წინასწარმეტყველებისადმი უწყვეტი გამოცხადებების ბოძების დალოცვა და პირადი გამოცხადება ჩვენი ცხოვრებისვის
უფლის მიერ დაწესებული არხების მეშვეობით უწყვეტი გამოცხადებები მიიღებოდა და დღესაც მიიღება.
დღეს მე ვისაუბრებ წინასწარმეტყველებისადმი უწყვეტი გამოცხადებების ბოძების დალოცვასა და პირად გამოცხადებაზე ჩვენი ცხოვრებისვის.
ზოგჯერ ჩვენ ვიღებთ გამოცხადებას და არც კი ვიცით უფლის ჩანაფიქრი. 1994 წ. ივნისში, უხუცეს ჯეფრი რ. ჰოლანდის მოციქულად მოხმობამდე ცოტა ხნით ადრე, მე გამოცხადებასთან დაკავშირებით შესანიშნავი გამოცდილება მივიღე - ვიცოდი, რომ მას მოუხმობდნენ. მე რეგიონის წარმომადგენელი ვიყავი და მეგონა, ჩემთვის ამ ცოდნის მიცემას არანაირი აზრი არ ჰქონდა. 1960-იანი წლების დასაწყისში ჩვენ ინგლისში ერთად ვმსახურობდით მისიაში. მე იგი ძალიან მიყვარდა. ჩემთვის ის წლები სათუთი წყალობა იყო. ბოლო ხანებში ვფიქრობდი იმაზე, ხომ არ მამზადებდა უფალი, ვყოფილიყავი უმცროსი თორმეტთა ქვორუმში იმ არაჩვეულებრივი მისიის დროინდელი ძმადნაფიცისთვის, რომელიც ახალგაზრდობაში ჩემი უმცროსი ძმადნაფიცი იყო.1 მე ხანდახან ვაფრთხილებ ახალგაზრდა მისიონერებს, კარგად მოექცნენ უმცროს ძმადნაფიცებს, რადგან ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს ისინი მათი უფროსი ძმადნაფიცები გახდნენ.
მე მაქვს ძლიერი მოწმობა იმისა, რომ ამ აღდგენილ ეკლესიას სათავეში უდგას ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტე. მან იცის, ვინ მოიხმოს მოციქულად და რა თანმიმდევრობით მოუხმოს მათ. მან ასევე იცის, როგორ მოამზადოს თავისი უფროსი მოციქული ეკლესიის წინასწარმეტყველისა და პრეზიდენტის პოზიციისთვის.
ჩვენ ამ დილით მივიღეთ დალოცვა - მოვუსმინეთ ჩვენს საყვარელ წინასწარმეტყველს, რასელ მ. ნელსონს, რომელმაც გაუზიარა მსოფლიოს 200 წლის იუბილესადმი მიძღვნილი იესო ქრისტეს სახარების სისრულესთან დაკავშირებული ბრძნული გზავნილი.2 პრეზიდენტ ნელსონის მიერ გაკეთებულმა ამ უმნიშვნელესმა განცხადებამ ცხადად აჩვენა, რომ იესო ქრისტეს ეკლესიას გააჩნია თავისი წარმოშობა, არსებობა და მომავლის ხედვა უწყვეტ გამოცხადებებთან მიმართებაში. ეს ახალი გზავნილი წარმოადგენს მოსიყვარულე მამის საუბარს თავის შვილებთან.
