2011
ჩვენი დროის სწავლება
ნოემბერი 2011


ჩვენი დროის სწავლება

მელქიცედეკის მღვდლობისა და მოწყალების საზოგადოებისთვის განკუთვნილი მეოთხე კვირის გაკვეთილები უნდა ეძღვნებოდეს „ჩვენი დროის სწავლებას”. გაკვეთილის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოლო გენერალური კონფერენციის გამოსვლები (იხილეთ ქვემოთ მოყვანილი ცხრილი). პალოსა ან ოლქის პრეზიდენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ გამოსვლები ან მისცენ შესაბამისი დავალება ეპისკოპოსებსა და მრევლის პრეზიდენტებს. ხელმძღვანელებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება იმაზედ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მივაწოდოთ მელქიცედეკის მღდლობასა და მოწყალების საზოგადოებას ერთი და იგივე გაკვეთილი.

ისინი, ვინც ესწრებიან მეოთხე კვირის გაკვეთილს, წინასწარ უნდა გაეცნონ და თან იქონიონ ბოლო კონფერენციის მასალები.

კონფერენციის გამოსვლების გაკვეთილში გამოყენებასთან დაკაშირებული რჩევები

ილოცეთ, რამეთუ საკონფერენციო გამოსვლების შესწავლის და გადმოცემის დროს სული წმინდა იყოს თქვენთან. შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი, მოამზადოთ გაკვეთილი სხვა მასალის გამოყენებით, მაგრამ ზუსტად კონფერენციის მასალებია ის წყარო, რომლითაც უნდა ვხელმძღვანელობდეთ. თქვენ გევალებათ მოეხმაროთ სხვებს ისწავლონ და ცხოვრებაში გამოიყენონ სახარება ისე, როგორც ბოლო გენერალურ კონფერენციაზე დაგვმოძღვრეს.

გადახედეთ გამოსვლებს, გაამახვილეთ ყურადღება მოძღვრების იმ პრინციპებზე, რომლებსაც განსაკუთრებით საჭიროებს მრევლი. მოძებნეთ მოთხრობები, ნაწყვეტები წმინდა წერილებიდან და მტკიცებები, რომლებიც მოგეხმარებათ სწავლების დროს.

შეადგინეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც გადმოსცემთ სწავლებას და შესაბამის პრინციპებს. იფიქრეთ შეკითხვებზე, რომლებიც დაეხმარებათ მოწაფეებს.

  • საკონფერენციო გამოსვლებში ეძიეთ სწავლების პრინციპებს.

  • იფიქრეთ მათ მნიშვნელობაზე.

  • გაუზიარეთ სხვებს თქვენი აზრები, გამოცდილება და დამოწმება.

  • მოარგეთ ეს პრინციპები და სწავლება მათ ცხოვრებას.

გაკვეთილების ჩატარების განრიგი (თვეების მიხედვით)

მეოთხე კვირის მასალები

ნოემბერი 2011–აპრილი 2012

2011წ.ნოემბერში გამოქვეყნებული მასალები ლიახონა*

2012წ. მაისი –2012წ. ოქტომბერი

2012წ.მაისში გამოქვეყნებული გამოსვლები ლიახონა*

  • სხვადასხვა ენებზე გადათარგმილი გამოსვლები შეგიძლიათ იხილოთ conference.lds.org.

ამობეჭდვა