გენერალური კონფერენცია
„დაე, ეს სახლი აშენდეს ჩემს სახელზე“
2020 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


„დაე, ეს სახლი აშენდეს ჩემს სახელზე“

(მოძღვრება და აღთქმები 124:40)

ტაძარში მიღებული აღთქმები და იქ ჩატარებული წეს-ჩვეულებები აუცილებელია ჩვენი გულების განწმენდისა და ღვთის ძეთა და ასულთა საბოლოო ამაღლებისთვის.

200 წლის წინ წმინდა ტყეში ახალგაზრდა ჯოზეფ სმითმა იხილა ღმერთი და ესაუბრა მას, მარადიულ მამას და მის ძეს, იესო ქრისტეს. მათგან შეიტყო ჯოზეფმა სამების ჭეშმარიტი ბუნება და შემდგომ ეს უწყვეტი გამოცხადება, რადგან ეს ზებუნებრივი ხილვა გახდა ამ უკანასკნელი დღეების „ჟამთა სისრულის წყობის“ დასაწყისი“.1

დაახლოებით სამი წლის შემდეგ, 1823 წ. 21 სექტემბერს, პასუხად ჯოზეფის მხურვალე ლოცვაზე მის საძინებელში სინათლემ დაიწყო შემოსვლა და ეს იქამდე გრძელდებოდა, სანამ „იგი დღის სინათლეზე უფრო კაშკაშა არ გახდა“.2 მის საწოლთან გამოჩნდა პიროვნება, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭს სახელით მიმართა და განაცხადა, რომ „ ღვთის გარემოცვიდან გამოგზავნილი მაცნე იყო … და მას მორონი ერქვა“.3 მან მისცა ჯოზეფს მითითებები მორმონის წიგნის გამოჩენის შესახებ.

შემდეგ მორონიმ ძველი აღთქმიდან, მალაქიას წიგნიდან მოახდინა ციტირება, მცირე ენობრივი ცვლილებებით, რომელნიც მეფე ჯეიმსის ვერსიაში გამოიყენება:

„აჰა, გიბოძებ მღვდლობას, ილიას, წინასწარმეტყველის ხელით, უფლის საშინელი დღის მოსვლამდე. …

„და იგი ჩანერგავს შვილების გულებში მამებისადმი მიცემულ დაპირებას და შვილების გულები მოუბრუნდება მამების გულებს. და თუ ასე არ მოხდება, მთელი დედამიწა შეიმუსრება მისი მოსვლისთვის“.4

მნიშვნელოვანია, რომ მორონის მიერ ჯოზეფ სმითისადმი მიცემულმა მითეთებებმა ილიას მისიის შესახებ წამოიწყო სატაძრო და ოჯახური ისტორიის საქმე ამ უკანასკნელ დღეებში და ისინი გახდა ძირითადი შემადგენელი ნაწილი „ყოველივესი, რასაც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავის წმინდა წინასწარმეტყველთა პირით “.5

მე ვლოცულობ სულიწმინდის დახმარებისთვის იმ დროს, როცა ჩვენ ერთობლივად ვსწავლობთ აღთქმების, წეს-ჩვეულებებისა და კურთხევების შესახებ, რაც ხელმისაწვდომია ჩვენთვის უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ტაძრებში.

ილიას დაბრუნება

მინდა დავიწყო ძირითადი შეკითხვით: რატომ იყო მნიშვნელოვანი ილიას დაბრუნება?