ადრე პრეზიდენტმა სპენსერ ვ. კიმბალმა გამოხატა ჩემი დღევანდელი გრძნობები. მან განაცხადა: „ყოველივედან რისთვისაც … ყველაზე მადლიერნი უნდა ვიყოთ არის ის, რომ ზეცა მართლაც გაიხსნა და იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესია დაარსდა გამოცხადების ქვაზე. უწყვეტი გამოცხადება ჭეშმარიტად ცოცხალი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს სახარების სულისჩამდგმელი ელემენტია“.3
წინასწარმეტყველმა ენოქმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენი დღეები. უფალმა აცნობა ენოქს დიდი ბოროტება, რომელიც ჭარბად იქნებოდა და იწინასწარმეტყველა „დიდ გასაჭირზე“, რომელიც დადგებოდა. მიუხედავად ამისა უფალი შეპირდა: „მაგრამ ჩემს ხალხს დავიცავ“.4 „და ზეციდან გამოვაგზავნი მართალთ; და ჭეშმარიტებას გამოვგზავნი მიწიდან ჩემი მხოლოდშობილის შესახებ დასამოწმებლად“.5
პრეზიდენტი ეზრა ტაფტ ბენსონი გვასწავლიდა დიდი ძალით, რომ მორმონის წიგნი, ჩვენი რელიგიის სომის ქვა, გამოვიდა მიწიდან უფლის ენოქისადმი დაპირების აღსასრულებლად. მამა, ძე, ანგელოზები და წინასწარმეტყველები, რომელნიც გამოეცხადნენ წინასწარმეტყველ ჯოზეფს სმითს, „ზეციდან იმართებოდნენ, რათა აღედგინათ სასუფევლისთვის აუცილებელი ძალები.6
წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი იღებდა გამოცხადებას გამოცხადებაზე. ზოგი მათგანი ამ კონფერენციაზე მოიშველიეს. წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითისადმი მიღებული მრავალი გამოცხადება შეგვინახეს „მოძღვრება და აღთქმებში“. ეკლესიის ყველა სტანდარტული ნაშრომი მოიცავს უფლის ნებასა და ჩანაფიქრს ამ ბოლო წყობაში.7
ამ დიადი ძირითადი წმინდა წერილის გარდა ჩვენ დალოცვილნი ვართ ცოცხალი წინასწარმეტყველების უწყვეტი გამოცხადებებით. წინასწარმეტყველები „უფლის მიერ დავალებული მსახურნი არიან, რომლებსაც გააჩნიათ მის ნაცვლად საუბრის უფლებამოსილება“.8
ზოგი გამოცხადება გრანდიოზული მნიშვნელობისაა, სხვები აღრმავებენ აუცილებელი ღვთიური ჭეშმარიტებაში ჩვენს წვდომას და გვაძლევენ მითითებებს ჩვენი დროისთვის.9
ჩვენ უსაზღვროდ მადლიერები ვართ 1978 წ. 8 ივნისს პრეზიდენტ სპენსერ ვ. კიმბალისთვის ბოძებული გამოცხადებისთვის, რომლის მიხედვითაც სამღვდელოებისა და სატაძრო წეს-ჩვეულებები ვრცელდება ეკლესიის ყოველ ღირსეულ წევრზე.10
მე იმ მრავალ თორმეტთაგანთან ერთად ვმსახურობდი, რომლებიც იმ ძვირფასი გამოცხადების მოწმენი და მონაწილენი იყვნენ. ყოველმა მათგანმა პირად საუბარში დაადასტურა ის ძლიერი გამაერთიანებელი სულიერი მითითება, რომელიც მიიღეს მათ და პრეზიდენტმა კიმბალმა. მრავალმა თქვა, რომ ეს იყო ყველაზე ძლიერი გამოცხადება, რომელიც მათ მიუღიათ იმის წინ ან იმის შემდეგ.11
ვინც ახლა თორმეტ მოციქულთა ქვორუმში ვმსახურობთ, დალოცვილნი ვართ, რადგან ამ დროში ჩვენი დროის წინასწარმეტყველებმა მნიშვნელოვანი გამოცხადებები მიიღეს.12 პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი უფლის მიერ დანიშნული მსახურია; განსაკუთრებით გამოირჩევა მისი გამოცხადებები, რომლებიც ეხმარება ოჯახებს, ააშენონ ოჯახებში რწმენის თავშესაფრები, საბურველის ორივე მხარეს შეკრიბონ ისრაელი და დალოცონ შემოსილი წევრები ტაძრის წმინდა წეს-ჩვეულებების საკითხებში
