2013
ჯენი, როგორც ძღვენი
ოქტომბერი 2013


ახალგაზრდები

ჯენი, როგორც ძღვენი

ავტორი ცხოვრობს იუტაში, აშშ.

მე, მეორე კურსზე ყოფნისას, რამოდენიმე არასწორი არჩევანი გავაკეთე. ამ არჩევნებმა სერიოუზული შედეგები გამოიწვია, რასაც უსიამოვნება მოჰყვა და მე გადავწყვიტე, გამომეყენებინა ზაფხულის არდადეგები ცვლილებებისთვის. როცა სწავლა განახლდა, მე ლანჩს საპირფარეშოში ან ცარიელ დერეფანში მივირთმევდი, რათა თავი ამერიდებინა იმ ცუდი ურთიერთობებისაგან, რომლებსაც ძლივს დავაღწიე თავი.

ასე მარტოდ არასდროს მიგრძვნია თავი.

შემდეგ ღმერთმა ძღვენი მიბოძა: მან ჯენი გამომიგზავნა. იგი არასდროს არ განმიკითხავდა შეცდომების გამო, პირიქით, მაგულიანებდა, სწორი მიმართულებით მევლო. იმის ცოდნამ, რომ ის სკოლაში იქნებოდა, დამეხმარა წმინდა წერილების კითხვაში და მოწმობის ზრდაში. როცა გამოშვების დრო დადგა, მე დავუმტკიცე საკუთარ თავს, რომ მზად ვიყავი ცვლილებებისათვის.

ზოგჯერ ვფიქრობ, სად ვიქნებოდი დღეს, რომ არა ჯენი? შევძლებდი ჩემი პრინციპების ერთგულებას მის გარეშე? საბედნიეროდ, ამას ვერასდროს გავიგებ, რადგან იგი მთელი გულით ჩემთან იყო მაშინ და მზად იყო დამხმარებოდა.

ამობეჭდვა