ღვთაების ძალა
ყოველი ტაძარი უფლის წმინდა სახლია, ასე რომ ყოველ ჩვენგანს შეუძლია შეიტყოს და გაიგოს ღვთაების ძალა.
წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი, სიკვდილამდე სულ რამდენიმე თვის წინ, შეხვდა თორმეტ მოციქულს, რათა ესაუბრა მათთან იმ რთულ დროში არსებული ეკლესიის ყველაზე დიდ საჭიროების შესახებ. მან თქვა: „ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება ტაძარი“. 1 რა თქმა უნდა, დღეს, ამ მძიმე დროს, ყოველ ჩვენგანს და ჩვენს ოჯახებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ტაძარი.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩატარებულ ტაძრის მიძღვნის ცერემონიისას, მე ძალიან ვღელავდი ამ მთლიანი მოვლენის გამო. მე მომწონდა ღია კარის დღე, ტაძრის სანახავად მოსულ მნახველთა მისალმება; კულტურულ ზეიმს თან ახლდა ახალგაზრდების მღელვარება და ემოციები, რასაც შესანიშნავი მიძღვნის სესიები მოჰყვა. ტკბილი სულიერი განწყობა იყო. მრავალი ადამიანი დაილოცა. მომდევნო დილით მე და ჩემი მეუღლე ჩავედით ნათლობის ემბაზში გარდაცვლილი წინაპრებისთვის ნათლობის ჩასატარებლად. როცა წეს-ჩვეულების ჩასატარებლად ხელი ავწიე, სულიწმინდის ძალამ თითქმის დამძლია. მე კვლავ გავიაზრე, რომ ტაძრის ნამდვილი ძალა წეს-ჩვეულებებშია.
როგორც უფალმა განაცხადა, მელქიცედეკის მღვდლობის სისრულე მოიპოვება ტაძარსა და მის წეს-ჩვეულებებში, „რადგან იქ, დიდებისა და პატივისცემის მისაღები, წმინდა მღვდლობის გასაღებები გეძლევათ. 2 „ასე რომ, ამ წეს-ჩვეულებებში ღვთაების?? ძალა მჟღავნდება“3. ეს დაპირება თქვენ და თქვენს ოჯახებს ეძლევა.
ჩვენი ვალდებულებაა „მივიღოთ“ ის, რასაც მამაზეციერი გვთავაზობს. 4 „რამეთუ მას, ვინც იღებს, კიდევ უფრო მეტი მიეცემა, ძალაც კი“5ყველაფრის მიღების ძალა, რისი მიცემაც შეუძლია და მოგვცემს, აწ და მარადის“6; ძალა - გავხდეთ ღვთის ვაჟები და ასულნი7, შევიცნოთ „ზეციური ძალა“8; ძალა - ვილაპარაკოთ მისი სახელით 9 და მივიღოთ [მისი] სულის ძალა“10. ყოველი ეს ძალა, ტაძრის წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების მეშვეობით, ხელმისაწვდომია პირადად თითიოეული ჩვენგანისთვის.
ნეფიმ იხილა ჩვენი დრო დიად ხილვაში: „ მე, ნეფიმ, ვიხილე ღვთის კრავის ძალა, რომელიც ჩამოდიოდა წმინდანებზე კრავის ეკლესიაში, ასევე უფლის აღთქმულ ხალხზედ , რომელიც გაფანტული იყო დედამიწის მთელ პირზე; და ისინი შეიარაღებულნი იყვნენ სამართლიანობითა და ღვთის ძალით მის დიად დიდებაში“. 11
მე მქონდა უპირატესობა არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვყოფილიყავი ტაძრის ღია კარის დღეზე პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონთან და მის ოჯახთან ერთად, როცა მან შეკრიბა ისინი ჩაბეჭდვის საკურთხეველთან და აუხსნა მათ, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ ეკლესიაში - ყოველი შეკრება, ღონისძიება, გაკვეთილი ან მსახურება, კეთდება თითეული ჩვენგანის ტაძარში შესვლის და საკურთხეველთან მუხლის მოყრის მიზნით, მამაზეციერის მიერ დაპირებული მარადიული კურთხევების მისაღებად. 12
როცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ვგრძნობთ ტაძრისგან კურთხევებს, გული ოჯახისკენ ტრიალდება, მისი ცოცხალი და გარდაცვლილი წევრებისკენ.
ახლახან მე გავხდი მოწმე მოვლენისა, როცა სამი თაობა ერთად მონაწილეობდა ნათლობაში წინაპართათვის. ბებიაც კი იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა გარკვეული შიში წყლის ქვეშ დამოუკიდებლად ჩასვლისა. როცა იგი წყლიდან ამოვიდა და ქმარს ჩაეხუტა, მას სიხარულის ცრემლი ედგა თვალზე. შემდეგ პაპამ და მამამ ერთმანეთი მონათლეს, ასევე მრავალი შვილიშვილიც. ამაზე დიდი სიხარული რა უნდა გამოეცადა ოჯახს? ყოველი ტაძარი აძლევს ოჯახს უპირატესობას, შეარჩიოს მისთვის სასურველი დრო ნათლობისთვის.
