2013
იესო ქრისტეს ღვთიური მისია: შემოქმედი
ოქტომბერი 2013


შინა მასწავლებლის მოწოდება

იესო ქრისტეს ღვთიური მისია: შემოქმედი

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა, და შესაფერ დროს იმსჯელეთ მასზე თქვენს დებთან, მათთან სტუმრობისას. გამოიყენეთ მოცემული კითხვები, რათა განამტკიცოთ თქვენი დები და გადააქციოთ მოწყალების საზოგადოება თქვენი საკუთარი ცხოვრების აქტიურ ნაწილად.დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი www.reliefsociety.lds.org.

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

იესო ქრისტემ „შექმნა დედამიწა და ზეცა“ (3 Nephi 9:15). მან ეს გააკეთა მღვდლობის უფლებამოსილების ძალით, მამაზეციერის მითითებით (იხ. მოსე 1:33).

„რაოდენ მადლიერნი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ბრძენმა შემოქმედმა მოგვიწყო დედამიწა და დაგვაბინავა აქ“, თქვა პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა,… რათა გაგვევლო გამოცდები და გვქონოდა საშუალება დაგვემტკიცებინა, რომ ღირსნი ვართ ყველაფრისთვის, რაც ღმერთმა მოგვიმზადა“.1 როცა ღვთის მცნებების დასაცავად და მოსანანიებლად არჩევანის თავისუფლებას ვიყენებთ, ჩვენ ვხდებით ღირსნი იმისა, რომ დავბრუნდეთ მასთან საცხოვრებლად.

შექმნის თაობაზე პირველი პრეზიდენტობის მეორე მრჩეველმა, პრეზიდენტმა დიტერ ფ. უხთდორფმა ასეთი რამ თქვა:

ჩვენს გამო შეიქმნა სამყარო! …

„ეს არის ადამიანის პარადოქსი: ღმერთთან შედარებით ადამიანი არაფერია; ჩვენ კი მაინც ყველაფერი ვართ ღმერთისთვის“.2 იმის ცოდნა, რომ იესო ქრისტემ შექმნა ჩვენთვის დედამიწა, ვინაიდან ჩვენ მამაზეციერისთვის ყველაფერი ვართ, დაგვეხმარება გავზარდოთ ჩვენი სიყვარული მათ მიმართ.

წმინდა წერილებიდან

იოანე 1:3; ებრაელთა 1:1–2; მოსია 3:8; მოსე 1:30–33, 35–39; აბრაამი 3:24–25

ჩვენი ისტორიიდან

ჩვენ ღმერთის ხატად და მსგავსად შეგვქმნეს (იხ.მოსე 2:26–27) და ჩვენ ღვთიური პოტენციალი გაგვაჩნია. წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა ურჩია მოწყალების საზოგადოების დებს „იცხოვრეთ ისე, რომ იყოთ ღირსნი თქვენი უპირატესობისა“.3 უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის დებს ასწავლეს ღვთიური პოტენციალის ღირსეულად ცხოვრება, რათა აღასრულონ ღვთის ჩანაფიქრი მათთვის. “როცა ისინი გაიგებენ იმას, თუ ვინ არიან ისინი სინამდვილეში —ღვთის შვილები, თანდაყოლილი სიყვარულისა და აღზრდის უნარით— ისინი აღწევენ წმინდანი ქალის პოტენციალს“.4

„თქვენ ახლა იმყოფებით ისეთ სიტუაციაში, როცა შეგიძლიათ იმოქმედოთ იმ თანაგრძნობის შესაბამისად, რომელიც ღმერთმა მკერდში ჩაგვიდო“, თქვა წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა. „თუ თქვენ ამ პრინციპებით იცხოვრებთ, დიდებული იქნება! თუ თქვენ უპირატესობის შესაბამისად იცხოვრებთ, ანგელოზები ვერ შეძლებენ იმას, რომ არ დაგეხმარონ“.5

შენიშვნები

  1. თომას ს. მონსონი, “The Race of Life,” ლიახონა, მაისი 2012, 91.

  2. დიტერ ფ. უხთდორფი, “You Matter to Him,” ლიახონა, ნოემბერი 2011, 20.

  3. ჯოზეფ სმითი, წიგნიდან Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 171.

  4. Daughters in My Kingdom, 171.

  5. ჯოზეფ სმითი, Daughters in My Kingdom, 169.

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. როგორ ზრდის ჩვენი ღვთიური ბუნების გააზრება, მხსნელის მიმართ სიყვარულს?

  2. როგორ შეგვიძლია გამოვხატოთ მადლიერება ღმერთის ქმნილებებისათვის?

ამობეჭდვა