადად მე დალოცვილი ვიყავი სამაგალითო მამით, მახსოვს. დაახლოებით 12 წლის ვიყავი, როცა მამა საკრებულოს კანდიდატად წარადგინეს ჩვენს პატარა დასახლებაში. მას არ ჩაუტარებია დიდი საარჩევნო კამპანია. ერთადერთი, რაც მახსოვს, მამამ მე და ჩემს ძმებს კარდაკარ ფლაერები დაგვარიგებინა და ჩვენ ხალხს აგიტაციას ვუწევდით, რათა პოლ კრისტოფერსონისთვის მიეცათ ხმა. იყო მთელი რიგი ზრდასრული ადამიანებისა, რომლებიც ფლაერის დანახვაზე ამბობდნენ, რომ პოლი კარგი, პატიოსანი ადამიანი იყო და რომ ისინი უპრობლემოდ მისცემდნენ მას ხმას. ჩემი პატარა გული მაშინ მამის გამო სიამაყით ივსებოდა. ამან მომცა დაჯერება და სურვილი - ვიარო მის ნაკვალევზე. იგი არ იყო სრულყოფილი და არც არავინ არ არის, მაგრამ პატიოსანი და კარგი ადამიანი იყო და შვილისთვის სასურველი მაგალითი.

დისციპლინა და შენიშვნები სწავლების ნაწილია. როგორც პავლე მოციქულმა თქვა: „რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი“. 14 მაგრამ დისციპლინასთან მიმართებაშ მამამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რათა სისასტიკის ნათამალიც არ ახლდეს მას, რასაც გამართლება არ აქვს., შვილისთვის შენიშვნების მიცემის დროს მამას სიყვარული უნდა ამოძრავებდეს და სულიწმინდას უნდა ეყრდნობოდეს:

„ზოგჯერ, როცა სულიწმინდა გვამოძრავებს, მწვავედ უნდა მივცეთ შენიშვნა; მაგრამ შემდგომ უნდა გამოვხატოთ უფრო მეტი სიყვარული მის მიმართ, ვისაც შენიშვნა მივეცით, რათა მტრად არ ჩაგვვალოს;

„რათა იცოდეს, რომ შენი ერთგულება სიკვდილის ჯაჭვებზე ძლიერია“. 15

დისციპლინა ღვთიური მაგალითის თანახმად იმდენად არ ეხება დასჯას, როგორც დახმარებას საყვარელ ადამიანს, მისი თვითდაოსტატების გზაზე.

მამა სამშახურში
შრომა

უფალმა თქვა, რომ „ყოველ ბავშვს აქვს უფლება, მოსთხოვოს მშობლებს, რომ შეინახონ იგი, სანამ არ გახდება ზრდასრული ადამიანი“. 16 პურის ფულის შოვნა წმინდა საქმეა. ოჯახის შენახვა, თუმცა ხშირად ეს მოითხოვს ოჯახისგან შორს ყოფნას, არ ეწინააღმდეგება მამობას, ეს ფაქტიურად კარგი მამობის არსია. „სამუშაო და ოჯახი უმთავრესი ვალდებულებანია. 17 ეს, რა თქმა უნდა, არ ამართლებს ადამიანს, რომელიც უგულებელყოფს ოჯახს კარიერის გამო ან მეორე უკიდურესობა - რომელიც არ იწუხებს თავს და კმაყოფილია იმით, რომ სხვებზე გადაიტანა პასუხისმგებლობა. მეფე ბენჯამინის სიტყვებით რომ ვთქვათ: ოჯახი და სამუშაო ერთმანეთზეა გადაბმული.

„და თქვენ არ დაუშვებთ იმას, რომ შვილები მშიერნი ან შიშველნი გყვადეთ; არც იმას დაუშვებთ, რომ მათ ღვთის კანონები დაარღვიონ, იჩხუბონ და იკამათონ ერთმანეთში, …

„მაგრამ თქვენ ასწავლით მათ ჭეშმარიტებისა და სიფხიზლის გზაზე საირულს; თქვენ ასწავლით მათ ერთმანეთისადმი სიყვარულსა და მსახურებას“. 18

ჩვენ გვესმის იმ მამაკაცთა ტანჯვა, რომლებიც ვერ პოულობენ გზას და საშუალებებს სათანადოდ შეინახონ ოჯახი. მათ, ვინც თავდაუზოგავად ცდილობს მამის როლის ყველა მოვალეობის შესრულებას და ამ მომენტში ვერ ახერხებენ ამას, არ უნდა რცხვენოდეთ. „ინვალიდობამ, სიკვდილმა ან სხვა ვითარებამ შესაძლოა მოითხოვოს ინდივიდუალური მორგება. ნათესავებმა უნდა შესთავაზონ მხარში დადგომა საჭიროების ჟამს“. 19