გარდაცვალებამდე არც თუ ისე დიდი ხნის წინ პრეზიდენტმა ჯოზეფ ფ. სმითმა მიიღო ხილვა მკვდართა გამოსყიდვის შესახებ. მან გვასწავლა, რომ სულიერ სამყაროში მყოფნი მთლიანად დამოკიდებულნი არიან ჩვენ მიერ მათთვის ჩატარებულ წეს-ჩვეულებებზე. წმინდა წერილში წერია: „მკვდრები, რომლებიც მოინანიებენ, გამოსყიდულ იქნებიან ღვთის სახლის წეს-ჩვეულებებზე დამორჩილებით“13. ჩვენ მათთვის ვატერებთ წეს-ჩვეულებებს, მაგრამ ისინი არიან პასუხისმგებელნი ყოველი აღთქმისთვის, რომელიც უკავშირდება თითოეულ წეს-ჩვეულებას. რა თქმა უნდა, ტაძარში ფარდა ჩვენთვის თხელია, მათთვის კი მთლიანად იხსნება.
მაშინ რაში მდგომარეობს ჩვენი პირადი ვალდებულება ამ სამუშაოში მონაწილეობისა, როგორც ტაძრის მსახურებისა და ტაძარში მოსიარულთათვის? წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი ასწავლიდა წმინდანებს 1840 წ. რომ „მნიშვნელოვანი ძალისხმევაა საჭირო და მოითხოვება საშუალებანი და რადგან უნდა დაჩქარდეს [ტაძრის აშენების] სამუშაო სამართლიანობაში, წმინდანებმა უნდა აწონ-დაწონონ ამის მნიშვნელობა … და შემდეგ გადადგან შესრულებისთვის საჭირო ნაბიჯები; სიმამაცით შეიარაღებულებმა, უნდა გადაწყვიტონ გააკეთონ ყველაფერი, რაც კი მათ შეუძლიათ და ისე უნდა იყვნენ დაინტერესებულნი ამ საქმით, რომ თითქოს მხოლოდ მათზეა დამოკიდებული მთელი ეს სამუშაო. 14
გამოცხადებაში წერია:
„ეს თეთრი სამოსლით შემოსილები ვინ არიან ან საიდან მოვიდნენ“?
„… ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები. გაირეცხეს თავიანთი სამოსელი და გაათეთრეს ისინი კრავის სისხლით.
„ამიტომ არიან ღვთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში: და ტახტხე მჯდომარე გაშლის თავის კარავს მთაზე“. 15
განა გონებაში დღევანდელი მსახურები არ წარმოიდგინეთ?
მთელს მსოფლიოში 150 მოქმედ ტაძარში 120 000-ზე მეტი ტაძრის მსახურია. და მაინც, არის იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტმა იქონიოს ეს ტკბილი გამოცდილება. როცა პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ გამოაცხადა მრავალი მცირე ზომის ტაძრების კონცეფცია მთელს მსოფლიოში, მან თქვა, რომ „წეს-ჩვეულებების შემსრულებელი პირები უნდა იყვნენ ადგილობრივი ადამიანები, რომელნიც თავიანთ მრევლსა და პალოებში იმსახურებენ სხვა მოწოდებებშიც“16. წესით, მსახურები მოწოდებულნი არიან ორი ან სამი წლით, თუმცა ეძლევათ ვადის გაგრძელების საშუალება. სულაც არ ნიშნავს, რომ თუკი მოგიწვიეს ამ მოწოდებაზე, იმდენ ხანს იმსახურებ, რამდენსაც შეძლებ. მრავალი ხანგრძლივად მომსახურე ატარებს ტაძრის სიყვარულს მას შემდეგაც, რაც მას ათავისუფლებენ ამ მოწოდებიდან და ამ მსახურების შესაძლებლობებს სხვებს უთმობს.