„უკანასკნელი დღეების გამოცხადებიდან ვიგებთ, რომ ილიას ჰქონდა მელქიცედეკის მღვდლობის ჩასაბეჭდი ძალა“6 და იგი იყო „ქრისტეს მოსვლამდე უკანასკნელი წინასწარმეტყველი, რომელსაც ეს ძალა გააჩნდა“.7

წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა აგვიხსნა: „ილიას სული, ძალა და მოწოდება არის ის, რომ თქვენ შეგწევთ ძალა, იყოთ მელქიცედეკის მღვდლობის სისრულის … გასაღების მფლობელნი … ; ასევე ძალა, … მიიღოთ … ღვთის სასუფეველთან დაკავშირებული ყველა წეს-ჩვეულება, იმისთვისაც კი, რომ მოაბრუნოთ მამების გულები შვილებისადმი, შველების კი - მამებისადმი, მათდამიც კი, ვინც ზეცაში არიან“.8

ჩაბეჭდვის წმინდა უფლებამოსილება აუცილებელია, რათა „ყველაფერი, რასაც შეჰკრავ მიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნი მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც“.9

შემდეგ ჯოზეფი განმარტავს: „როგორ უნდა მოვიდეს ღმერთი ამ თაობის გადასარჩენად? იგი გამოაგზავნის ილიას, წინასწარმეტყველს. … ილია განაცხადებს აღთქმებს, რომლებიც ჩაბეჭდავენ მამების გულებს შვილების გულებთან, შვილების კი - მამებთან“.10

ილია, მოსესთან ერთად, ფერისცვალების მთაზე მოევლინა პეტრეს, იაკობსა და იოანეს და დაამტკიცა მათზედ ეს უფლებამოსილება.11 ილია ასევე მოევლინა მოსესა და ელიას 1836 წ. 3 აპრილს კირტლანდის ტაძარში და გადასცა იმავე სამღვდელოების გასაღებები ჯოზეფ სმითსა და ოლივერ ქაუდერის.12

1836 წ. ილიას მიერ აღდგენილი ჩაბეჭდვის უფლებამოსილება აუცილებელი იყო იმისთვის, რათა სამყარო მომზადებულიყო მხსნელის მეორე მოსვლისთვის და რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაჩენილიყო დიდი ინტერესი ოჯახური ისტორიის მიმართ.

გულის შეცვლა, მობრუნება და განწმენდა

სიტყვა გული სტანდარტულ ნაშრომებში გამოიყენება სულ მცირე 1000 ჯერ. ეს უბრალო მაგრამ მნიშვნელოვანი სიტყვა ხშირად მიუთითებს კონკრეტული პირის შინაგან გრძნობებზე. ჩვენი გული არის ჩვენი სურვილების, ვინმესადმი სიყვარულის, ზრახვების, მოტივებისა და განწყობის ჯამი; იგი განსაზღვრავს იმას, რანი ვართ და განაპირობებს იმას, რანი გავხდებით. უფლის საქმის არსი კი სახარების აღთქმებისა და მღვდლობის წეს-ჩვეულებების მეშვეობით ჩვენი გულების შეცვლა, მობრუნება და განწმენდაა.

ჩვენ იმისთვის კი არ ვაშენებთ ტაძრებს, რომ იქ შესვლით მივიღოთ შთამბეჭდავი პირადი ან ოჯახური გამოცდილება. არამედ იმისთვის, რომ ტაძარში მიღებული აღთქმები და იქ ჩატარებული წეს-ჩვეულებები აუცილებელია ჩვენი გულების განწმენდისა და საბოლოო ამაღლებისთვის ღვთის ძეთა და ასულთა როლში.

შვილების გულებში მამებისადმი მიცემული დაპირებების ჩანერგვა, მათ შორის აბრაამის, ისააკისა და იაკობისა, მათი შვილების გულების საკუთარი მამების გულებისკენ მობრუნება, ოჯახური კვლევების ჩატარება, ასევე შემცვლელი სატაძრო წეს-ჩვეულებებისა, არის ის საქმე, რომელიც დალოცავს ცალკეულ პირებს საბურველის ორივე მხარეს. როცა ამ წმინდა საქმეში ენთუზიაზმით ვერთვებით, ჩვენ ამით ვემორჩილებით მცნებებს - გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი შენი და ემსახურე მათ.13 ასეთი უანგარო მსახურება კი ჭეშმარიტად გეხმარება იმაში, რომ „ვუსმინოთ მას“14 და მივიდეთ მხსნელთან.15

ყველაზე წმინდა აღთქმებისა და სამღვდელოების წეს-ჩვეულებების მიღება ხდება მხოლოდ ტაძარში - უფლის სახლში. ყველაფერი, რასაც ვსწავლობთ და რაც კეთდება ტაძარში, ხაზს უსვამს იესო ქრისტეს ღვთაებრიობას და მის როლს მამაზეციერის ბედნიერების დიად გეგმაში.

