წმინდა წერილი
ალმა 31


თავი 31

ალმა ხელმძღვანელობს მისიას განდგომილი ზორამიელების დასაბრუნებლად. ზორამიელები უარყოფენ ქრისტეს, სწამთ ცრუ წარმოდგენა რჩეულთა შესახებ და ლოცულობენ უცვლელი, დადგენილი ლოცვებით. მისიონერები სულიწმინდით არიან აღვსილნი. მათი გაჭირვება შთაინთქმება ქრისტეს სიხარულში. დაახლოებით 74 წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

1 ახლა, ეს იყო ასე, რომ ყორიჰორის სიკვდილის შემდეგ, ალმამ მიიღო რა შეტყობინებები, რომ ზორამიელები ამრუდებდნენ უფლის გზას და ზორამი, რომელიც იყო მათი წინამძღვარი, უბიძგებდა ადამიანთა გულებს, ქედი მოეხარათ უტყვი კერპების წინაშე, მისი გული კვლავ დარდით აღივსო ამ ხალხის ურჯულოების გამო.

2 რათა ეს იყო ალმას დიდი მწუხარების მიზეზი – გაეგო თავის ხალხს შორის ურჯულოების შესახებ; ამიტომ მისი გული მეტისმეტად დამწუხრდა, რადგან ზორამიელნი ნეფიელებს გამოეყვნენ.

3 ახლა, ზორამიელები ერთად შეიკრიბნენ მიწაზე, რომელსაც უწოდეს ანტიონუმი, რომელიც იყო ზარაჰემლას მიწის აღმოსავლეთით, რომელიც მდებარეობდა თითქმის ზღვის სანაპიროზე, რომელიც მდებარეობდა იერშონის მიწის სამხრეთით, რომელიც ასევე ესაზღვრებოდა სამხრეთის უდაბნოს, რომელიც სავსე იყო ლამანიელებით.

4 ახლა, ნეფიელებს ძალზედ ეშინოდათ, რომ ზორამიელები დაამყარებდნენ კავშირს ლამანიელებთან, რაც დიდ ზარალს მიაყენებდა ნეფიელთა მხარეს.

5 და ახლა, ვინაიდან სიტყვის ქადაგებას ჰქონდა დიდი თვისება – ხალხს გაძღოლოდა იმის საკეთებლად, რაც მართალია – დიახ, მას ჰქონდა უფრო ძლიერი გავლენა ხალხის შეგნებაზე, ვიდრე ხმალს ან სხვა რაიმეს, რაც მათ თავს გადახდომიათ; ამიტომ, ალმამ იფიქრა, რომ საჭირო იყო, გამოეცადათ ღვთის სიტყვის ძალა.

6 ამიტომ, მან აიყვანა ამონი, აარონი და ომნერი; ხოლო ხიმნი დატოვა ზარაჰემლაში, ეკლესიაში; მაგრამ პირველი სამი თან წაიყვანა, ასევე ამულეკი და ზიზრომიც, რომლებიც იყვნენ მილექში; და ასევე წაიყვანა თავისი ორი შვილი.

7 ახლა, თავისი შვილებიდან თან არ წაიყვანა უფროსი და მას ერქვა ჰელამანი; რომლებიც თან წაიყვანა, მათ სახელად ერქვათ შიბლონი და კორიანტონი; და ეს არის მათი სახელები, რომლებიც მასთან ერთად წავიდნენ ზორამიელებთან, რათა სიტყვა ექადაგათ მათთვის.

8 ახლა, ზორამიელები იყვნენ ნეფიელებისგან განდგომილები, ამიტომ, მათთვის ღვთის სიტყვა უკვე ნაქადაგები იყო.

9 მაგრამ მათ დიდი შეცდომები დაუშვეს, რადგან არ სურდათ გულმოდგინედ დაეცვათ ღმერთის მცნებები და წესები, მოსეს რჯულის შესაბამისად.

10 ისინი არც საეკლესიო ადათ-წესებს იცავდნენ, რომ განუწყვეტლივ ელოცათ და ყოველდღიურად შევედრებოდნენ ღმერთს, რომ არ ჩავარდნილიყვნენ ცდუნებაში.

11 დიახ, ანუ, ისინი ძალიან ხშირ შემთხვევებში ამრუდებდნენ უფლის გზას; ამიტომ, ამის გამო, ალმა და მისი ძმები წავიდნენ იმ მიწაზე, რათა ექადაგათ მათთვის სიტყვა.

