წმინდა წერილი
2 ნეფი 32


თავი 32

ანგელოზები ლაპარაკობენ სულიწმინდის ძალით. ადამიანებმა უნდა ილოცონ და მიიღონ ცოდნა სულიწმინდისგან. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 და ახლა, აჰა, ჩემო საყვარელო ძმებო, მე ვვარაუდობ, რომ თქვენ მეტნაკლებად მსჯელობთ გულში იმის შესახებ, რა უნდა გააკეთოთ, როდესაც უკვე ამ გზით შეხვედით. მაგრამ, აჰა, რატომ მსჯელობთ ასე გულში?

2 ნუთუ არ გახსოვთ, რაც მე გითხარით: სულიწმინდის მიღების შემდეგ თქვენ შეძლებთ ანგელოზთა ენით ლაპარაკს? და ახლა, როგორ შეძლებდით ანგელოზთა ენით ლაპარაკს, რომ არა სულიწმინდით?

3 ანგელოზები ლაპარაკობენ სულიწმინდის ძალით; ამიტომ, ისინი ლაპარაკობენ ქრისტეს სიტყვებს. ამიტომ, მე გითხარით: ინადიმეთ ქრისტეს სიტყვებით; რადგან, აჰა, ქრისტეს სიტყვები გეტყვიან ყველაფერს, რაც უნდა გააკეთოთ.

4 ამიტომ, ახლა, მას შემდეგ, რაც ეს სიტყვები ვილაპარაკე, თუ თქვენ ვერ შეძლებთ მათ გაგებას, ეს იქნება იმიტომ, რომ თქვენ არც სთხოვთ და არც აკაკუნებთ; ამიტომ, სინათლეზე კი არ გამოგიყვანეს, არამედ უნდა დაიღუპოთ ბნელში.

5 რადგან, აჰა, კვლავ გეუბნებით, თუ შეხვალთ ამ გზით და მიიღებთ სულიწმინდას, ის დაგანახებთ ყველაფერს, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ.

6 აჰა, ეს არის ქრისტეს მოძღვრება და არ მოგეცემათ სხვა მოძღვრება, სანამ იგი არ გამოგეცხადებათ ხორციელად. და როდესაც გამოგეცხადებათ ხორციელად, რასაც ის გეტყვით, იზრუნეთ, რომ შეასრულოთ.

7 და ახლა მე, ნეფი, მეტს ვერ ვიტყვი; სული მიბრკოლებს მეტყველებას და ისღა დამრჩენია, რომ ვიგლოვო ურწმუნოების და სიბოროტის და უმეცრების და ადამიანთა ქედფიცხელობის გამო; რადგან არ ეძებენ ცოდნას, არც ესმით დიადი ცოდნის, რომელიც მათ ეძლევათ ნათლად, დიახ, იმდენად ნათლად, როგორც შესაძლებელია ნათელი იყოს სიტყვა.

8 და ახლა, ჩემო საყვარელო ძმებო, მე ვხედავ, რომ თქვენ ჯერ კიდევ მსჯელობთ გულებში; და მაღონებს ის, რომ უნდა ვილაპარაკო ამაზე. რადგან თქვენ რომ ყურს უგდებდეთ სულს, რომელიც ასწავლის ადამიანს ლოცვას, თქვენ გეცოდინებოდათ, რომ უნდა ილოცოთ; რადგან ბოროტი სული ადამიანს ლოცვას კი არ ასწავლის, არამედ ასწავლის იმას, რომ მან არ უნდა ილოცოს.

9 მაგრამ, აჰა, მე გეუბნებით, რომ თქვენ უნდა ყოველთვის ილოცოთ და არ მოგბეზრდეთ; რომ არ გააკეთოთ არაფერი უფლისათვის, სანამ არ ილოცებთ მამისადმი ქრისტეს სახელით, რათა მან აკურთხოს თქვენი საქმენი, რომ საქმენი თქვენი იყოს თქვენი სულის კეთილდღეობისათვის.