შიგნიდან - გარეთ

პრეზიდენტმა ეზრა ტაფტ ბენსონმა აღწერა მნიშვნელოვანი მაგალითი, რომელსაც მხსნელი იყენებს, რათა „მოახდინოს ადამიანთა უკვდავება და მარადიული ცხოვრება“.16 მან თქვა: უფალი შიგნიდან გარეთ მოქმედებს. სამყარო კი გარედან შიგნით. სამყაროს გამოყავს ადამიანები ჭაობიდან. ქრისტეს გამოაქვს ჭაობი ადამიანისგან და შემდგომ ადამიანს თავად გამოჰყავს საკუთარი თავი ჭაობიდან. სამყაროს აყალიბებს ადამიანს მის ირგვლივ გარემოს შეცვლით. ქრისტე ცვლის ადამიანს, რომელიც შემდგომ თავად ცვლის გარემოს. სამყარო აყალიბებს ადამიანის ქცევას, მაგრამ ქრისტეს შეუძლია ადამიანის ბუნების შეცვლა“.17

აღთქმები და სამღვდელოების წეს-ჩვეულებები არის სულიერად ახლად დაბადებისა და გარდაქმნის პროცესის ცენტრალური ნაწილი; ეს ის საშუალებებია, რომელთა მეშვეობითაც უფალი მუშაობს ყოველ ჩვენგანთან შიგნიდან - გარეთ. აღთქმები, რომლებსაც მტკიცედ იცავენ, რომელნიც ყოველთვის ახსოვთ და დაწერილია „ცოცხალი ღვთის სულით … გულის ხორციელ ფიცრებზე“18 არის კურთხევების გარანტია და მიზნის მომტანი მიწიერი ცხოვრებისთვისა და მარადისობისთვის. ღირსეულად მიღებული წეს-ჩვეულებები, რომლებიც მუდამ ახსოვთ, გვიხსნიან ზეცის კარს, საიდანაც ღვთიური ძალა გადმოიღვრება ჩვენს ცხოვრებაში.

ჩვენ არ მოვდივართ ტაძარში იმისთვის, რომ დავემალოთ მიწიერ ბოროტს. ჩვენ მოვდივართ ტაძარში იმისთვის, რომ დავამარცხოთ ბოროტი ამაქვეყნისა. როცა ჩვენს ცხოვრებაში „ღვთიურ ძალას“19 მოვიწვევთ, მივიღებთ რა სამღვდელოების წეს-ჩვეულებებს, დავდებთ და დავიცავთ წმინდა აღთქმებს, ჩვენ, ცდუნებებისა და მიწიერი სირთულეების დასაძლევად, მივიღებთ ძალას, რომელიც ჩვენს საკუთარ ძალას აღემატება,20 რათა ვაკეთოთ სიკეთე და ვიყოთ კეთილნი.

დიდება ამ სახლისა გავრცელდება

ამ წყობის პირველი ტაძარი აშენდა კირტლანდში, ოჰაიოში და მიძღვნილ იქნა 1836 წ. 27 მარტს.

მიძღვნიდან ერთი კვირის შემდეგ უფალმა განუცხადა ჯოზეფ სმითს გამოცხადებაში:

„დაე, გაიმხიარულოს ჩემმა ხალხმა გული, ყველამ, ვინც საკუთარი ძალით ააშენა სახლი ჩემს სახელზე. …

„დიახ, ათასობით და ათი ათასობით გული დიდად გაიხარებს იმ კურთხევების გამო, რომელნიც გადმოიღვრება და იმ შემოსვის გამო, რომლითაც შეიმოსებიან ჩემი მსახურნი ამ სახლში.

