შინა მასწავლებლის მოწოდება, ივლისი 2010
ოჯახების განმტკიცება
შეისწავლეთ ეს მასალა და საჭიროებისამებრ განიხილეთ ის დებთან ვისაც სტუმრობთ. დაუსვით შეკითხვები, რათა შესძლოთ თქვენი დების განმტკიცება და ასევე იმისათვის, რომ შვების საზოგადოება გახდეს თქვენი ცხოვრების აქტიური ნაწილი.
წმინდა წერილებიდან: დაბადება 18:19; მოსია 4:15; მოძღვრება და აღთქმები 93:40; მოსე 6:55–58.
გამოვიყენოთ ყოველი შესაძლებლობა, რომ გავძლიერდეთ
ყოველი ჩვენგანი არის განსხვავებულ ოჯახურ პირობებში. ზოგ ოჯახში დედა მამა და ბავშვები ერთად ცხოვრობენ. ზოგი შვილები უკვე ცალკე ცხოვრობენ. ეკლესიის მრავალი წევრი არის მარტოხელა, ზოგი მათგანი კი, მარტოხელა მშობელი. სხვები კი, დაქვრივებულნი და მარტო ცხოვრობენ.
„მიუხედავად იმისა თუ როგორია ჩვენი ოჯახი, ყოველ ჩვენგანს შეუძლია გააძლიეროს საკუთარი ოჯახი ან დაეხმაროს სხვათა ოჯახს განმტკიცებში.
„ერთხელ ჩემ დიშვილთან ოჯახში დავრჩი სტუმრად. იმ საღამოს სანამ ბავშვების ძილის დრო მოვიდოდა, ჩვენ შევიკრიბეთ, ოჯახური საღამოსთვის და წმინდა წერილების წასაკითხავად. ოჯახის მამამ, მათ მოუთხრო ლეჰის ოჯახის ამბავი და როგორ ასწავლიდა ის თავის შვილებს იმას, რომ მჭიდროდ ჩასჭიდებოდნენ ხელით რკინის მოაჯირს, რაც ნიშნავს ღმერთის სიტყვას. რკინის მოაჯირზე მჭიდროდ ჩაჭიდება, მათ ხიფათს აარიდებდა და მიიყვანდა მათ სიხარულისა და ბედნიერებისაკენ. თუ ისინი რკინის მოაჯირს ხელს გაუშვებდნენ, მათ ჭუჭყიანი მდინარის წყალში გადავარდნის საშიშროება დაემუქრებოდათ.
„იმისათვის რომ ბავშვებს ეს თვალსაჩინოდ ენახათ, დედამისმა განასახიერა რკინის მოაჯირი რომელზეც ისინი იყვნენ ჩაჭიდებულნი და მამამ კი ეშმაკი, რომელიც ცდილობდა ბავშვების ამ უსაფრთხო და ბედნიერი ადგილიდან მოცილებას. ბავშვებს უყვარდათ ეს მოთხრობა და ისწავლეს თუ როგორი მნიშვნელოვანია რკინის მოაჯირისათვის ხელის მჭიდროდ ჩაჭიდება. როდესაც წაიკითხეს წმინდა წერილები დადგა ოჯახური ლოცვის დრო.…
„წმინდა წერილები, საოჯახო საღამო და ოჯახური ლოცვა გააძლიერებს ოჯახებს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება ოჯახის გასაძლიერებლად და ერთმანეთის მხარდასაჭერად იმისათვის, რომ ვიყოთ სწორ გზაზე.”1
ბარბარა ტომპსონი, შვების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტის მეორე მრჩეველი.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
-
ოჯახის გასაძლიერებლად, რომელ იდეებს გაუზიარებთ თქვენს დებს? როდესაც შეისწავლით მათ პირად მდგომარეობას, ფიქრებში სული გიკარნახებთ იდეებს.
-
ამ თვეში, რომელი პრიორიტეტების შეცვლა შეგიძლიათ იმისათვის, რომ უფრო მეტად განამტკიცოთ თქვენი ოჯახი?
ჩვენი ისტორიიდან
თავიდანვე შვების საზოგადოებას ჰქონდა ოჯახების განმტკიცების მოვალეობა. წინასწარმეტყველი იოსები ადრინდელ შვების საზოგადოების შეკრებებზე ასწავლიდა დებს, „როდესაც სახლში მიდიხართ, არასოდეს მიმართოთ თქვენს ქმრებს უხეში სიტყვებით, დაე ამიერიდან სიკეთით, ლმობიერებით და სიყვარულით იყოს დამშვენებული თქვენი საქმენი.”2
1914 წელს, პრეზიდენტმა იოსებ ფ. სმითმა შვების საზოგადოების დებს უთხრა: „სადაც არ უნდა იყოს უცოდინრობა ან კიდევ უთანხმოება ოჯახურ საკითხებში … ყოველთვის, იქვე ახლოს, არის ეს ორგანიზაცია, ნიჭიერი ადამიანებით, რომლებიც შთაგონებით და თავგამოდებით მზად არიან, რომ გაუზიარონ და მითითებებით ასწავლონ ეს მნიშვნელოვანი მოვალეობები.”3
© 2010 by Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლებები დაცულია. დაბეჭდილია ა.შ.შ.-ში. ინგლისურად დამტკიცებულია 6/09. თარგმანი დამტკიცებულია: 6/09. თარგმანი Visiting Teaching Message, July 2010. Georgian. 09367 131