2011
მოდით ტაძარში და მიიღეთ კუთვნილი კურთხევა
ივლისი 2011


შინა მასწავლებლის მოწოდება, ივლისი 2011

მოდით ტაძარში და მიიღეთ კუთვნილი კურთხევა

შეისწავლეთ ეს მასალა და საჭიროებისამებრ განიხილეთ ის დებთან, ვისაც სტუმრობთ. დაუსვით შეკითხვები, რათა შესძლოთ თქვენი დების განმტკიცება და ასევე იმისათვის, რომ მოწყალების საზოგადოება გახდეს თქვენი ცხოვრების აქტიური ნაწილი.

რწმენა • ოჯახი • მოწყალება

დებო, ჩვენ უაღრესად დალოცვილნი ვართ. ამ ეკლესიას მაცხოვარი უდგას სათავეში. ჩვენი ხელმძღვანელები ცოცხალი წინასწარმეტყველები არიან. ჩვენ წმინდა წერილები გვაქვს. ჩვენ მსოფლიოს უამრავ კუთხეში წმინდა ტაძრები გვაქვს, სადაც შეგვიძლია მივიღოთ ყველა ის წეს-ჩვეულება, რომელიც დაგვეხმარება მამაზეციერთან დაბრუნებაში.

ჩვენ თავდაპირველად საკუთარი თავისთვის მივდივართ ტაძარში. „ტაძრის პირველი დანიშნულებაა”, როგორც თორმეტ მოციქულთა ქვორუმის უხუცესმა რობერტ დ. ჰეილზმა აგვიხსნა, „ყველა იმ აუცილებელი წეს-ჩვეულების შესრულება, რომელიც აუცილებელია ჩვენი ამაღლებისათვის ცელესტიალურ სასუფეველში.” ტაძრის წეს-ჩვეულებებს მივყავართ მაცხოვრისაკენ და გვაძლევენ კურთხევას, რომლის მიღებაც შესაძლებელია ჩვენთვის იესო ქრისტეს გამოსყიდვის გამო. ტაძრები- კაცობრიობისათვის ის ცნობილი და დიადი უნივერსიტეტებია,რომლებიც გვაძლევენ ცოდნასა და სიბრძნეს სამყაროს შექმნის საკითხების შესახებ. სატაძრო მოსილების დარიგებანი გვასწავლიან იმას, თუ როგორ უნდა ვცხოვრობდეთ მიწიერ ცხოვრებაში… ეს წეს-ჩვეულება შედგება მთელი რიგი მითითებებისაგან მასზედ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და რა აღთქმები დავდოთ, რათა მივბაძოთ მაცხოვარს და ვიყოთ მართალნი.”1

მაგრამ ჩვენი სატაძრო მსახურება ამით არ მთავრდება. ბოიდ კ. პაკერი, თორმეტ მოციქულთა ქვორუმის პრეზიდენტი, გვასწავლიდა: „როდესაც თქვენ ასრულებთ წეს-ჩვეულებას მისთვის, ვინც იმყოფება მიღმიერ სამყაროში, თქვენ გაგახსენდებათ ის აღთქმები, რომლებიც თქვენ დადეთ უფლის წინაშე. თქვენს გონებაში უფრო განმტკიცდება ის დიადი სულიერი კურთხევა, რომელიც უკავშირდება უფლის სახლს… თქვენს მიერ შესასრულებელ აღთქმებსა და წეს-ჩვეულებებში დაინახავთ იმ ლოცვა-კურთხევას, რომლის ღირსნიც შეგიძლიათ გახდეთ წმინდა ტაძარში ყოფნისას.”2

მოდით ტაძარში ერთხელ და კიდევ მრავალჯერ. სატაძრო აღთქმის დადებით და მისი შესრულებით ჩვენ ვივლით იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს უდიდეს დალოცვამდე ყველა დალოცვათა შორის—მარადიულ ცხოვრებამდე.

ბარბარა ტომპსონი, მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტის მეორე მრჩეველი.

წმინდა წერილებიდან

ესაია 2:3 ; 1 კორინთელთა 11:11; გამოცხადება 7:13–15; მოძღვრება და აღთქმები 109

ჩვენი ისტორიიდან

წინასწარმეტყველი იოსებ სმითი ხშირად ესაუბრებოდა მოწყალების საზოგადოების დებს, მათი შეხვედრების დროს. ნავუს ტაძრის მშენებლობის დროს წინასწარმეტყველი მოძღვრავდა დებს, რათა განემზადა ისინი სატაძრო წეს–ჩვეულებების მეშვეობით მეტი ცოდნის შეძენისათვის. 1842წ. მან უთხრა მერსი ფილდინგ თომსონს, რომ სატაძრო მოსილება „გამოგიყვანთ სიბნელიდან გასაოცარ სინათლეში.”3

დაახლოებით 6000 უკანასკნელი დღეების წმინდანმა ნავუდან გამოსვლამდე მიიღო სატაძრო წეს-ჩვეულებები. პრეზიდენტმა ბრიგამ იანგმა (1801–77) ბრძანა: „იმდენად დიდი იყო წმინდანთა სურვილი მიეღოთ სატაძრო წეს-ჩვეულებანი და ჩვენის მხრივ, იმდენად დიდი იყო ჩვენი სურვილი ვემსახუროთ მათ ამ საქმეში, რომ მე ჩემი თავი მთლიანად მივუძღვენი უფლის მსახურებას ტაძარში. ძილისთვის საშუალოდ სულ რაღაც ოთხი საათი მქონდა, სახლში წასასვლელად კი მხოლოდ კვირაში ერთხელ თუ ვიცლიდა.”4 ტაძრის ძალა და მისი აღთქმები აძლიერებდნენ წმინდანებს იმ დროს, როცა ისინი ტოვებდნენ საკუთარ ქალაქსა და ტაძარს უცხო ადგილას წასასვლელად.

შენიშვნები

  1. რობერტ დ. ჰეილზი, “Blessings of the Temple,” Liahona, ოქტომბერი 2009, 14.

  2. ბოიდ ქ. პაკერი, The Holy Temple (1980), 170, 171.

  3. Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2007), 414.

  4. Teachings of Presidents of the Church: Brigham Young (1997), 299.

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. რა გამოცდილებას გავუზიარებ მათ, ვისაც ვეწვევი, მათი ტაძარში წასვლის გადაწყვეტილების განსამტკიცებლად?

  2. როგორ შემიძლია მე პირადად მოვითხოვო ტაძრის კურთხევები?

ამობეჭდვა