„და დიდება ამ სახლისა გავრცელდება უცხოურ მიწებზე; და ეს არის იმ კურთხევების დასაწყისი, რომელნიც გადმოიღვრება ჩემი ხალხის თავზედ“.21

მიაქციეთ ყურადღება ფრაზებს: ათასობით და ათი ათასობით გული დიდად გაიხარებს და დიდება ამ სახლისა გავრცელდება უცხოურ მიწებზე. ეს გასაოცარი განცხადებები გაკეთდა 1836 წ. აპრილში, როცა ეკლესიას ჰყავდა ერთი მუჭა ხალხი და ჰქონდა ერთი ტაძარი.

დღეს, 2020 წ. ჩვენ გვაქვს 168 მოქმედი ტაძარი. მშენებლობის პროცესშია ანუ უკვე გამოცხადებულია ორმოცდა ცხრა ტაძარი. უფლის სახლები შენდება „ზღვის კუნძულებზე“22 და ისეთ ქვეყნებში, რომლების მდებარეობა წინათ მრავალი ადამიანის მიერ განიხილებოდა, როგორც ტაძრის არსებობისთვის წარმოუდგენელი ადგილი.

შემოსვის ცერემონია ამჟამად ტარდება 88 ენაზე და გახდება ხელმისაწვდომი კიდევ მრავალ სხვა ენაზე, რადგან ტაძრები შენდება იმისთვის, რომ უფრო მეტმა ღვთის შვილმა მიიღოს კურთხევა. მომავალ 15 წელიწადში იმ ენათა რიცხვი, რომლებზედაც ჩატარდება სატაძრო წეს-ჩვეულებები, სავარაუდოდ ორჯერ გაიზრდება.

წელს ჩვენ 18 ტაძარს ჩავუყრით საფუძველს და დავიწყებთ მათ მშენებლობას. შედარებისთვის: 1830 წ. ეკლესიის დაარსების დღიდან, 1980 წ. პრეზიდენტ სპენსერ ვ. კიმბალის მიერ ტოკიოში ტაძრის მიძრვნის დღემდე, პირველ 18 ტაძრის აშენებას 150 წელი დასჭირდა.

გამოსახულება
ექვსი ტაძარი

მიაქციეთ ყურადღება იმას, რამდენად დაჩქარდა სატაძრო სამუშაო მხოლოდ პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის დროს. 1924 წ. 9 სექტემბერს, პრეზიდენტი ნელსონი რომ დაიბადა, ეკლესიას მხოლოდ ექვსი მოქმედი ტაძარი ჰქონდა.

გამოსახულება
26 ტაძარი

1984 წ. 7 აპრილს, როცა იგი მოციქულად აკურთხეს, უკვე 26 მოქმედი ტაძარი იყო ანუ 60 წლის განმავლობაში 20 ტაძარი აშენდა.

გამოსახულება
159 ტაძარი

როცა პრეზიდენტ ნელსონს მხარი დაუჭირეს ეკლესიის პრეზიდენტის პოზიციაზე, 159 მოქმედი ტაძარი იყო ანუ მისი თორმეტ მოციქულთა ქვორუმში მსახურების დროს 34 წლის განმავლობაში 133 ტაძარი აშენდა.

გამოსახულება
მოქმედი და გამოცხადებული ტაძრები

მას შემდეგ, რაც 2018 წ. 14 იანვარს პრეზიდენტი ნელსონი ეკლესიის პრეზიდენტი გახდა, მან 35 ახალი ტაძრის შესახებ გამოაცხადა.

არსებული ტაძრების 96 პროცენტი მიძრვნილ იქნა პრეზიდენტ ნელსონის ცხოვრების დროს; 84 პროცენტი მიძღვნილ იქნა მას შემდეგ, რაც იგი მოციქულად აკურთხეს.

ყოველთვის მოახდინეთ ფოკუსირება იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია

ჩვენ, როგორც უფლის აღდგენილი ეკლესიის წევრები, გაოცებულნი ვართ უფლის დაჩქარებული საქმით ამ უკანასკნელ დღეებში. და მომავალში უფრო მეტი ტაძარი აშენდება.