12 ახლა, როდესაც ისინი მივიდნენ იმ მიწაზე, აჰა, თავისდა გასაოცრად აღმოაჩინეს, რომ ზორამიელებმა ააშენეს სინაგოგები და კვირის ერთ დღეს ერთად იკრიბებოდნენ, რომელსაც უფლის დღე უწოდეს; და ისინი ისე ლოცულობდნენ, რომლის მსგავსიც არც ალმას და არც მის ძმებს არასდროს ენახათ.

13 რადგან მათ სინაგოგის შუაში აგებული ჰქონდათ დასადგომი ადგილი, რომელიც იყო თავს ზემოთ; და მასზედ ერთ ადამიანს შეეძლო დგომა.

14 ამიტომ, ყოველს, ვისაც სურდა თაყვანი ეცა, უნდა წინ გამოსულიყო, დამდგარიყო ამ სადგომზე, გაეწოდა ხელები ზეცისაკენ და ხმამაღლა ეღაღადა სიტყვები:

15 წმინდაო, წმინდა ღმერთო; გვწამს, რომ ხარ ღმერთი და გვწამს, რომ ხარ წმინდა და რომ იყავი სული და ხარ სული და იქნები სული უკუნისამდე.

16 წმინდაო ღმერთო, ჩვენ გვწამს, რომ შენ გამოგვყავი ჩვენი ძმებისგან და არ გვწამს ჩვენი ძმების ჩვეულებანი, რომლებიც მათ გადაეცათ მათივე მამების უგუნურობის გამო; მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ ამოგვირჩიე შენს წმინდა შვილებად და გაგვანდე, რომ ქრისტე არ იქნება.

17 მაგრამ შენ ხარ უცვლელი გუშინ, დღეს და უკუნისამდე; და ამოგვირჩიე, რათა გადავრჩეთ მაშინ, როდესაც ჩვენს გარშემო ყველა არჩეულია, რათა შენი რისხვით ჩაცვენილ იქნენ ჯოჯოხეთში; და ამ სიწმინდისათვის ჩვენ მადლობას გიხდით, ღმერთო; და მადლობას გიხდით, რომ ამოგვარჩიე, რათა არ წავსულიყავით ჩვენი ძმების უგუნური ჩვეულებებისკენ, რომლებიც ბოჭავს მათ ქრისტეს რწმენით, რასაც მათი გულები სახეტიალოდ მიჰყავს შენგან შორს, ჩვენო ღმერთო.

18 და კვლავ, ჩვენ მადლობას გიხდით, ღმერთო, რომ ვართ გამორჩეული და წმინდა ხალხი. ამინ.

19 ახლა, იყო ასე, რომ როდესაც ალმამ და მისმა ძმებმა და მისმა შვილებმა მოისმინეს ეს ლოცვები, ისინი უზომოდ გაოცდნენ.

20 რადგან ყოველი კაცი წინ გამოდიოდა და ამბობდა იგივე ლოცვებს.

21 ახლა, ამ ადგილს უწოდებდნენ რამეუმპტომს, რაც ნიშნავს წმინდა სადგომს.

22 ახლა, ამ ადგილიდან ღაღადებდნენ ისინი, ყოველი ადამიანი, ერთსა და იმავე ლოცვას ღმერთისადმი, მადლობას უხდიდნენ თავიანთ ღმერთს, რომ იყვნენ მის მიერ ამორჩეულნი, რომ არ წაიყვანა ისინი თავიანთი ძმების ჩვეულებებისაკენ, რომ მათი გულები არ აჰყვნენ მომავლის ამბების რწმენას, რის შესახებაც მათ არაფერი იცოდნენ.

23 ახლა, მას შემდეგ, რაც ხალხმა ამგვარად გადაიხადა სამადლობელი, ისინი დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს, მეტად აღარ საუბრობდნენ თავიანთ ღმერთზე იქამდე, სანამ კვლავ არ შეიკრიბებოდნენ ამ წმინდა სადგომთან, რათა თავიანთი ადათისამებრ ეღაღადათ მადლიერება.

24 როდესაც ალმამ ეს იხილა, მისი გული დაღონდა; რადგან დაინახა, რომ ესენი იყვნენ ბოროტი და უკუღმართი ხალხი; დიახ, რომ მათი გულები მიმართული იყო ოქროსა და ვერცხლისკენ; და ყოველგვარი ძვირფასეულობებისკენ.