დაახლოებით 100 წლის წინ, მოციქული ჯონ ა. ვიდსოუ გვასწავლიდა: ამ შესანიშნავი სამუშაოს განსახორციელებლად მეტი შემსრულებელი გვჭირდება. … გვჭირდება მეტი მოქცეული სატაძრო სამუშაოსთვის, ყველა ასაკის. დადგა დრო, ტაძრების ამ ახალ მოძრაობაში?? აქტიურ მსხურებაში ჩავრთოთ ყველა ასაკის ადამიანი. … სატაძრო სამუშაო ახალგაზრდა და აქტიურთათვის ისეთივე სასარგებლოა, როგორიც ასაკოვანთათვის, რომლებმაც უკან მოიტოვეს ცხოვრების მრავალი ტვირთი. ახალგაზრდა ადამიანს უფრო მეტად ესაჭიროება ადგილი ტაძარში, ვიდრე მის მამასა და პაპას, რომლებიც დადინჯდნენ ცხოვრებისეული გამოცდილებით; ახალგაზრდა გოგო, რომელიც ახლა იწყებს ცხოვრებას, საჭიროებს სულისკვეთებას, გავლენასა და მიმართულებას, რაც მოდის სატაძრო წეს-ჩვეულებებში მონაწილეობიდან“. 17
მრავალ ტაძარში ტაძრის პრეზიდენტები იწვევენ ახლად მოწვეულ და შემოსილ მისიონერებს, ახალგაზრდა ქალებსა და ვაჟებს, მმც-ში წასვლამდე მოკლე ხნით მაინც მიიღონ მონაწილეობა წეს-ჩვეულებების ჩატარების პროცესში. ეს ახალგაზრდები არა მხოლოდ დალოცვილნი არიან მსახურებისთვის, არემედ „მეტი სილამაზე და სულისკვეთება შემოაქვთ ტაძარში ყოველი მსახურისთვის“. 18
მე ვთხოვე მთელ რიგ ახალგაზრდა ქალებსა და მამაკაცებს, რომლებმაც მისიამდე და მისიის შემდეგ იმსახურეს ტაძარში, გაეზიარებინათ თავიანთი გრძნობები. ისინი ასეთი ფრაზებით ახასიათებდნენ ტაძარში მიღებულ გამოცდილებას:
როცა ტაძარში ვმსახურობ
-
„მამაზეციერსა და მხსნელს ვუახლოვდები“;
-
ვგრძნობ „სრულ სიმშვიდესა და ბედნიერებას“;
-
სახლში ყოფნის გრძნობა მეუფლება;
-
ვიღებ “სიწმინდეს, ძალასა და სიძლიერეს”;
-
მე ვგრძნობ „ჩემი წმინდა აღთქმების მნიშვნელობას“;
-
„ტაძარი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა“;
-
„ისინი, ვისაც ვემსახურებით, წეს-ჩვეულებების ცატარების დროს გვიახლოვდებიან“;
-
„ეს მაძლევს ძალას, დავძლიო ცდუნება“; და
-
„ტაძარმა ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა“. 19
ტაძარში მსახურება ყოველი ასაკის ადამიანისათვის მდიდარი და ძლიერი გამოცდილებაა. ზოგი ახალდაქორწინებული წყვილიც კი ერთად მსახურობს. პრეზიდენტი ნელსონი გვასწავლიდა: „ტაძარში მსახურება … ოჯახისთვის დიადი ღონისძიებაა“. 20 თქვენ, როგორც წეს-ჩვეულებების შემსრულებლებს, წინაპრებისთვის წეს-ჩვეულებების მიღების გარდა, შეგიძლიათ ჩაატაროთ მათთვის წეს-ჩვეულებები.
როგორც პრეზიდენტმა უილფორდ ვუდროფმა ბრძანა:
„რა უნდა იყოს მამაკაცისთვის [ან ქალისთვის] იმაზე დიდი მოწოდება დედამიწაზე, ვიდრე ხელთ გქონდეს ძალა და უფლებამოსილება, განახორციელო ხსნის წეს-ჩვეულებანი? …
„… ასეთი სულის ხსნაში თქვენ ღვთის იარაღად იქცევით. არაფერი სხვა ამის ტოლფასი არ მიეცა ადამიანთა შვილებს“. 21
მან ასევე თქვა:
„სულიწმინდის ტკბილი ჩურჩული მოგეცემათ და ზეციური საგანძური, ამას დროდადრო ანგელოზთა საუბარიც დაემატება. 22
„ამისთვის ღირს, რომ მე ან ყოველმა თქვენგანმა ხორციელად ყოფნისას მსხვერპლი გავიღოთ. 23
პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა ახლახან შეგვახსენა, რომ „ტაძრის კურთხევები ფასდაუდებელია“. 24 არც ერთი მსხვერპლი არ არის მეტისმეტად დიდი“. 25
მოდით ტაძარში. ხშირად იარეთ. მოდით ოჯახთან ერთად და ოჯახის გულისთვის. მოდით და სხვებსაც დაეხმარეთ მოსვლაში.
„ეს თეთრი სამოსლით შემოსილები ვინ არიან ან საიდან მოვიდნენ“? დებო და ძმებო, ესენი თქვენხართ! თქვენ, რომლებმაც მიიღეთ სატაძრო წეს-ჩვეულებები, რომლებმაც მსხვერპლის გაღების ხარჯზეც კი დაიცავით აღთქმები; თქვენ, რომელნიც ეხმარებით ოჯახებს სატაძრო მსახურებების დალოცვების პოვნაში და რომლებიც გზადაგზა სხვებს ეხმარებით. მადლობას გიხდით მსახურებისთვის. მე ვმოწმობ, რომ ყოველი ტაძარი ღმერთის წმინდა სახლია და რომ იქ ყოველ ჩვენგანს შეუძლია შეიტყოს და გაიგოს ღვთაების ძალა. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.