შინა მასწავლებლის მოწოდება, დეკემბერი 2010
ჩვენი პასუხისმგებლობა სატაძრო და საოჯახო ისტორიის სამუშაოში
შეისწავლეთ ეს მასალა და საჭიროებისამებრ განიხილეთ ის დებთან, ვისაც სტუმრობთ. დაუსვით შეკითხვები, რათა შესძლოთ თქვენი დების განმტკიცება და ასევე იმისათვის, რომ მოწყალების საზოგადოება გახდეს თქვენი ცხოვრების აქტიური ნაწილი.
საუკუნეების განმავლობაში ადამიანები მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან სახარების ცოდნის გარეშე. ზოგიერთი მათგანი თქვენი ახლო თუ შორი ნათესავები არიან. ისინი გელოდებიან თქვენ საჭირო ძიების ჩასატარებლად, რათა ოჯახები შეიკრან და ჩატარდეს მათთვის საჭირო გადარჩენის წეს-ჩვეულებები.
მთელს მსოფლიოში ტაძრების უმეტესი ნაწილი საკმაოდ დატვირთული როდია. უფალი შეგვპირდა, რომ თქვენი გულები მიუბრუნდება მამებს, ისე რომ დედამიწა აღარ იქნება მთლიანად აკლებული (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 2:2–3).
ასე, რომ არის პირადი ლოცვა-კურთხევები, რომლებსაც თქვენ ღებულობთ შედეგად იმისა, რომ მონაწილეობთ სატაძრო და საოჯახო ისტორიის სამუშაოში. ერთ-ერთი ლოცვა-კურთხევათაგანია ის სიხარული, რომელსაც თქვენ განიჭებთ აზრი იმის შესახებ, რომ თქვენ თქვენს წინაპრებს ემსახურებით. მეორეა ის, რომ თქვენ ხდებით სატაძრო რეკომენდაციის ღირსნი, რაც დასტურია იმისა, რომ თქვენ უფლის წინაშე ხართ ამის ღირსი. მათ კი, ვისაც დღეს ჯერ არა აქვს ასეთი უპირატესობა, უნდა ითანამშრომლონ ეპისკოპოსთან ან მრევლის პრეზიდენტთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად გახდნენ რეკომენდაციის ღირსნი. გთხოვთ, არ დარჩეთ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნის გარეშე. მე ვამოწმებ, რომ გამოსყიდვა რეალურია და რომ ცოდვების მიტევება შესაძლებელია სათანადო მონანაიების პირობით.
როდესაც ჩვენ ვმონაწილეობთ სატაძრო და საოჯახო ისტორიულ სამუშაოში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სულიწმინდა ჩვენთან არის, რათა გვანუგეშოს ყოველი განსაცდელისას და მიგვიძღვოდეს წინ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა მიღების დროს. სატაძრო და საოჯახო ისტორიის სამუშაო არის, ჩვენს მიერ ჩვენი წინაპრებისადმი მოწყალებისა ან მსახურების ნაწილი.
ჩვენი ისტორიიდან
წინასწარმეტყველმა იოსებ სმითმა ბრძანა: „ამ ქვეყნად ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ღმერთმა დაგვაკისრა, არის ის, რომ ჩვენ მუდმივად ვიყოთ დაკავებულნი ჩვენი გარდაცვლილი წინაპრების ძიებით” (History of the Church, 6:313). დასაწყისშივე მოწყალების საზოგადოების დები მხარს უჭერდნენ ამ დიდებულ სამუშაოს. 1842წ., ნავუში, სარა მ. კიმბალის სურვილმა დახმარებოდა მუშებს ტაძრის აშენებაში, წააქეზა მისი სულიერი დები საკუთარი თავის ორგანიზებაზე, რათა მათ უფრო ეფექტურად შეეძლოთ მსახურება. როდესაც მათ დაიწყეს შეხვედრები, წინასწარმეტყველმა მღვდლობის მაგალითად, დაარსა პირველი მოწყალების საზოგადოება. იმ დროიდან მოწყალების საზოგადოების დები ეხმარებოდნენ ნავუს ტაძრის მშენებლობაში.
„1855წ. რვა წლის შემდეგ იმისა, რაც წმინდანები პირველად ჩამოვიდნენ იუტაში, ჩამოყალიბდა ტაძრის მოსილების სახლი. ელაიზა რ. სნოუ, რომელიც გახლდათ მოწყალების საზოგადოების პირველთაგანი წევრი და ის, რომელმაც შეინახა ორგანიზაციის ყველა ჩანაწერი, 1866 წ. წინასწარმეტყველმა ბრიგამ იანგმა მოუწოდა მას მოწყალების საზოგადოების გენერალურ პრეზიდენტად. იგი და მისი სხვა სულიერი დები, ერთგულად მსახურობდნენ ტაძრის მოსილების სახლში. შემდეგ, როდესაც სეინტ ჯორჯისა და მანტის ტაძრები აშენდა, ეს სულიერი დები მოგზაურობდნენ ამ ტაძრებში, რათა შეძლებოდათ აღესრულებინათ სამუშაო გარდაცვლილებისათვის.”1
© 2010 by Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. დაბეჭდილია გერმანიაში. ინგლისურად დამტკიცებულია: 6/09. თარგმანი დამტკიცებულია: 6/09. თარგმანი Visiting Teaching Message, December 2010. Georgian. 09372 131