პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, დეკემბერი 2010
შეგვიძლია ვიხილოთ ქრისტე?
ერთ საღამოს, როდესაც პაპა უკითხავდა თავის–ოთხი წლის შვილიშვილს მოთხრობას, ბავშმა აიხედა ზემოთ და სთქვა: „პაპა, შეხედე ვარსკვლავებს!” მოხუცმა კეთილად გაუღიმა და უპასუხა: „ჩვენ სახლში ვართ, ჩემო ტკბილო. აქ ვარსკვლავები არ არის.” მაგრამ ბავშვი ამტკიცებდა: „შენს ოთახში ვარსკვლავებია! შეხედე!”
პაპამ აიხედა და გაოცდა, ჭერი ლითონის ბრჭყვიალებით იყო მოფენილი. დროის უმეტეს ნაწილად ეს შეუმჩნეველი იყო, მაგრამ როდესაც ბრჭყვიალებზე შუქი გარკვეული კუთხით ვარდებოდა, ჭერი მართლაც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ჰგავდა. ამის დასანახად ბავშვის თვალები იყო საჭირო. ამ დღიდან დაწყებული, როდესაც პაპა ოთახში შედიოდა, ყოველთვის ზემოთ იცქირებოდა და ხედავდა იმას, რასაც აქამდე ვერც კი ამჩნევდა.
კარს მოგვადგა მუსიკითა და სინათლით გასხვოსნებული, წვეულებებითა და საჩუქრებით აღვსილი ქრისტეშობის ხანა. მაგრამ ყველასგან განსხვავებით, ჩვენ, მაცხოვრის სახელის მატარებელი ეკლესიის წევრები, უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ შობის შინაარსში და დავინახოთ წელიწადის ამ ხანაში უდიადესი ჭეშმარიტება და სილამაზე.
საინტერესოა, რამდენმა ადამიანმა იცოდა ის რომ იქ, ბეთლემში, მათთან ასე ახლოს, დაიბადა მაცხოვარი? დიდი ხნის ნანატრი და დაპირებული მესია, ძე ღვთისა, — მათ შორის იმყოფებოდა!
გახსოვთ რა უთხრა ანგელოზმა მწყემსებს? „დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი.” და მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: „წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ მომხდარი ამბავი” (ლუკა 2:11, 15).
ჩვენც, როგორც ამ მწყემსებმა, უნდა ვთქვათ საკუთარ გულში: „მოდით ვნახოთ მომხდარი ამბავი. ჩვენ ეს სურვილი გულში უნდა ვიქონიოთ. მოდით ვიხილოთ ისრაელის სიწმინდე ბაგაში, ტაძარში, მთაზე და ბოლოს ჯვარცმული. ისე, როგორც მწყემსებმა, ვაქოთ და ვადიდოთ ღმერთი ამ უდიდესი სიხარულის მომტანი ამბავისათვის.
ზოგჯერ ყველაზე ძნელია დავინახოთ ის, რაც ჩვენს თვალწინაა. ზუსტად ისე, როგორც პაპა ვერ ხედავდა ჭერზე ანთებულ ვარსკვლავებს, ჩვენც ასევე, ზოგჯერ ვერ ვხედავთ იმას, რაც ესოდენ თვალნათელია.
ჩვენ, რომლებმაც მოვისმინეთ ეს უდიდებულესი ამბავი ღვთის ძისა და მისი მოვლინების შესახებ, ჩვენ, რომლებმაც ავიღეთ საკუთარ თავზე მისი სახელი და შევედით მასთან აღთქმაში, რათა გვევლო მისი გზით ვით მოწაფენი მისი, ამიტომ უნდა გავხსნათ საკუთარი გული და გონება რათა სინამდველეში ვიხილოთ იგი.
ქრისტეშობის ხანა მშვენიერია ბევრი მიზეზის გამო. ეს არის ქველმოქმედების, სათნოებისა და ძმობის სიყვარულის ხანა. ეს არის ხანა, როდესაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ საკუთარ ცხოვრებასა და ლოცვა-კურთხევებზე. ეს არის პატიებისა და მიტევების დრო. ეს არის ხანა, რომლის დროსაც ვტკბებით მუსიკითა და სინათლით, წვეულებებითა და საჩუქრებით. მაგრამ ამ ხანის ბრწყინვალებამ არ უნდა დაგვაბრმავოს და არ უნდა შეგვიშალოს ხელი იმაში, რომ ვიხილოთ თვით მშვიდობის თავადი, მთელი მისი სიდიადით.
მოდით ყველამ გადავაქციოთ ამ წლის შობა სიხარულისა და ზეიმის ხანად, როდესაც ჩვენ ვაღიარებთ იმ საოცრებას, რომ ჩვენმა ყოვლისშემძლე ღმერთმა გამოაგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, სამყაროს გამოსასყიდად.
© 2010 by Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. დაბეჭდილია გერმანიაში. ინგლისურად დამტკიცებულია: 6/09. თარმანი დამტკიცებულია: 6/09. თარგმანი First Presidency Message, December 2010. Georgian. 09372 131