მოსიყვარულე მშობლები
მშობლები ცეკვავენ

გიყვარდეს შენი შვილების დედა და გამოხატავდე მის მიმართ სიყვარულს - აი ორი საუკეთესო რამ, რაც მამას შეუძლია გააკეთოს შვილებისთვის. ეს ხელახლა ადასტურებს და ამტკიცებს ცოლ-ქმრობას, რაც მათი ოჯახური ცხოვრებისა და უსაფრთხოების საფუძველია.

მამა მოზარდ შვილთან ერთად

ზოგ მამაკაცს უწევს მარტოხელა მამის, მამინაცვალის ან აყვანილი ბავშვისთვის მამის როლში ყოფნა. მრავალი მათგანი საუკეთესოდ ცდილობს ამ რთული როლის შესრულებას. ჩვენ პატივს ვცემთ მათ, ვინც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინდივიდუალური პირისთვის და ოჯახისთვის ყველაფერი გააკეთოს სიყვარულით, მოთმინებით და თავგანწირვით. უნდა აღინიშნოს, რომ თავად ღმერთმა მიანდო თავისი ერთადერთ ძე მამინაცვალს. რა თქმა უნდა იოსებზეც ითქმის კარგი სიტყვა, რადგან იესოს, წლებთან ერთად, „ემატებოდა სიბრძნე და ტანი და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე“. 20

სამწუხაროდ, გარდაცვალების, მიტოვების ან გაყრის მიზეზად ზოგი ბავშვი უმამოდ იზრდება. ზოგს შეიძლება ჰყავდეს მამა, რომელიც ფიზიკურად არსებობს, მაგრამ ემოციურად არ არის შვილთან ახლოს, ან უყურადღებოა და მხარში არ უდგას შვილს. ჩვენ მივმართავთ ყველა მამას, მეტად ეცადონ უკეთესობისკენ შეცვლას. ჩვენ მოვუწოდებთ მედიას და გასართობ პროგრამებს: ნაცვლად არევ-დარეული, მასხარა ან „პრობლემური“ მამებისა, რომლებსაც ძალიან ხშირად აჩვენებენ, დაუთმეთ ყურადღება თავდადებულ, შემდგარ მამებს, რომლებსაც ნამდვილად უყვართ თავიანთი მეუღლეები და გონივრულად მართავენ შვილებს.

ბავშვებს, რომლებსაც ოჯახური სიტუაცია არეული აქვთ, ჩვენ ვეუბნებით: თქვენ ამის გამო ნაკლი არ გაქვთ. ზოგჯერ სირთულეები იმის მაჩვენებელია, რომ უფალს სწამს თქვენი. მას შეუძლია დაგეხმაროთ, უშუალოდ ან სხვისი დახმარებით, გაუმკლავდეთ იმას, რის წინაშეც აღმოჩნდით. თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ის თაობა, შესაძლოა თქვენს ოჯახში პირველი, სადაც ღვთიური მაგალითები, რომლებიც ღმერთმა არგუნა ოჯახებს, ჭეშმარიტად ხორციელდება და აკურთხებს თქვენს შემდეგ მომავალ ყველა თაობას.

მივმართავთ ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებმაც გაიაზრეს ოჯახის მარჩენლისა და მფარველის როლი: ახლავე მოემზადეთ ბეჯითი სწავლით სასწავლებელში და მოემზადეთ დამატებითი კვალიფიკაციის მისაღებად. განათლება - იყოს ეს უნივერსიტეტი, ტექნიკური სასწავლებელი, ხელობის შესწავლა თუ სხვა მსგავსი პროგრამა არის იმ საჭირო უნარ-ჩვევების მისაღები გადამწყვეტი საშუალება. არ გამოტოვოთ საშუალება დაუმეგობრდეთ ყველა ასაკის ხალხს, ბავშვების ჩათვლით და ისწავლოთ ჯანსაღი, ნაყოფიერი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ეს ნიშნავს იმას, რომ პირისპირ უნდა ელაპარაკოთ ადამიანებს და ზოგჯერ ერთად აკეთოთ საქმე და არა მარტო მესიჯობის უნარები დახვეწოთ. ისე იცხოვრეთ, რომ როგორც მამაკაცმა, შეძლოთ ოჯახში და შვილებისთვის სიწმინდის შეტანა.

