ანტიქრისტე ყორიჰორი დასცინის ქრისტეს, გამოსყიდვასა და წინასწარმეტყველების სულს. იგი ასწავლის, რომ არ არსებობს ღმერთი, არ არსებობს ადამიანის დაცემა, არ არსებობს სასჯელი ცოდვისათვის და არ არსებობს ქრისტე. ალმა მოწმობს, რომ ქრისტე მოვა და ყველაფერი ამაზე მეტყველებს, რომ ღმერთი არსებობს. ყორიჰორი მოითხოვს ნიშანს და დამუნჯდება. ყორიჰორს ანგელოზის სახით ეშმაკი გამოეცხადა და ასწავლა, რაზედაც უნდა ელაპარაკა. ყორიჰორს ფეხქვეშ თელავენ და იგი კვდება. დაახლოებით 76–74 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.