2012
ქარიშხალს არ შეუშინდნენ
იანვარი 2012


ახალგაზრდები

ქარიშხალს არ შეუშინდნენ

პალოს ახალგაზრდა ქალების ლაშქრობის მეორე ღამეს ქარიშხალი და ტორნადო დაგვატყდა თავს. ჩემს მეურვეობაში დაახლოებით 24 ახალგაზრდა ქალი იყო, მათ შორის ორი ხელმძღვანელი. ჩვენ ყველას მოგვიწია თავის შეფარება ერთ პატარა ქოხში. ძლიერად წვიმდა, ქარი უფრო და უფრო ბობოქრობდა. მე სულ ვიხსენებდი იმ ლოცვას, რომელიც ჩვენს წასვლამდე პალოს პრეზიდენტმა აღავლინა. ჩვენმა მეურვეობამაც ილოცა ქოხში, მე მათთან ერთადაც ვილოცე და ცალკეც.

ბევრი გოგონა შეშინებული იყო, გასაგებია რატომაც. ჩვენი ქოხი არც თუ ისეთი მყარი იყო, თანაც ჩვენ მდინარესთან ვიყავით დაბანაკებულები. დაახლოებით 20 წუთში ქარიშხალი იმდენად გაძლიერდა, რომ მთელი მეურვეობა გამოიქცა მრჩევლების ქოხებისკენ, რომლებიც უფრო ამაღლებულ ადგილას იდგნენ. ჩვენმა პალოს პრეზიდენტმა ისევ ილოცა, ჩვენ კი დასამშვიდებლად საეკლესიო ჰიმნები, საბავშვო და ლაშქრობის სიმღერები ვიმღერეთ. დიახ, ჩვენ შეგვეშინდა, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. უკვე ნახევარ საათში ჩვენ შეგვეძლო ჩვენი მეურვეობის ქოხებში დაბრუნება.

მოგვიანებით გავიგეთ, თუ რა მოხდა იმ ღამეს. თურმე ტორნადომ გვერდი აგვიარა და გაიყო ორი მიმართულებით, მაღჯვნივ და მარცხნივ. ის, რაც ჩვენთან მოხდა, არაფერი არ იყო იმასთან შედარებით, რაც შესაძლებელი იყო მომხდარიყო.

მე ვიცი, რომ იმ ღამეს ღმერთმა შეისმინა ჩვენი ლოცვა და დაგვიფარა უბედურებისგან. გაიყოფოდა ტორნადო ორი მიმართულებით თუ არა ღმერთის ნება? მე ვიცი, რომ როდესაც ჩვენს ცხოვრებაში ქარიშხალი ამოვარდება, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ვილოცოთ და მამაზეციერი შეისმენს ჩვენს ლოცვას, გაგვცემს პასუხს და მოგვცემს გამბედაობას; ის დაგვიფარავს უბედურებისგან.

ამობეჭდვა