2012
შინა მასწავლებლის როლში ზრუნვა და მსახურება
იანვარი 2012


შინა მასწავლებლის მოწოდება, იანვარი 2012

შინა მასწავლებლის როლში ზრუნვა და მსახურება

შეისწავლეთ ეს მასალა და საჭიროებისამებრ განიხილეთ ის დებთან, ვისაც სტუმრობთ. დაუსვით შეკითხვები, რათა შესძლოთ თქვენი დების განმტკიცება და ასევე იმისათვის, რომ მოწყალების საზოგადოება გახდეს თქვენი ცხოვრების აქტიური ნაწილი.

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

პირველ პრეზიდენტთა პირველი მრჩეველი, პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი გვასწავლიდა: „მოწყალება გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე კეთილგანწყობა. მოწყალება იბადება იესო ქრისტეს მიმართ რწმენაში და მისი გამოსყიდვის მსხვერპლშეწირვის შედეგია”1. მოწყალების საზოგადოების დებისთვის, მათი შინა მასწავლებლის დავალების შესრულება შეიძლება იქცეს, მათთვის მოქმედებაში მოწყალების გამოვლენისა და მაცხოვრის მიმართ რწმენის გამოჩენის მნიშვნელოვან ხერხად.

შინა მასწავლებლის დავალების შესრულებისას ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ დაზე, ვუზიარებთ სახარების გზავნილს და ვცდილობთ გავიგოთ პირადად მისი ან მისი ოჯახის გასაჭირი. მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტი, ჯული ბ. ბექი გვიხსნის: „ჩვენ ვემსახურებით უფალს მაშინ,როდესაც შინა მასწავლებლის დავალების შესრულებისას მთელი ყურადღება გადაგვაქვს ადამიანებზე და არა პროცენტულ მაჩვენებლებზე. სინამდვილეში შინა მასწავლებლის დავალება არ მთავრდება. ეს უფრო ცხოვრების სტილია, ვიდრე დავალება. ჩვენი შინა მასწავლებლის წოდებაში ერთგული მსახურება ჩვენი მოწაფეობის დასტურია.”2

თანამიმდევრული და ლოცვით აღვსილი მსახურებით ჩვენ ვსწავლობთ, თუ როგორ უკეთ ვემსახუროთ ყოველ დას და მის ოჯახს. მსახურებას შეიძლება ჰქონდეს უამრავი ფორმა. „ხშირად ადამიანის განწყობის ასამაღლებლად მსახურების სულ პატარა მოქმედებაც კი საკმარისია: გულწრფელი კომპლიმენტი, მადლობა, სატელეფონო ზარი, გამხნევება, ოჯახის მოკითხვა”, -გვასწავლიდა პრეზიდენტი თომას ს მონსონი. „თუ ჩვენ ვართ დაკვირვებულნი, გათვითცნობიერებულნი და ვმოქმედებთ შთაგონებით, ბევრი სიკეთის გაკეთებას შევძლებთ … მოწყალების საზოგადოების შინა მასწავლებლების დების მსახურების მაგალითები უთვალავია.”3

წმინდა წერილებიდან

იოანე 13:15, 34–35; 21:15; მოსია 2:17; მოძღვრება და აღთქმები 81:5; მოსე 1:39

ჩვენი ისტორიიდან

1843 წელს ილინოისის შტატში, ნავუში, მრევლი გაიყო ოთხ მეურვეობად. იმავე წლის ივლის მოწყალების საზოგადოების ხელმძღვანელებმა, ყოველი მრევლისთვის დანიშნეს კომიტეტი, რომელშიც ოთხ-ოთხი და შედიოდა. ამ კომიტეტებს ევალებოდათ არსებული საჭიროებებისთვის შემოწირულობების შეგროვება. მოწყალების საზოგადოება იყენებდა ამ შემოწირულობებს გაჭირვებულების დასახმარებლად.4

მართალია შინა მასწავლებლები აღარ აგროვებენ შემოწირულობებს, მაგრამ ისინი, მაინც პასუხისმგებელნი არიან გაუწიონ მიწიერ და სულიერ გასაჭირში მყოფ ადამიანებს დახმარება. ელიზა რ. სნოუ (1804–87), მოწყალების საზოგადოების მეორე გენერალურმა პრეზიდენტმა, აგვიხსნა: „მასწავლებელს იმდენად ძლიერი სული წმინდა უნდა ახლდეს, რომ სხვის ოჯახში შესვლისას მან უნდა იცოდეს, რა სული ტრიალებს იქ … ილოცეთ, რამეთუ მიიღოთ ღვთისაგან წმინდა სული, რომელიც გიკარნახებთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ოჯახში, რომელსაც სტუმრობთ. თუ იქ სიმშვიდე და ნუგეშია საჭირო სული წმინდა გაპოვნინებთ შესაბამის სიტყვებს. თუ ვინმეს სცივა ის მოგცემთ იმის ძალას, რომ ეს ადამიანი გულში ჩაიკრათ და გაათბოთ.”5

შენიშვნები

  1. ჰენრი ბ. აირინგი, “The Enduring Legacy of Relief Society,” Liahona, ნოემბერი 2009, 124–25.

  2. ჯული ბ. ბექი, “Relief Society: A Sacred Work,” Liahona, ნოემბერი 2009, 114.

  3. თომას ს. მონსონი „სამი მიზანი რომელიც გაგიძღვება წინ,” Liahona, ნოემბერი 2007, 120–21.

  4. იხილეთ Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 105.

  5. ელიზა რ.სნოუ, Daughters in My Kingdom, 108.

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. რას ვაკეთებ იმისთვის, რომ ვაგრძნობინო დებს, ჩემი მათ მიმართ სიყვარული და ზრუნვა?

  2. როგორ შემიძლია უკეთ მოვუარო სხვებს და ვიზრუნო მათზე?

ამობეჭდვა