2010
რა არის ჭეშმარიტი სილამაზე?
ივნისი 2010


ახალგაზრდები

რა არის ჭეშმარიტი სილამაზე?

პრეზიდენტი მონსონი ამ მოწოდებით გვეუბნება, „ჩვენს მსოფლიოში, ზნეობრიობა არის მეორე ადგილზე, სილამაზის და მომხიბლელობის შემდეგ.” ახალგაზრდა ქალს შეიძლება მოუწიოს ბრძოლა მათ იმიჯთან რათა გახდნენ ისეთნაირი, რაც სინამდვილეში შეუძლიათ რომ იყვნენ. განვიხილოთ ჭეშმარიტი სილამაზე, უხუცესი ლინ გ. რობინსის სიტყვებით, სამოცდაათიანთა ქვორუმიდან:

  • ახალგაზრდა ქალი, რომლის სახე ასხივებს ბედნიერებას და უბიწოებას, ის ბრწყინავს შინაგანი სილამაზით.

  • უბიწო ღიმილი არის ჭეშმარიტი სილამაზე, რადგანაც ის ანათებს სრულიად ბუნებრივად. ამ ჭეშმარიტი სილამაზის დახატვა შეუძლებელია, ვინაიდან ის არის სულის ძღვენი.

  • თავმდაბლობა, ეს არის შინაგანი სილამაზის ხილული ნიშანი და აუცილებლობა.

  • თუ თქვენ გარეგნობის გამო ხართ დამწუხრებული, ეს დაგეხმარებათ დაინახოთ თქვენი თავი მათი თვალებით, ვისაც უყვარხართ. ფარულ სილამაზეს, რომელსაც ხედავენ ისინი, ვისაც უყვარხართ, შეუძლია გახდეს თქვენი სრულყოფილებისაკენ სწრაფვის საწინდარი.

  • მამაკაცი, რომელსაც უნდა უბიწო ქალის ცოლად მოყვანა, ისიც ასევე „არ ხედავს” ისე როგრც ბუნებრივი კაცი ხედავს (იხილეთ 1 მეფეთა 16:7). მას იზიდავს ჭეშმარიტი სილამაზე, რომელსაც უბიწო ქალი ასხივებს, წმინდა და სიხარულით სავსე გულით. ეს მართებულია ასევე ახალგაზრდა ქალისათვისაც, რომელიც ეძებს პატიოსან მამაკაცს.

  • ჩვენი მამაზეციერი ყოველი მისი ბავშვისაგან მოელის, რომ მათ გააკეთონ სწორი არჩევანი, რაც არის ერთადერთი გზა, მარადიული ბედნიერებისა და შინაგანი სილამაზისაკენ.

  • უფალთან, ადამიანები არ ეჯიბრებიან ერთმანეთს. ყველანი არიან თანაბარნი იმისათვის, რომ იქონონ სახეზე მისი იერი (იხილეთ ალმა 5:19). არ არსებობს ამაზე მეტი სილამაზე.

რათა წაიკითხოთ მოწოდება მთლიანად, იხილეთ, Lynn G. Robbins,True Beauty,New Era, ნოემბერი. 2008, 30. შესაბამისი რჩევა ახალგაზრდა მამაკაცებს შეუძლიათ იხილონ, Errol S. Phippen, “Ugly Duckling or Majestic Swan? It’s Up to You,” Liahona, ოქტომბერი. 2009, 36.