შინა მასწავლებლის მოწოდება, ივნისი 2010
ზიარებით აღთქმების განახლება
ასწავლეთ ეს წმინდა წერილები და ციტატები ან საჭიროებისამებრ სხვა პრინციპები, რომლებიც დალოცავენ იმ დებს, ვისთანაც სტუმრად მიდიხართ. გაუზიარეთ თქვენი დამოწმება მოძღვრებაზე. გაკვეთილის დროს, სთხოვეთ, მათაც ვისაც სტუმრობთ რომ გაგიზიარონ თუ რა იგრძნეს და ისწავლეს.
ზიარება დაარსა იესო ქრისტემ
„აიღო პური იესომ და აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ (მათე. 26:26). ეს არის ჩემი ხორცი, რომელიც მოგეცათ თქვენ. ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად. (ლუკა 22:19). ასეთნაირად მან აიღო თასი, ტრადიციულად წყლით გაზავებული ღვინით, სამადლობელოდ დაილოცა და გადასცა სუფრაზე მის გვერდზემსხდომთ, სიტყვებით: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად. ეს გააკეთეთ ჩემს მოსახსენიებლად. …
„გეთსიმანიის ბაღისა და გოლგოთის წინ, ზედა ოთახის ამბავის შემდეგ, აღთქმის შვილებმა დადეს აღთქმა, რომ ეხსომებოდათ ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლი, ასეთი ამაღლებული, ყველაზე წმინდა, პირადი და ახლებური გზით.”1
უხუცესი ჯეფრი რ ჰოლანდი, თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან.
ზიარების დროს, ჩვენ ვანახლებთ ჩვენს მიერ ნათლობისას მიღებულ აღთქმებს
„როდესაც ვინათლებით, ჩვენ თავზე ვიღებთ, იესო ქრისტეს წმინდა სახელს. მისი სახელის ჩვენს თავზე აღება, არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ჩვენს ცხოვრებაში. …
„ყოველ კვირას ზიარების დროს, ჩვენ პირობას ვდებთ, რომ გვეხსომება მხსნელის გამომსყიდველი მსხვერპლშეწირვა და ასევე ვანახლებთ ნათლობისას მიღებულ აღთქმებს. ჩვენ პირობას ვდებთ, რომ გავაკეთებთ ისე, როგორც გააკეთა მხსნელმა—ვიქნებით მორჩილნი მამისადმი და ყოველთვის დავიცავთ მის მცნებებს. კურთხევა რომელსაც ჩვენ მივიღებთ არის იმისათვის, რომ მისი სული მუდმივად იქნება ჩვენთან.”2
უხუცესი რობერტ დ. ჰეილსი, თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან.
„მე ვიყავი, რვა წლის გოგოსთან მისი ნათლობის დღეს. ნათლობის შემდეგ მან სთქვა, მტკიცე რწმენით: უკვე მთელი დღე ვარ მონათლული და ჯერ არცერთხელ არ შევსცოდე! მაგრამ მისი უცოდველი დღე, მუდმივად არ გაგრძელბულა და ის უკვე სწავლობს ისე როგორც ჩვენ ყველა, როგორც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენ ვერ ავიცილებთ ცუდ სიტუაციებს და ყოველ ცუდ არჩევანს” …
„… დამოუკიდებლად, ჩვენ თვითონ ვერ შევძლებთ, რეალურად ჩვენი თავის შეცვლას. ჩვენი პირადი ნებისყოფა და კეთილი განზრახვები არის საკმარესი. როდესაც ვუშვებთ შეცდომებს ან ვაკეთებთ არასწორ არჩევანს, ჩვენ გვჭირდება მხსნელის დახმარება, უკან სწორ გზაზე დასაბრუნებლად. ჩვენ ვიღებთ ზიარებას ყოველ კვირას იმისათვის, რომ გამოვავლინოთ მის ძალისადმი ჩვენი რწმენა, რათა მან ჩვენ შეგვცვალოს. ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს და პირობას ვდებთ, რომ აღარ შევცოდავთ.”3
ჯულია ბ. ბეიქი, ხსნის საზოგადოების გენერალური პრეზიდენტი.
© 2010 by Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლებები დაცულია. დაბეჭდილია ა.შ.შ.-ში. ინგლისურად დამოკიდებულია 6/09. თარგმანი დამტკიცებულია: 6/09. თარგმანი Visiting Teaching Message, June 2010. Georgian. 09366 131