თავი 14
სიონი და მისი ასულნი გამოისყიდებიან და განიწმინდებიან ათასწლეულის დღეს. შეადარეთ ესაია 4. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და იმ დღეს, შვიდი ქალი ჩაეჭიდება ერთ კაცს, სიტყვებით: ჩვენ შევჭამთ ჩვენს პურს და ჩვენი საკუთარი სამოსელით შევიმოსებით; ოღონდ გვეწოდოს შენი სახელი, ჩამოგვაცილე ჩვენი სირცხვილი.
2 იმ დღეს უფლის ყლორტი იქნება მშვენიერი და დიდებული; მიწის ნაყოფი – ჩინებული და ლამაზი მათთვის, ვინც არის ისრაელიდან და გამოეხსნა.
3 და იქნება ასე, რომ სიონში დარჩენილნი და იერუსალიმში გადარჩენილნი წმინდანებად იქნებიან წოდებულნი, ყოველი მათგანი, რომელიც ჩაწერილია იერუსალიმის ცოცხალთა შორის.
4 როდესაც ჩამორეცხავს უფალი სიონის ასულთ სიბინძურეს და გაწმენდს იერუსალიმის სისხლს მისსავე შემოგარენში სამსჯავროსა და ცეცხლის სულით.
5 და უფალი შექმნის სიონის მთის ყოველ საცხოვრებელ ადგილზე და მის საკრებულოზე, ღრუბელსა და კვამლს დღისით და აელვარებული ცეცხლის სიკაშკაშეს ღამით, რათა სიონის მთელ დიდებაზე იყოს მცველი.
6 და იქნება კარავი ჩრდილისთვის დღისით პაპანაქებისას და ადგილი თავშესაფარად და სახიზნავი, ღვარცოფისა და წვიმისგან.