როცა 2018 წ. გენერალურ კონფერენციაზე გამოცხადდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენი ოჯახების დასალოცად, მე დავამოწმე, რომ „ტაძარში თორმეტ მოციქულთა და პირველი პრეზიდენტობის თათბირის … შედეგად, მას შემდეგ, რაც ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველი შეევედრა უფალს გამოცხადებისთვის … , ყველამ ერთსულოვნად მიიღო ძლიერი დასტური“.13
იმ დროს სხვა გამოცხადებებიც იქნა მიღებული ტაძრის წმინდა წეს-ჩვეულებებთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ გამოუცხადებიათ და არ განუხორციელებიათ.14 ამ მითითებით დაიწყო კონკრეტული წინასწარმეტყველური გამოცხადებები პრეზიდენტ რასელ ნელსონისადმი და ეს იყო სათნო თუმცა ძლიერი დასტური ამ პროცესში მონაწილეთათვის. პრეზიდენტმა ნელსონმა კონკრეტული დებიც ჩართო, რომელნიც თავმჯდომარეობენ მოწყალების საზოგადოებას, ახალგაზრდა ქალებს და დაწყებით ორგანიზაციებს. ბოლო მითითება, ტაძარში, განსაკუთრებით სულიერი და ძლიერი, ებოძა პირველ პრეზიდენტობასა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმს. ყოველმა ჩვენგანმა იცოდა, რომ მივიღეთ უფლის ნება, ჩანაფიქრი და ხმა.15
მე საზეიმოდ ვაცხადებ, რომ უფლის მიერ დაწესებული არხების მეშვეობით უწყვეტი გამოცხადებები მიიღებოდა და დღესაც მიიღება. მე ვმოწმობ, რომ ამ დილით პრეზიდენტ ნელსონის მიერ გაკეთებული განცხადება არის ყველას დასალოცი გამოცხადება.
ყველას ვეპატიჟებით უფლის მაგიდასთან ნადიმზე
ჩვენ ასევე ვაცხადებთ ჩვენს გულითად სურვილს, შემოუერთდეთ მათ, ვინც მერყეობს მოწმობაში, ნაკლებად აქტიურია ან რომელთა სახელი ამოღებულ იქნა საეკლესიო ჩანაწერებიდან. ჩვენ გვსურს თქვენთან უფლის მაგიდასთან, „ქრისტეს სიტყვით“ ნადიმი, რათა ვიცოდეთ, რა უნდა ვაკეთოთ.16 თქვენ გვჭირდებით! ეკლესიას სჭირდებით! უფალს სჭირდებით! ჩვენი გულითადი ლოცვაა, შემოგვიერთდეთ სამყაროს მხსნელის თაყვანისცემაში. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთს შეიძლება გაწყენინეს, არაკეთილად მოგექცნენ ან სხვა რამ გაკადრეს, რაც ქრისტესმიერი საქციელი არ არის. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ზოგიერთს რწმენის გამოცდა მოეწყო და ეს არც თუ ისე სასიამოვნო, გასაგები ან იოლად მოსაგვარებელია.
ზოგიერთ ჩვენს მტკიცე, ერთგულ წევრს რაღაც პერიოდის განმავლობაში რწმენა შეერყა. ძალიან მომწონს ვ.ვ. პელპსის ნამდვილი ჩანაწერი, რომელმაც ეკლესია დატოვა და ჯოზეფ სმითის საწიააღმდეგოდ მოწმობდა მისურის სასამართლოში. მონანიების შემდეგ მან მისწერა ჯოზეფს: „მე ვიცი ჩემი სიტუაცია, შენც იცი, ღმერთმაც იცის იგი და მინდა გადავრჩე, თუ მეგობრები დამეხმარებიან“.17 ჯოზეფმა მიუტევა, დააბრუნა იგი სამუშაო ადგილზე და სიყვარულით მისწერა: „თავში მეგობრები ბოლოშიც მეგობრებად რჩებიან“.18
დებო და ძმებო, მიუხედავად თქვენი სიტუაციისა, იცოდეთ ,რომ ეკლესია და მისი წევრები სიხარულით მიგიღებენ უკან!
