2010
ერთგული მეგობრები
ივლისი 2010


პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, ივლისი 2010

ერთგული მეგობრები

უდიდესი პატივისცემაა როდესაც მხსნელს შეუძლია მოგვიხსენიოს თავის მეგობრებად. ჩვენ ვიცით, რომ მას სრულყოფილი სიყვარულით უყვარს მამაზეციერის ყველა შვილი. მაგრამ ის ვინც ერთგული იყო მასთან სამსახურში, მხსნელი მათ ანიჭებს ამ განსაკუთრებულ წოდებას. გავიხსენოთ სიტყვები მოძღვრება და აღთქმების 84 თავიდან: „და კვლავ გეუბნებით ჩემო მეგობრებო, რადგან ამიერიდან მე თქვენ გიწოდებთ მეგობრებს, საჭიროა, რომ მოგცეთ ეს მცნება რათა თქვენ იყოთ ისეთნი, როგორებიც იყვნენ ჩემი მეგობრები როდესაც ვმოგზაურობდი მათთან ერთად, რათა მექადაგა სახარება ჩემი ძალით” (მოძღვრება და აღთქმები 84:77).

როდესაც ვემსახურებით მოყვასს, ჩვენ ვხდებით მისი მეგობრები. ის არის იმ მეგობრის სრულყოფილი მაგალითი, რომელიც ჩვენ უნდა გავხდეთ. მას მხოლოდ საუკეთესო უნდა მისი მამაზეციერის შვილებისათვის. მათი ბედნიერება არის მისი ბედნიერებაც. მათ სევდას ის გრძნობს, როგორც თავის საკუთარს, რადგან მან გადაიხადა მამაზეციერის შვილების ყველა ცოდვის საფასური, აიღო თავის თავზე ყველა მათი უძლურებანი, გადაიტანა მათი დარდი და იგრძნო მათი მგზნებარე სურვილები. მისი განზრახვები არის წმინდა. ის არ ილტვის საკუთარი დიდებისათვის, არამედ მისი მამაზეციერის ბრწყინვალებისათვის. სრულყოფილი მეგობარი, იესო ქრისტე მოყვასის დახმარებისას არის სრულიად უანგარო.

ყოველმა ჩვენგანმა, რომელმაც ავიღეთ ჩვენს თავზე ნათლობის აღთქმა, ასევე დავდეთ პირობა, რომ მივყვებით მის მაგალითს, რომ გაჭირვებისას ამოუდგებით ერთმანეთს მხარში, ისე როგორც ის ამას იზავდა (იხილეთ მოსია 18:8).

შემდეგ რამოდენიმე დღეში თქვენ გექნებათ ბევრი შესაძლებლობა, რომ იყოთ მისი მეგობარი. ეს შეიძლება მოხდეს, როდესაც თქვენ იქნებით მტვერიან გზაზე. შესაძლებელია მაშინ, როდესაც იქნებით მატარებელში. ან კიდევ, ეკლესიაში შეკრების წინ, ადგილის ძებნის დროს. თუ თქვენ აკვირდებით და ხედავთ, რომ ვინმეს გულზე აწევს მძიმე დარდი. ეს შეიძლება იყოს მწუხარების, მარტოობის ან წყენის ტვირთი. ამის დანახვას შესძლებთ მხოლოდ თქვენ, მხოლოდ მაშინ თუ ილოცებთ სულისთვის, რომელიც გაგიხელთ თვალებს, რათა ჩაიხედოთ გულებში, იმისათვის, რომ შესძლოთ მხარში ამოუდგეთ მათ, ვინც უკვე უიმედოდ ჩამოუშვა ხელები.

თქვენი ლოცვის პასუხი შეიძლება იყოს თქვენი ძველი მეგობრის სახე, რომელიც მრავალი წელი არ გინახიათ, მაგრამ ის მოულოდნელად გვახსენდება და მის გაჭირვებას ვგრძნობთ, როგორც ჩვენს გაჭირვებად. ეს მე თავს გადამხდა, ძველმა მეგობრებმა, მომმართეს დიდი მანძილის და გასული წლების მიუხედავად, იმისათვის, რომ გაემხნევებინათ ჩემი თავი, როდესაც მხოლოდ ღმერთს შეეძლო მათთვის ეთქვა ჩემს გაჭირვებაზე.

ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება და ასეც ვიზამთ თუ ყოველთვის გვეხსომება მხსნელი. როდესაც ჩვენ მოყვასს ვანუგეშებთ და შევუმსუბუქებთ ტკივილის, ის გვანუგეშებს ჩვენც. ის მიგვიყვანს მათთან ვისაც უჭირს. ის გვაკურთხებს, რომ ვიგრძნოთ ის, რასაც გრძნობენ ისინი. როდესაც ჩვენ ვიქნებით ურყევნი მოყვასისადმი დახმარების ძალისხმევაში, ჩვენ უფრო მეტად ვიგრძნობთ ადამიანებისადმი მის სიყვარულს. ეს ჩვენ მოგვცემს სიმამაცეს და ძალას, რომ მეტი დავეხმაროთ გაჭირვებულებს რწმენით და ერთგულებით.

ამჟამად და ასევე სამარადისოდ, ჩვენ ვიგრძნობთ სიხარულს, რადგან ჩვენ ვართ მოწვეულნი მის ერთგულ მეგობრების წრეში. მე ვლოცულობ, რომ ყველანი ვიყოთ დალოცვილები ამ კურთხევით და ასევე, ისინიც, ვისაც ჩვენ ვემსახურებით.

ამ მოწოდების სწავლება

ოჯახის წევრები უფრო გააზრებულად მიიღებენ მონაწილეობას, როდესაც სთხოვთ, რომ მოძებნონ რაიმე წმინდა წერილებში ან წინასწარმეტყველების ციტატებიდან (იხილეთ Teaching, No Greater Call [1999], 55). სტატიის კითხვის დროს, სთხოვეთ, ოჯახის წევრებს განსაზღვრონ ის პრინციპები, რომლებიც მათ დაეხმარებათ, რომ გახდნენ ღირსეულნი უფალის მეგობრის წოდებისათვის.

წიგნში Teaching, No Greater Call აღნიშნულია: „თქვენ უფრო უკეთესად იქნებით სახარების სწავლებისათვის მზად თუ თქვენ შეგწევთ სიყვარული როგორც ქრისტეს. თქვენ მიიღებთ შთაგონებას იმისათვის, რათა სხვებს დაეხმაროთ, რომ უკეთესად გაიაზრონ მხსნელი და მას მიბაძონ” (12). სტატიაში აღნიშნეთ ის პრინციპები, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ გახდეთ უკეთესი შინამასწავლებლი. აღნიშნული თქვენ მეწყვილესთან ერთად, ლოცვით, განიხილეთ და მოფიქრეთ თუ როგორ უნდა იყოთ მათი „ერთგული მეგობრები” ვისაც ემსახურებით.

ამობეჭდვა