2011
ძმაო, მე ვალდებულება ავიღე
ივლისი 2011


პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, ივლისი 2011

ძმაო, მე ვალდებულება ავიღე

ორი ძმა იდგა პატარა კლდის წვერზე, რომელიც დაჰყურებდა ცისფერი ტბის კრიალა ზედაპირს. ეს ყველასათვის კარგად ნაცნობი ჩასაყვინთი ადგილი იყო. ძმები ხედავდნენ, როგორ ხტებოდნენ კლდიდან ბიჭები და ხშირად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ თვითონაც ეცადათ ბედი.

მიუხედავად იმისა, რომ სურვილი ორივეს ჰქონდა, პირველად ჩახტომა არც ერთს არ უნდოდა. კლდე არც თუ ისეთი მაღალი იყო, მაგრამ პატარა ბიჭებისათვის მანძილი კლდის წვერიდან ტბის ზედაპირამდე თითქოს იზრდებოდა, როდესაც ისინი წინ იხრებოდნენ გადასახტომად, და ამ დროს მათი სიმამაცეც სადღაც ქრებოდა.

ბოლოსდაბოლოს, ერთ-ერთმა ძმამ კლდის პირას ფეხი დადგა და გაბედულად გადაიწია წინ. ამ დროს მისმა ძმამ წაიჩურჩულა: „იქნებ მომავალი ზაფხულისთვის გადაგვედო?”

პირველ ძმას უკვე ვერაფერი ვერ შეაჩერებდა. „ძმაო, -უპასუხა მან, „მე ხომ ვალდებულება ავიღე!”

იგი წყალში გადახტა და მალევე გამარჯვების წამოძახილით ამოყვინთა. მეორე ძმაც დაუყოვნებლივ მიჰყვა ძმას. შემდეგ ისინი ორივე იცინოდნენ, როდესაც იხსენებდნენ წყალში ჩახტომამდე ნათქვამ სიტყვებს: „ძმაო, მე ხომ ვალდებულება ავიღე.”

ვალდებულება ცოტათი ჰგავს წყალში გადახტომას. შენ ან გაქვს ვალდებულება აღებული და ან არა. შენ ან წინ მიიწევ ან გაუნძრევლად დგახარ. ნახევარი გზა არ არსებობს. ჩვენ ყველანი ვდგებით ისეთი არჩევანის წინაშე, რომელიც მთლიანად გვიცვლის ცხოვრებას. ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრებმა, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „გადავხტები თუ უბრალოდ ნაპირზე დავდგები? გადავდგავ ნაბიჯს წინ თუ უბრალოდ ფეხის თითებს ჩავყობ წყალში ტემპერატურის გასასინჯად?”

ზოგჯერ ჩვენ ვცოდავთ არასწორი ქმედებებით, ზოგჯერ კი უმოქმედობით. როდესაც ჩვენ თითქოს ვალდებულება გვაქვს აღებული სახარების მიმართ, ასეთი მიდგომა ჩვენში იმედ გაცრუებას, მწუხარებას და სინანულის გრძნობას იწვევს. ასეთი „ვალდებულება” არ უნდა გვეკადრებოდეს ჩვენ, როგორც აღთქმულ ერს. ჩვენ ვდებთ აღთქმას უფალთან ნათლობის დროს და მაშინ, როდესაც მის სახლში შევდივართ. მამაკაცები დებენ აღთქმას უფალთან, როდესაც ისინი ღებულობენ მღვდლობას. არაფერი არ არის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უფალთან დადებული აღთქმის შესრულება. მოდით გავიხსენოთ რახელისა და ლეას პასუხი იაკობს ძველ აღთქმაში. ეს პასუხი უბრალოა, პირდაპირი და მათ მიერ საკუთარ თავზე ვალდებულების აღების კარგი მაგალითი: „გააკეთე ყოველივე, რაც გითხრა შენ ღმერთმა” (დაბადება 31:16).

