პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, ივნისი 2010
ნაცრისფერ ფრთებიანი იადონები
თითქმის 60 წლის წინ, ჩემი ახალგაზრდობისას როდესაც ვმსახურობდი ეპისკოპოსად, ჩემ სამეურვეოში გარდაიცვალა ქვრივი, ქეთლინ მაკკი. მის მიერ დატოვებულ ნივთებს შორის იყო სამი საყვარელი იადონი. ორი მათგანი იყვნენ შესანიშნავი ყვითელი ფერის, რომლებიც ერგოთ მის მეგობრებს. მესამე ჩიტი, სახელად ბილი, იყო მოყვითალო და რუხი ფერის ფრთებით. და - მაკკიმ მომწერა წერილი: „იქნებ თქვენს ოჯახში შეიკედლოთ ეს ჩიტი. ის არ არის განსაკუთრებული სილამაზის, მაგრამ სამაგიეროდ ყველაზე ლამაზად მღერის.”
და - მაკკიც ძალიან ჰგავდა მის ნაცრისფერ ფრთიან ყვითელ იადონს. ის არ იყო გამორჩეული სილამაზით, ტანადობით ან შთამომავლობით ნაკურთხი. ამისდა მიუხედავად მისი სიმღერა ეხმარებოდა ადამიანებს, უფრო ადვილად გადაეტანათ ცხოვრებისეული სიმძიმეები და ჰმატებდა ძალებს საქმეებისთვის.
მსოფლიო სავსეა ასეთი ნაცრისფერ ფრთიანი იადონებით. რა სამწუხაროა რომ ასეთ მცირეოდენმა ისწავლეს სიმღერა. ზოგიერთ ახალგაზრდამ, რომლებმაც არ იციან თუ ვინ არიან, როგორები შეუძლიათ ან კიდევაც სურთ რომ იყვნენ. ყველაფერი რაც მათ უნდათ არის ვინმე სხვად ყოფნა. ზოგი შეზღუდულია წლოვანების გამო, ზედმეტი ზრუნვით და უნდობლობით დამცირებული, ცხოვრებით რომელიც ბევრად ჩამორჩება მათ შესაძლებლობებს.
იმისათვის რომ ვიცხოვროთ სავსე ცხოვრებით, უნდა განვავითაროთ ჩვენში უნარი რომ გაბედულად შევეწინააღმდეგოთ პრობლემებს, იმედის გაცრუებას მხიარულებით და გამარჯვებას მოწიწებით. ალბათ თქვენ შემეკითხებით, „როგორ შევძლებთ ამ მიზნების მიღწევას?” მე გპასუხობთ, „სწორად გააზრებით იმისა, თუ ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში!” ჩვენ ვართ ცოცხალი ღმერთის შვილები და ქალიშვილები, რომლის მსგავსად ვართ ჩვენ შექმნილნი. დაფიქრდით: შექმნილები ღმერთის სახედ მსგავსად. ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ გულწრფელად ამის რწმენას, თუ ახლებურად არ გავიაზრებთ სიმტკიცის და ძალის აზრს.
ჩვენს მსოფლიოში, ზნეობრიობა არის მეორე ადგილზე, სილამაზის და მომხიბლველობის შემდეგ. მაგრამ დიდი ხნის წინ წინასწარმეტყველს სამუელს უფალმა უთხრა: „რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს” (1 მეფეთა 16:7).
როდესაც მხსნელი ეძებდა მორწმუნე ადამიანს, მან ის არ ამოირჩია თვითკმაყოფილი ბრბოდან, რომელიც რეგულარულად იკრიბებოდა სინაგოგაში. პირიქით, მან ამოირჩია მეთევზეებიდან, კაპერნაუმიდან. საეჭვო წარმოშობის, გაუნათლებელი, იმპულსიური სიმონი გახდა რწმენის მოციქული, პეტრე. ნაცრისფერ ფრთიანი იადონი, რომელიც აირჩია უფალმა ნდობით და ერთგული სიყვარულით.
როდესაც მხსნელი ირჩევდა გულმოდგინე და ძლიერ მისიონერს, მან ის იპოვა არა მის დამცველებში, არამედ მტრებში. საული მდევნელი იქცა პავლე მქადაგებელად.
მხსნელი ირჩევდა არასრულყოფილ ადამიანებს იმისათვის რათა ესწავლებინა სრულყოფილების გზა. ასე აკეთებდა ის ძველად. ნაცრისფერ ფრთიანი იადონებით—ასე აკეთებს ის ეხლაც. აქ ქვევით, ის მოგვიწოდებს მე და თქვენ, რომ მას ვემსახუროთ. ჩვენი თავდადება უნდა იყოს მთლიანი. თუ ბრძოლისას ჩვენ წავიქცევით, მოდით შევღაღადოთ: „ო, ღმერთო, კაცობრიობის დიდო შემქმნელო, გაგვიძღვევი წინ, რომ კვლავ ვიბრძოლოთ, გამოგვიყვანე უკუნეთიდან”1
მე ვლოცულობ იმისათვის რომ ჩვენ მივბაძოთ იმ გალილეველი კაცის მაგალითს, რომელის პოვნა შეიძლება ღარიბებთან, ფეხქვეშგათელილებთან, დაჩაგრულებთან და გულგატეხილებთან. დაე იმღერონ ჩვენმა გულებმა, როდესაც ვიზამთ ასე.
© 2010 by Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლებები დაცულია. დაბეჭდილია ა.შ.შ.-ში. 6/09. თარგმანი დამტკიცებულია: 6/09. თარგმანი First Presidency Message, June 2010. Georgian 09366 131