2012
მადლობა ჩემი საკვირაო სკოლის მასწავლებელს
ივნისი 2012


ახალგაზრდები

მადლობა ჩემს საკვირაო სკოლის მასწვლებელს

ჩემი საკვირაო სკოლის მოწაფეები ყოველთვის არ იჩენენ პატივისცემას. მე მიყვარს ყოველ კვირას გაკვეთილის მოსმენა, მაგრამ ზოგჯერ მეჩვენება, რომ ზოგიერთს ჩემს კლასში მოსმენა არ სურთ. იმ დროს, როცა მასწავლებელი ცდილობს რაღაც გვასწავლოს, ისინი ერთმანეთში საუბრობენ ან ელექტრონულ თამაშებს თამაშობენ. სამწუხაროდ, ზოგჯერ მეც ვხდები ამ პრობლემის თანამონაწილე.

ერთხელ ჩვენ ჩვეულებრივზე უარესად ვიქცეოდით და გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა ტირილი დაიწყო, რადგან არავინ არ უსმენდა მას. როდესაც ჩვენ ოთახიდან გავდიოდით, მე ის შემეცოდა.

მომდევნო კვირას ჩვენმა საკვირაო სკოლის მასწავლებელმა გვითხრა, რომ მან კვირის განმავლობაში ბევრი ილოცა რჩევისთვის და გადაწყვიტა ეჩვენებინა ჩვენთვის საეკლესიო ფილმი. ფილმი იესო ქრისტესა და მის მიერ ჩადენილ საოცრებებზე იყო.

როდესაც მე საღამოს ფილმზე ვფიქრობდი, რაღაც განსხვავებული ვიგრძენი. უეცრად მივხვდი, რომ ეს სულიწმინდა იყო, და ასე ძლიერად მე ის ჯერ არასდროს არ მიგრძვნია. იმწუთასვე მივიღე გადაწყვეტილება ჩემი ცხოვრება შემეცვალა იმგვარად, რომ დავმსგავსებოდი მაცხოვარს. მე მივხდი, რომ იმ დღეს საკვირაო სკოლაში მიღებულმა გამოცდილებამ ძალიან განამტკიცა ჩემი დამოწმება. მე ისეთი მადლობელი ვარ ჩემი საკვირაო სკოლის მასწავლებლის და ყველაფრისთვის, რასაც ის აკეთებს ჩვენი კლასისთვის ყოველ კვირას.

ამობეჭდვა