ახალგაზრდა თაობას კი ვეტყვით: როცაკი არ შეაფასებთ მამას სკალით კარგი-უკეთესი-ყველაზე კარგი (და მე ვიცი, რომ ასაკთან ერთად სიბრძნე მოგემატებათ და შეფასებაც უფრო მაღალი გექნებათ), მიიღეთ გადაწყვეტილება, პატივი მიაგოთ მშობლებს საკუთარი ცხოვრების სტილით. გახსოვდეს მამის ძლიერი სურვილი, რომელიც იოანემ გამოხატა: „არ არის იმაზე მეტი სიხარული, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან“. 21 თქვენი პატიოსნება მამისთვის ყველაზე დიდი პატივია.

ჩემს ძმებს, ამ ეკლესიის მამებს, ვეტყვი: ვიცი, რომ სურვილი გაქვთ, კიდევ უფრო კარგი მამა იყოთ. მეც მსურს. თუნდაც ასე იყოს, ჩვენი შეზღუდვების მიუხედავად, მოდით გავაგრძელოთ ჩვენი საქმე. მოდით გვერდზე გადავდოთ გაზვიადებული შეხედულებები ინდივიდუალიზმზე და დღევანდელი კულტურის ავტონომიაზე და პირველ რიგში ვიფიქროთ სხვების ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, მიუხედავად ჩვენი შეუსაბამობობისა მამაზეციერი განგვადიდებს და ჩვენს, თუნდაც მცირე მცდელობებს, ნაყოფს მოუტანს. მე წამაქეზა ერთ-ერთმა ამბავმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ლიახონაში წავიკითხე . ავტორი შემდეგს იხსენებს:

„როცა პატარა ვიყავი, ჩვენი ოჯახი ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა, მეორე სართულზე. მე მისაღებ ოთახში დივანზე მეძინა. …

„მამაჩემი ფოლადის ქარხანაში მუშაობდა და ყოველ დღე დილით ადრე მიდიოდა სამუშაოზე. ყოველ დილით იგი საბანს მისწორებდა და ერთი წუთით ჩერდებოდა. მე ძილ-ბურანში ვგრძნობდი, რომ მამა დივანთან იდგა და მიყურებდა. ნელ-ნელა რომ მეღვიძებოდა მრცხვენოდა, რომ იგი იქ იდგა, მე კი თავს ვიმძინარებდი. … შევიტყვე, რომ როცა მამა ჩემს საწოლთან იდგა, იგი მთელი ყურადღებით, ენერგიითა და კონცენტრაციით ჩემთვის ლოცულობდა.

„მამა ყოველ დილით ჩემთვის ლოცულობდა. იგი ლოცულობდა, რომ კარგი დღე მქონოდა, რომ უსაფრთხოდ ვყოფილიყავი და მესწავლა, როგორ მოვმზადებულიყავი მომავლისთვის. და რადგან იგი საღამომდე ჩემთან ერთად ვერ იქნებოდა, იგი ლოცულობდა იმ მასწავლებლებისთვის და მეგობრებისთვის, რომლებიც მთელი დღე ჩემთან იქნებოდნენ.

„თავიდან არ მესმოდა, რას აკეთებდა მამა დილაობით, როცა ჩემთვის ლოცულობდა. მაგრამ როცა გავიზარდე, ვიგრძენი მისი სიყვარული და ინტერესი ყველაფრის მიმართ, რასაც ვაკეთებდი. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოგონებაა. თუმცა მხოლოდ წლების შემდეგ, როცა დავქორწინდი და თავად გავხდი მამა და მეც შვილების ოთახებში შევდიოდი და მათთვის ვლოცულობდი, როცა მათ ეძინათ, სრულად გავიგე მამაჩემის გრძნობა ჩემს მიმართ“. 22

ალმამ დაუმოწმა თავის შვილს:

„აჰა, გეუბნები, რომ [ქრისტე] მოვა ; დიახ, იგი მოვა, რომ ხსნის სასიხარულო ამბავი აუწყოს თავის ხალხს.

„ახლა, შვილო ჩემო, ეს არის შენი მსახურება - აუწყო ეს სასიხარულო ამბავი ადამიანებს და მოამზადო მათი გონება; თუმცა უფრო მათ რომ მოამზადონ თავიანთი შვილების გონება, რათა გაიგონ ეს სიტყვა მისი მოსვლისას“. 23

ასეთია მამების დღევანდელი მსახურება. ღმერთმა დალოცოს ისინი და შეაძლებინოს ეს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.