მათ, ვისაც ვითომ ვალდებულება აქვთ აღებული, შეუძლიათ შესაბამისად თითქოს დამოწმების, სიხარულისა და სიმშვიდის დალოცვის მიღება. ცის საქანელნი თითქოს და გაიხსნება მათთვის. განა სისულელე არ არის იფიქრო: „მე ეხლა 50% ავიღებ ვალდებულებას, მაგრამ ქრისტეს მეორე მოსვლისთანავე 100% ვალდებულებას ვიკისრებ?”

ჩვენს მიერ უფლის მიმართ დადებული აღთქმის ვალდებულება, ჩვენი მოქცევის ნაყოფია. ჩვენი მაცხოვრისა და მისი ეკლესიის მიმართ ვალდებულება აყალიბებს ჩვენს ბუნებას და აძლიერებს სულს ისე, რომ როდესაც ჩვენ შევხვდებით ქრისტეს, იგი ჩაგვიკრავს გულში და გვეტყვის: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ” (მათე 25:21).

სურვილი და ქმედება განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მათ, ვისაც მხოლოდ სურთ ვალდებულების აღება, ყოველთვის შეუძლიათ თავის გამართლება მის შეუსრულებლობის გამო. მათ, ვისაც ნამდვილად აქვთ ვალდებულება აღებული, დგებიან დაბრკოლების წინაშე და ეუბნებიან საკუთარ თავს: „კი, ეს საქმის გადადებისთვის კარგი მიზეზია, მაგრამ მე ვალდებულება ავიღე, ასე რომ შევასრულებ დაკისრებულ ვალდებულებას.” ისინი სწავლობენ წმინდა წერილებს და დაჟინებით ეძიებენ მამაზეციერის წინამძღოლობას. ისინი ღებულობენ და ადიდებენ თავის საეკლესიო მოწოდებებს, ესწრებიან შეკრებებს, ეწვევიან ოჯახებს შინა მასწავლებლისა თუ ოჯახის მასწავლებლის გზავნილებით.

გერმანული ანდაზა ამბობს: „დაპირებები სავსე მთვარეს ჰგავს. თუ მათ ერთბაშად არ ასრულებ, ისინი ყოველდღე კლებულობენ.” ჩვენ, როგორც უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებმა, ავიღეთ ვალდებულება ვიაროთ მოწაფეობის გზით. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება მივბაძოთ მაცხოვარს. წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლებოდა სამყარო უკეთესობისაკენ და რა მადლს მიიღებდა იგი, როდესაც უფლის ეკლესიის ყოველი წევრი საკუთარ ჭეშმარიტ პოტენციალს გამოავლენდა, გულის სიღრმეში იქნებოდა მოქცეული და შეასრულებდა ვალდებულებას აშენოს ღვთის სასუფეველი დედემიწაზე.

ყოველი ჩვენთაგანი გარკვეულწილად დგას კლდის პირას და უყურებს წყალს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი. მე ვლოცულობ მასზედ, რომ ჩვენ ვიქონიოთ რწმენა, მისწრაფებით და სითამამით დავუდგეთ წინ ცრემლებსა და ეჭვებს და ვუთხრათ საკუთარ თავს: „მე ვალდებულება ავიღე!”

ამ მოწოდების სწავლება

„მოწაფეებისათვის სახარების პრინციპების უკეთესად წვდომის ერთ-ერთი ხერხია მათ მიერ სურათების დახატვა. ხატვა ეხმარება მათ სახარებაში მოცემულ მოთხრობებისა და პრინციპების შეგრძნებებისა და წვდომის გამოვლინებასა და გამომჟღავნებაში” (Teaching, No Greater Call [1999], გვ.166). წაიკითხეთ სტატია, განიხილეთ სახარების მიმართ ვალდებულების აღება, შემდეგ სთხოვეთ მსურველებს დახატონ სურათი, რომელიც სახარების მიმართ ვალდებულების აღებას გამოხატავს. ბავშვებს შეიძლება დაჭირდეთ იდეის მიწოდება იმაზე, თუ რა დახატონ.

ამობეჭდვა