ბრიგამ იანგი წინასწარმეტყველებდა: „ამ საქმის აღსასრულებლად უნდა იყოს არა მხოლოდ ერთი, არამედ ათასობით ტაძარი და ათასობით, ათი ათასობით ქალი და მამაკაცი შევა ამ ტაძრებში და ჩაატარებს წეს-ჩვეულებებს მათთვის, ვინც ცხოვრობდა საუკუნეების წინ, იქამდე, სანამ უფალი განაცხადებს“.23

გასაგებია, რომ ყოველი ახალი ტაძრის გამოცხადება დიდი სიხარულის წყაროა და მიზეზი იმისა, რომ ვუმადლოდეთ უფალს. თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი უნდა უკავშირდებოდეს იმ აღთქმებსა და წეს-ჩვეულებებს, რომლებსაც შეუძლია ჩვენი გულების შეცვლა და მხსნელის მიმართ ჩვენი ერთგულების გაღრმავება და არა უბრალოდ შენობის მდებარეობით ან სილამაზით ტკბობა.

ძირითადი ვალდებულება, რომელიც გვაკისრია როგორც უფლის აღდგენილი ეკლესიის წევრებს, არის (1) „უსმინე მას“24 და ჩვენი გულის შეცვლა აღთქმებისა და წეს-ჩვეულებების მეშვეობით და (2) ღვთიური ვალდებულების სიხარულით შესრულება - საბურველის ორივე მხარეს მთელი კაცობრიობის ოჯახისთვის სატაძრო წეს-ჩვეულებების კურთხევების შეთავაზება. უფლის მითითებითა და დახმარებით ჩვენ შევასრულებთ ამ წმინდა ვალდებულებებს.

სიონის მშენებლობა

წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა განაცხადა:

„სიონის მშენებლობა არის ის, რაც ყოველ საუკუნეში აინტერესებდა ღვთის ხალხს; ეს არის თემა, რომელზედაც განსაკუთრებული სიამოვნებით საუბრობდნენ წინასწარმეტყველები, მღვდლები და მეფეები; ისინი სიხარულით ელოდნენ იმ დროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ; და ზეციური, სასიხარულო მოლოდინით ანთებულნი ისინი მღეროდნენ, წერდნენ და წინასწარმეტყველებდნენ ამ დღეზე; მაგრამ ისინი დაიხოცნენ ისე, რომ ვერ მოესწრნენ მას; … ჩვენ გვერგო უკანასკნელი დღეების დიდების ხილვა, მასში მონაწილეობა და მისი წინ წაწევა“.25

„ღვთიური მღვდლობა მიწიერს შეუერთდება ამ დიადი მიზნების აღსასრულებლად; … საქმე, რომელსაც ღმერთი და ანგელოზები ელოდნენ დიდი სიხარულით მომავალი თაობებისთვის; რამაც სული აუნთო ძველი დროის პატრიარქებსა და წინასწარმეტყველებს; საქმე, რომელიც ჩაფიქრებულია სიბნელის ძალის გასაფანტად, დედამიწის გასანახლებლად, ღვთის დიდების მოსატანად და კაცობრიობის ოჯახის გადასარჩენად“26

მე საზეიმოდ ვმოწმობ, რომ მამა და ძე გამოეცხადნენ ჯოზეფ სმითს და რომ ილიამ აღადგინა ჩაბეჭდვის ძალა. ტაძრის წმინდა აღთქმებსა და წეს-ჩვეულებებს შეუძლია ჩვენი განმტკიცება და ჩვენი გულის განწმენდა, თუკი ჩვენ „ვუსმენთ მას“27 და ვიღებთ ღვთიურ ძალას ჩვენს ცხოვრებაში. და მე ვმოწმობ, რომ ეს უკანასკნელი დღეების საქმე გაანადგურებს სიბნელის ძალებს და მოუტანს ხსნას კაცობრიობის ოჯახს. ამ ჭეშმარიტებებზე მე სიხარულით ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

ამობეჭდვა