2011
ყველაფერი, რისი მიცემაც შემიძლია
ივლისი 2011


ახალგაზრდები

ყველაფერი, რისი მიცემაც შემიძლია

მე ძალიან ვნერვიულობდი იმაზე, თუ როგორ უნდა დამეფარა ზაფხულის ღონისძიებებთან დაკავშირებული ყველა ხარჯი: გაკვეთილები, წრეები, ბანაკი, და ა.შ. მეგონა ავტირდებოდი, შემდეგ გამახსენდა ყველაფერი, რაც კი მისწავლია უფლის მიმართ რწმენის შესახებ. მე გადავწყვიტე მივენდო უფალს, და თუ მისი ნება იქნებოდა, გზაც მოიძებნებოდა.

არც თუ ისე ბევრი დრო გავიდა რაც დედამ იპოვა ჩემი წინა სამსახურიდან ჩეკი, რომელიც განაღდებული არ მქონდა, მომდევნო დღეს კი მე ფოსტით მცირე ფულადი ანაზღაურებაც მივიღე შეჯიბრებებში მეორე ადგილის აღებისათვის. ჩემთვის ეს უდიდესი დამოწმება იყო იმისა, რომ ღმერთი არსებობს, რომ მე მას ვუყვარვარ და იგი ზრუნავს ჩემზე და ჩემს კეთილდღეობაზე.

მე იმდენად აღვივსე მამაზეციერისა და მაცხოვრის მიმართ მადლიერებისა და სიყვარულის გრძნობით, რომ ჩემი სხეული ველარ იტევდა ამ განცდეგს. მე მინდოდა ჩემი მადლიერების გამოხატვა იმით, რომ მედიდებინა ღმერთი და სხვებისთვისაც გამეზიარებინა ეს გრძნობა. ზოგიერთი ადამიანი ამას ლექსის ან სიმღერის საშუალებით გამოხატავს, ზოგი სურათის დახატვით, თუმცა მე არ შემეძლო ამის გაკეთება. მივხვდი, რომ ერთადერთი რამ, რაც ჩემს შესაძლებლობებში იყო ღვთის სადიდებლად, გახლდათ ის, რომ ჩემი ცხოვრება „მორწმუნეთათვის მაგალითი” ყოფილიყო (1 ტიმოთე 4:12), რათა მიმეძღვნა იგი ქრისტესთვის, რამეთუ ეს არის ის ერთადერთი რამ, რასაც იგი ჩვენგან ითხოვს. ეს არის ის, რისი მიცემაც შემიძლია მისთვის.

ამობეჭდვა