2012
ღმერთის მიერ მოხმობილი, ხალხის მიერ მხარდაჭერილი
ივნისი 2012


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, ივნისი 2012

ღმერთის მიერ მოხმობილი, ხალხის მიერ მხარდაჭერილი

გამოსახულება
პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი

ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრებს, ხშირად გვიწვევენ მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც თავიანთ მოწოდებებში მსახურობენ. წლების წინ 18 წლის სტუდენტმა მიჩვენა, თუ რას ნიშნავს დაუჭირო მხარი უფლის მსახურებს. მე ეხლაც თავს დალოცვილად ვგრძნობ მისი თავმდაბალი მაგალითით.

მას ახალი დაწყებული ჰქონდა სწავლა კოლეჯში. ერთი წლის მონათლულიც არ იყო, როდესაც სახლიდან უნივერსიტეტში სასწავლებლად წამოვიდა. მე მაგ დროს მისი ეპისკოპოსი ვიყავი.

სასწავლო წლის დასაწყისში ეპისკოპოსის ოთახში შედგა ჩვენი ხანმოკლე გასაუბრება. მე იმ გასაუბრებიდან ცოტა რამ დამამახსოვრდა; ძირითადად ის, თუ როგორ უჭირდა მას ახალი გარემოს შეგუება, მაგრამ არასდროს არ დამავიწყდება ჩვენი მეორე გასაუბრება.

მან ჩემთან შეხვედრა მოინდომა. გამიკვირდა, როდესაც მან მითხრა: „შეიძლება, ერთად ვილოცოთ? მე ვიტყვი ლოცვას.“ მე ცოტა დამაკლდა მეთქვა, რომ უკვე ვილოცე და ალბათ თვითონაც უკვე ილოცა. მაგრამ ამის ნაცვლად დავთანხმდი.

მან დაიწყო ლოცვა დამოწმებით: „მე ვიცი, რომ ეპისკოპოსი ღმერთის მიერ არის არჩეული“. მან ღმერთს შესთხოვა ეკარნახა ჩემთვის, თუ რა უნდა გაეკეთებინა მას ღრმა სულიერი შედეგის შემთხვევაში. ახალგაზრდამ მიმართა ღმერთს, რომ თვითონ დარწმუნებული იყო — ეპისკოპოსმა უკვე იცოდა მისი გასაჭირი და მისცემდა საჭირო რჩევას.

მისი სიტყვების მოსმენისას გონებაში გარკვეულმა საშიშროებებმა გამიელვა. რჩევა იყო მარტივი მაგრამ ძალიან ნათელი: ყოველთვის ილოცე, დაიცავი მცნებები და არ გქონდეს არაფრის შიში.

იმ ახალგაზრდამ, ერთი წლის მონათლულმა, თავისი მაგალითით დამანახა, თუ რისი გაკეთება შეუძლია ღმერთს ხელმძღვანელის მიმართ, როდესაც მას რწმენითა და ლოცვით მხარს უჭერენ ისინი, ვისთვისაც ის წინამძღოლად იქნა არჩეული. იმ ახალგაზრდამ დამანახა ეკლესიაში საერთო თანხმობის კანონის ძალა (იხ. მოძღვრება და აღთქმები 26:2). მიუხედავად იმისა, რომ უფალი მოიხმობს მის მსახურებს გამოცხადებით, მათ შეუძლიათ ფუნქციონირება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღებენ მხარდაჭერას მათგან, ვისი მსახურებისთვისაც ისინი არიან არჩეულნი.

ჩვენი მათთვის მხარდაჭერით ჩვენ ვიძლევით საზეიმო დაპირებებს. ჩვენ ვპირდებით, რომ ვილოცებთ უფლის მსახურებისთვის და რომ უფალი წაუძღვება მათ და გააძლიერებს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 93:51). ჩვენ ვდებთ ფიცს, რომ ჩვენთვის მათ მიერ მოცემულ რჩევებსა თუ ქმედებებში ვეცდებით დავინახოთ და ვიგრძნოთ ღმერთის შთაგონება (იხ. მოძღვრება და ართქმები 1:38).

