2010
ახალი ბიჭი
ივლისი 2010


ახალგაზრდობა

ახალი ბიჭი

როდესაც ოჯახით ახალ ადგილას, ქვეყნის სხვა მხარეში, გადავსახლდით, ძალიან მადარდებდა აზრი თუ როგორ შევეგუებოდი იქაურობას. სამეურვეოში სადაც ჩვენ გადავედით იყო ახალგაზრდების დიდი ჯგუფი, მაგრამ ჩემთვის ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვიქნებოდი „ახალი ბიჭი.” ამაში ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ახალ სკოლაში უნდა წავსულიყავი და პირველი, რაც მომივიდა თავში ეს იყო: „სადილის დროს ვისთან დავჯდები?” შეიძლება ვინმე მოვძებნო ეკლესიიდან, მაგრამ არ მინდა ვინმეს დაუპატიჟებლად მივუჯდე მაგიდასთან, მითუმეტეს არ ვიცი შეიძლება არც მოისურვონ, რომ მე საერთოდ მათთან ერთად ვიყო!

სკოლის პირველი დღე უსასრულოდ გაიწელა. ბოლოს, როგორც იქნა დაირეკა ზარი და მოვიდა სადილის დრო. ნელა შევედი სასადილოში, მე ლოცვით შევსთხოვე მამაზეციერს, რომ დამხმარებოდა და ნაცნობი მომეძებნა. შევათვალიერე სასადილო, რომ იქნებ ვინმე მეცნო. არავინ. ასე, რომ სასადილოს შორეულ კუთხეში მივუჯექი მაგიდას და ვისაუზმე.

მოგვიანებით იმავე დღეს, მათემათიკის გაკვეთილზე, მე დავინახე ნაცნობი სახე. დევიდი, იმ დილით სემინარზე უკვე ნანახი მყავდა. მან მთხოვა ჩემი გაკვეთილების ცხრილი და აღმოაჩნდა, რომ ჩვენ ორივეს ერთ დროს გვქონდა სადილის დრო. მან მკითხა: „დღეს სად იჯექი სადილის დროს?”.

მე ვუპასუხე: „სასადილოს შორეულ კუთხეში”.

„კარგი, ხვალ ჩემთან დაჯდები სადილის დროს,” მითხრა მან.

მე მადლიერი ვარ, მოსიყვარულე მამაზეციერის, რომელმაც იცის ყოველი ჩვენგანის გაჭირვება და პასუხობს ყველა ჩვენს ლოცვას. მე ასევე მადლიერი ვარ, იმ ადამიანისადმი, რომელმაც გამომიწოდა მეგობრობის ხელი. უბრალო რამეს, როგორც არის მოპატიჟება, იმასაც კი შეუძლია შეცვალოს ყველაფერი.