ჩვენი ცხოვრებისთვის მიღებული პირადი გამოცხადება
პირადი გამოცხადება ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც მორჩილად ეძიებს უფლის მითითებას. იგი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც წინასწამეტყველის გამოცხადება. პირადმა, სულიერმა გამოცხადებამ სულიწმინდისგან გამოიწვია მილიონობით დამოწმება, რაც საჭირო იყო ნათლობისა და უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრად დამტკიცებისთვის.
პირადი გამოცხადება არის ნამდვილი დალოცვა, რომელიც მოჰყვება ნათლობას, როცა „სულიწმინდის მიღებით განვიწმინდებით“.19 მახსოვს განსაკუთრებული სულიერი გამოცხადება 15 წლის ასაკში. ჩემი საყვარელი ძმა ეძიებდა მითითებას უფლისგან იმაზედ, რა პასუხი გაეცა ჩვენი ძვირფასი მამისთვის, რომელსაც არ უნდოდა, ჩემს ძმას მისიაში ემსახურა. მეც გულწრფელი ზრახვით ვილოცე და მივიღე პირადი გამოცხადება სახარების ჭეშმარიტების შესახებ.
სულიწმინდის როლი
პირადი გამოცხადება ეყრდნობა სულიერ ჭეშმარიტებას, რომელსაც სულიწმინდისგან ვიღებთ.20 სულიწმინდა არის ყოველივე ჭეშმარიტების განმცხადებელი და დამმოწმებელი, განსაკუთრებით მხსნელის შესახებ. სულიწმინდის გარეშე ჩვენ არ გვეცოდინებოდა, რომ იესო არის ქრისტე. მისი უმნიშვნელოვანესი როლია, დაგვიმოწმოს მამისა და ძის და მათი როლისა და დიდების შესახებ.
სულიწმინდას შეუძლია, მოახდინოს ძლიერი გავლენა ყოველ ადამიანზე.21 ეს გავლენა არ იქნება მუდმივი, თუკი ადამიანი არ მოინათლება და არ მიიღებს სულიწმინდის ძღვენს. სულიწმინდა ასევე გვემსახურება მონანიებისა და მიტევების პროცესის განმწმენდი მსახურის როლში.
სულიწმინდა გვესაუბრება საოცარი ხერხებით. უფალმა ასე ლამაზად აღწერა ეს:
„მე გეტყვით გონებასა და გულში, სული წმინდის მეშვეობით, რომელიც მოგეფინებათ და დაისადგურებს თქვენს გულში.
„აჰა, ეს არის გამოცხადების სული“.22
მიუხედავად იმისა, რომ მისი გავლენა შეიძლება საოცრად ძლიერი იყოს, ყველაზე ხშირად იგი მოდის ფრთხილად, ნაზი, ჩუმი ხმით.23 წმინდა წერილში ნახსენებია სულიწმინდის გავლენის უამრავი მაგალითი, იმის ჩათვლით, როგორ ჰგვრის ჩვენს გონებას სიმშვიდეს,24 ეუფლება ჩვენს გონებას,25 გვინათებს გონებას26 და ხმაც კი გვესმის გონებაში.27
გამოცხადების მიღებისთვის მოსამზადებელი ზოგიერთი პრინციპია:
-
სულიერი მითითების მისაღებად ლოცვა. მოწიწებით, თავმდაბლად უნდა ვეძიოთ და ვთხოვოთ.28 და ამავდროულად ვიყოთ მომთმენნი და მორჩილნი.29
-
შთაგონებისთვის მომზადება. ეს მოითხოვს, ვიყოთ ჰარმონიაში უფლის სწავლებებთან და შესაბამისობაში მის მცნებებთან.
-
ღირსეულად ზიარების მიღება. როცა ასე ვიქცევით, ჩვენ ვმოწმობთ და ვდებთ აღთქმას ღმერთთან, რომ ვიღებთ საკუთარ თავზე მისი წმინდა ძის სახელს, გვახსოვს იგი და ვიცავთ მის მცნებებს.
