თავი 22
ათასწლეულის დღეს ყოველი ადამიანი უფალს ადიდებს. ის იცხოვრებს მათ შორის. შეადარეთ ესაია 12. დაახლოებით 559–545 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
1 და იტყვი იმ დღეს: უფალო, მე შენ გადიდებ, თუმცა შენ იყავი განრისხებული ჩემზე, დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშებ.
2 აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, მივენდობი და არ შემეშინდება, რადგან უფალი იეჰოვა არის ჩემი ძალა და სიმღერა; ის ასევე გახდა ჩემი ხსნა.
3 ამიტომ, სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან.
4 და იმ დღეს იტყვით: ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, გამოაცხადეთ მისი საქმენი ხალხში, გაახსენეთ, რომ ამაღლებულია მისი სახელი.
5 უმღერეთ უფალს, რადგან დიდებული რამ მოიმოქმედა მან; მთელ დედამიწას მოედო ეს ამბავი.
6 ილხინე და იგალობე, სიონის მცხოვრებო, რადგან დიდია თქვენ შორის ისრაელის წმინდა!