2012
შინა მასწავლებელი - წმინდა დავალება
ივნისი 2012


შინა მასწავლებლის მოწოდება, ივნისი 2012

შინა მასწავლებელი—წმინდა დავალება

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა, და შესაფერ დროს იმსჯელეთ მასზე თქვენს დებთან, მათთან სტუმრობისას. გამოიყენეთ მოცემული კითხვები, რათა განამტკიცოთ თქვენი დები და გადააქციოთ მოწყალების საზოგადოება თქვენი საკუთარი ცხოვრების აქტიურ ნაწილად.

გამოსახულება
მოწყალების საზოგადოების ბეჭედი

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

ჩვენ, როგორც შინა მასწავლებლებს, გვაკისრია მნიშვნელოვანი სულიერი მისია. „ეპისკოპოსი, რომელიც მეურვეობის ხელთდასხმული მწყემსია, ერთდროულად ვერ მიადევნებს თვალყურს უფლის ყოველ ცხვარს. ის დამოკიდებულია შთაგონებულ შინა მასწავლებლების დახმარებაზე.“1 აუცილებელია ეძიებდე და იღებდე გამოცხადებას იმისვის, რომ დანიშნო ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან თითოეულ დაზე.

შთაგონება იწყება მაშინ, როცა მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობა ლოცვითი განწყობით განიხილავს ინდივიდულალური პირებისა და ოჯახების საჭიროებებს. შემდეგ, ეპისკოპოსის თანხმობით, მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტობა იძლევა დავალებას ისე, რომ დაეხმაროს დებს იმის გააზრებაში, რომ შინა მასწავლებლობა მნიშვნელოვანი სულიერი ვალდებულებაა.2

შინა მასწავლებლები გულწრფელად ეცნობიან ყოველ დას და სიყვარულის გრძნობით ივსებიან მათ მიმართ, ეხმარებიან მათ რწმენის გაძლიერებაში და საჭიროებისამებრ უწევენ მათ სამსახურს. ისინი პირად შთაგონებას ეძებენ იმისთვის, რომ გაიგონ, თუ როგორ გაუწიონ საჭირო მიწიერი და სულიერი დახმარება ყოველ დას, რომელთანაც ისინი სტუმრობენ.3

„შინა მასწავლებლის პროგრამა ხდება უფლის სამუშაო მაშინ, როცა ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას ადამიანებზე და არა პროცენტულ მაჩვენებლებზე. რეალურად, შინა მასწავლებლობა დაუსრულებლად გრძელდება. ის უფრო ცხოვრების სტილია, ვიდრე დავალება“.4

წმინდა წერილებიდან

მათე 22:36–40; იოანე 13:34–35; ალმა 37:6–7

ჩვენი ისტორიიდან

მოწყალების საზოგადოების მეორე გენერალური პრეზიდენტი, ელიზა რ. სნოუ გვასწავლიდა: „მე მასწავლებლის წოდება მიმაჩნია მაღალ და წმინდა წოდებად.“ მან შინა მასწავლებლებს მისცა რჩევა, სანამ შევიდოდნენ ვინმესთან სახლში აღვსილიყვნენ ღვთის სულით, სიბრძნით, თავმდაბლობით და სიყვარულით ისე, რომ მათ შეძლებოდათ დაეკმაყოფილებინათ ოჯახის არა მხოლოდ სულიერი, არამედ მიწიერი მოთხოვნილებებიც. მან თქვა: „შეიძლება თქვენ გაგიჩნდეთ სურვილი წარმოთქვათ ნუგეშისცემისა და დამშვიდების სიტყვები, ან და სიცივისგან აკანკალებული და გულში ბავშვივით ჩაიხუტოთ და გაათბოთ ის.“5

როდესაც ჩვენ რწმენით ვხელმძღვანელობთ ისე, როგორც პირველი მოწყალების საზოგადოების დები, წმინდა სული ჩვენი მეგზური იქნება და შთაგვაგონებს, თუ როგორ დავეხმაროთ ყოველ დას, რომელთანაც ვსტუმრობთ. „მოდით ძალის ნაცვლად სიბრძნე ვეძიოთ“, -განაცხადა და სნოუმ, „და ამით ჩვენ მოვიპოვებთ სიბრძნის გამომჟღავნების ყველა საჭირო ძალას.“6

შენიშვნები

  1. ჯული ბ. ბექი, “Relief Society: A Sacred Work,” Liahona, ნოემბერი 2009, 114.

  2. იხილეთ Handbook 2: Administering the Church (2010), 9.5; 9.5.2.

  3. იხილეთ Handbook 2, 9.5.1.

  4. ჯული ბ. ბექი, Liahona, ნოემბერი 2009, 114.

  5. ელიზა რ. სნოუ, Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 108.

  6. ელიზა რ. სნოუ, Daughters in My Kingdom,45–46.

ამობეჭდვა