ეს პრინვიპები გვამზადებს სულიწმინდის კარნახის მიღებისთვის, ამოცნობისთვისა და მის მიხედვით მოქმედებისთვის. ეს მოიცავს „მშვიდობისმოყვარე საქმეს, … რასაც მოაქვს სიხარული და … მარადიული სიცოცხლე“.30
ჩვენი სულიერი მზადება დიდად ღრმავდება, როცა რეგულარულად ვსწავლობთ წმინდა წერილს და სახარების ჭეშმარიტებას, ასევე ვფიქრობთ იმ მითითებებზე, რომლებსაც ვეძიებთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ უნდა იყოთ მომთმენნი და ელოდოთ უფლის მიერ განსაზღვრულ დროს. ყოვლისმცოდნე უფალი იძლევა მითითებებს, როცა „განგებ ირჩევს ჩვენს გამოცდას“.31
გამოცხადება ჩვენს მოწოდებებში და დავალებებში
სულიწმინდა გვთავაზობს გამოცხადებას ჩვენს მოწოდებებსა და დავალებებში. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ მნიშვნელოვანი სულიერი მითითებები ყვალაზე ხშირად მოდის მაშინ, როცა ვცდილობთ სხვების დალოცვას ჩვენი ვალდებულებების შესრულებაში.
მახსოვს, ვიყავი ახალგაზრდა ეპისკოპოსი, როცა დაოჯახებულმა წყვილმა დამირეკა, მე კი ამ დროს მივლინებით თვითმფრინავით უნდა გავმზავრებულიყავი. ვევედრებოდი უფალს, გამეგო ამ წყვილის მოსვლამდე, როგორ შემეძლო მათი დალოცვა. მე მივიღე გამოცხადება პრობლემის არსისა და იმის შესახებ, რა პასუხი უნდა გამეცა მათთვის. ამ გამოცხადებამ მომცა იმის საშუალება, შემესრულებინა ჩემი მოწოდების - ეპისკოპოსის წმინდა ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი ძალიან შეზღუდულ დროში. ეპისკოპოსები მთელი მსოფლიოდან ასევე მიზიარებენ მსგავს გამოცდილებას. მე, როგორც პალოს პრეზიდენტს, მიმიღია არა მხოლოდ მნიშვნელოვანი გამოცხადებები არამედ პირადი შენიშვნები, რომლებიც საჭირო იყო უფლის მიზნის შესასრულებლად.
გარწმუნებთ, რომ ყოველ ჩვენგანს შეუძლია გამოცხადების მიღება, თუკი მორჩილად ვშრომობთ უფლის ვენახში. მეტწილად ასეთი მითითებები მოდის სულიწმინდისგან. ზოგჯერ, გარკვეული მიზნით, იგი მოდის უშუალოდ უფლისგან. მე პირადად ვმოწმობ, რომ ეს ჭეშმარიტებაა. მითითებები ეკლესიისთვის მოდის ეკლესიის წინასწარმეტყველსა და პრეზიდენტთან.
ჩვენ, თანამედროვე მოციქულებს, გვქონია ჩვენს ამჟამინდელ წინასწარმეტყველთან, პრეზიდენტ ნელსონთან მუშაობისა და მოგზაურობის პრივილეგია. მოვახდენ პრეზიდენტ ვილფორდ ვუდროფის სიტყვების პარაფრაზს, რომელნიც მან თქვა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის შესახებ, რადგან ისინი ასევე მიესადაგება პრეზიდენტ ნელსონს. მე მინახავს, „როგორ მუშაობს მასთან ღვთის სული, ასევე იესო ქრისტეს გამოცხადებები და ამ გამოცხადებების აღსრულება“.32
ჩემი მორჩილი ვედრებაა, ყოველი ჩვენგანი მუდამ ეძიოს გამოცხადებას ჩვენი ცხოვრებისთვის და მიჰყვეს სულიწმინდას, როცა თაყვანს ვცემთ მამაღმერთს ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს სახელით, რომელზედაც მე ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.