საჭიროა ხშირად ვიმეოროთ გულში ეს დაპირება. თქვენი საკვირაო სკოლის მასწავლებელი ეცდება გასწავლოთ სულიწმინდის დახმარებით, მაგრამ მან, ისევე როგორც თქვენ, შესაძლოა შეცდომები დაუშვას კლასის წინაშე. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება უსმინოთ და ელოდოთ შთაგონების მომენტს. დროთა განმავლობაში შეცდომებს უფრო ნაკლებად შეამჩნევთ, იმის დასტურს კი, რომ ღმერთი ეხმარება მასწავლებელს, უფრო ხშირად შენიშნავთ.

როდესაც ჩვენ ხელს ვწევთ პიროვნების მხარდასაჭერად, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას იმაზედ, რომ ვითანამშრომლებთ ამ ადამიანთან ნებისმიერ საქმეში, რომელსაც მას უფალი დააკისრებს. როცა შვილები პატარები მყავდა, ჩემი მეუღლე აირჩიეს ბავშვების მასწავლებლად ჩვენს მეურვეობაში. მე არა მხოლოდ ხელი ავწიე მის მხარდასაჭერად, არამედ ვილოცე მისთვის და შემდეგ ვთხოვე ნებართვა დავხმარებოდი მას. ის მადლიერების გაკვეთილები, რომლებიც მე მივიღე ქალის მიმართ დაფასების და უფლის ბავშვების მიმართ სიყვარულის გამო, დღესაც ლოცავენ ჩემს ოჯახსა და ცხოვრაბას.

მე ცოტა ხნის წინ ვესაუბრე იმ ახალგაზრდას, რომელმაც თავის ეპისკოპოსს მხარი დაუჭირა წლების წინ. მე მივხვდი, რომ უფალმა და ხალხმა მხარი დუჭირეს მას მის მოწოდებაში როგორც მისიონერს, პალოს პრეზიდენტსა და მამას. ჩვენი საუბრის დასასრულს მან თქვა: „მე მაინც ყოველდღე ვლოცულობ თქვენთვის.“

ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გადაწყვეტილება ყოველდღე ვილოცოთ მისთვის, ვისაც ღმერთმა მოუხმო ჩვენთვის მსახურება. ჩვენ შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ მას, ვინც დაგვლოცა თავის მსახურებით. ჩვენ შეგვიძლია ნაბიჯი გადავდგათ წინ, როდესაც მას, ვისაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, დასჭირდება მოხალისეები.1

ისინი, ვინც მხარს უჭერენ უფლის მსახურებს მის სასუფეველში, მისი შეუდარებელი ძალის მხარდაჭერას მიიღებენ. ჩვენ ყველას გვჭირდება ეს დალოცვა.

შენიშვნა

  1. იხილეთ Teachings of Presidents of the Church: Joseph F. Smith (1998), 211–12.

ამ მოწოდების სწავლება

ამ გზავნილის გაზიარების შემდეგ, წაიკითხეთ შემდეგი ციტატა: „უფალი თქვენ გაქცევთ იარაღად საკუთარ ხელში, თუკი თქვენ მორჩილი, ერთგული და ბეჯითი ხართ. … თქვენ მიიღებთ დამატებით ძალას მრევლის მხარდაჭერისა და თქვენი ხელთდასხმის შემდეგ“ (Teaching, No Greater Call [1999], 20). შეკრიბეთ ოჯახის წევრები მძიმე ნივთის ირგვლივ და სთხოვეთ რომელიმე ერთს მისი აწევა. ყოველ მცდელობაზე ოჯახის თითო წევრი დაამატეთ. იმსჯელეთ იმაზე, თუ რა ხდება, როდესაც ყველა ერთმანეთს ეხმარება. შეუსაბამეთ ეს მაგალითი პრეზიდენტ აირინგის რჩევას იმის თაობაზე, თუ როგორ შეგვიძლია პრაქტიკულად დავეხმაროთ სხვებს მათ მოწოდებებში.

ამობეჭდვა