2010
მისიონერთა შობა
დეკემბერი 2010


ახალგაზრდები

მისიონერთა შობა

როდესაც მე სრული დატვირთვის მისიონერად ვმსახურობდი, მე და ჩემი ძმადნაფიცი ვეწვიეთ ახლად მონათლულის ოჯახს. ეს ჩემი მეორე შობა იყო მისიაზე. დიდებული საშობაო სადილის შემდეგ ჩვენ გავუზიარეთ მათ საშობაო გზავნილი.

ჩვენ ვთხოვეთ ოჯახს დაეხატათ ის, რაც ახსენებდათ მათ წელიწადის ამ ხანას, მაგალითად: ვარსკვლავები, საჩუქრები, იესო ქრისტეს შობის ამსახველი ნაკეთობანი, სურათები და ნაძვის ხე. შემდეგ, ჩვენ წავიკითხეთ ნაწყვეტები წმინდა წერილებიდან, მათ შორის 2 ნეფი 19:6: „რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ, ძე მოგვეცა; და იქნება მთავრობა მის მხრებზე; და უწოდებენ მას სახელად: საკვირველს, მრჩეველს, ძლიერ ღმერთს, საუკუნო მამას, მთავრს მშვიდობისა.” ჩვენ ვიმღერეთ „Once in Royal David’s City” (Hymns, 205), ვნახეთ ფილმი ქრისტეს შობაზე და გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი დამოწმებები იესო ქრისტეს მიმართ.

ეს იყო მეტად უჩვეულო, ჩვენი ოჯახებიდან შორს,უბრალო გარემოში გატარებული შობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივი საშობაო ზეიმიც შორს იყო ჩვენგან, მაგრამ ჩვენ გავიზიარეთ დამოწმებები ქრისტეს მიმართ და მე, უფრო ღრმად, ვიდრე ოდესმე განმიცდია, ვიგრძენი სიყვარული და მადლიერება იმის გამო, რომ იგი გაჩნდა. მე გავაცნობიერე, რომ ეს იყო ჩემი ბოლო მისიონერული შობა მამაზეციერის მიმართ მსახურების დროს, მაგრამ მე მივხვდი, რომ მისი სული დამიმოწმებდა მისი ძის შესახებ ნებისმიერ ადგილას, სადაც კი არ უნდა ვყოფილიყავი.