25 დიახ, მან ასევე იხილა, რომ მათი გულები აღზევებული იყო დიდი ტრაბახით თავიანთ ამპარტავნობაში.

26 და მან აღიმაღლა ხმა ზეცისაკენ და შეჰღაღადა სიტყვებით: როდემდე დაუშვებ, უფალო, რომ შენი მსახურნი ცხოვრობდნენ აქ ხორციელად, რათა უცქირონ ასეთ დიდ სიბოროტეს ადამიანთა შვილებს შორის?

27 აჰა, ღმერთო, ისინი შენ შეგღაღადებენ, მაგრამ გულები ჩაძირული აქვთ ამპარტავნობაში. აჰა, ღმერთო, ისინი შემოგღაღადებენ თავიანთი ბაგით იმ დროს, როდესაც ყოყოჩობენ, სიდიადემდეც კი, ამქვეყნიური ამაოებით.

28 აჰა, ჩემო ღმერთო, მათი ძვირფასი სამოსი და ბეჭდები და სამაჯურები და მათი ოქროს სართავები და ყოველგვარი ძვირფასეულობა, რომლითაც არიან მორთულები; და აჰა, მათი გულები მათკენ არის მიმართული, ისინი შეგღაღადებენ და ამბობენ: ჩვენ მადლობას გიხდით, ღმერთო, იმისათვის, რომ ვართ რჩეული ხალხი, როდესაც სხვები დაიღუპებიან.

29 დიახ, და ისინი ამბობენ, რომ შენ მათ გაანდე, რომ ქრისტე არ იქნება.

30 უფალო ღმერთო, რამდენ ხანს მოითმენ ამდენ ბოროტებასა და ამდენ ურწმუნოებას ამ ხალხში? უფალო, მომეცი ძალა, რათა შევძლო ჩემი უძლურების ატანა. რადგან ვარ უძლური და ასეთი სიბოროტე ამ ხალხში სულს მტკენს.

31 უფალო, ჩემი გული ძალზედ დამწუხრებულია; მინუგეშე სული ქრისტეში. უფალო, ძალა მიბოძე, მოთმინებით ავიტანო ის გაჭირვებანი, რომელნიც მომევლინება ამ ხალხის ურჯულოების გამო.

32 უფალო, მინუგეშე სული და მომეცი წარმატება, ასევე ჩემს ძმობილ მშრომელებს, რომლებიც ჩემთან არიან, დიახ, ამონს და აარონს, ომნერს და ასევე ამულეკსა და ზიზრომს, ასევე ჩემს ორ შვილს. დიახ, ანუგეშე ისინი, უფალო. დიახ, ანუგეშე მათი სულები ქრისტეში.

33 უბოძე, ჰქონდეთ ძალა, გადაიტანონ თავიანთი გაჭირვებანი, რომლებიც მათ მოევლინებათ, ამ ხალხის ურჯულოების გამო.

34 უფალო, გვიბოძე, გვქონდეს წარმატება, რომ ისინი კვლავ შენთან მოვიყვანოთ ქრისტეში.

35 აჰა, უფალო, მათი სულები ძვირფასია და მრავალი მათგანი ჩვენი ძმაა; ამიტომ, მოგვეცი, უფალო, ძალა და სიბრძნე, რომ კვლავ შენთან მოვიყვანოთ ეს ჩვენი ძმები.

36 ახლა, იყო ასე, რომ როდესაც ალმამ თქვა ეს სიტყვები, მან დაადო ხელი ყველას, ვინც მასთან იყო. და აჰა, როდესაც მან დაადო ხელი მათ, ისინი აღივსნენ სულიწმინდით.

37 და ამის შემდეგ ისინი დასცილდნენ ერთმანეთს, არ ფიქრობდნენ, რა უნდა ეჭამათ ან ესვათ, ან რა ჩაეცვათ.

38 და უფალმა მათ უბოძა, არ ყოფილიყვნენ არც მშიერნი და არც მწყურვალნი, დიახ, და მან ასევე მისცა მათ ძალა, რათა არ ეწვნიათ არანაირი გაჭირვება, გარდა იმისა, რომელიც შთაინთქმებოდა ქრისტეს სიხარულით. ახლა, ეს იყო ალმას ლოცვის შესაბამისად, ვინაიდან ის ლოცულობდა რწმენით.