2014
მის ლოცვაზე პასუხი
მარტი 2014


ახალგაზრდები

მის ლოცვაზე პასუხი

ავტორი ცხოვრობს გაუტენგში,სამხრეთ აფრიკა.

ერთხელ მე სხვა რწმენის ადამიანი მეწვია. მე ჩვეულებრივ მარტო ვსწავლობ წმინდა წერილებს და იმ საღამოს ისინი თან მქონდა წაღებული. მე შთაგონებით დავპატიჟე ეს გოგონა, შემომიერთდეს წმინდა წერილის შესწავლაში, მაგრამ შემეშინდა და მარტომ დავიწყე მათი შესწავლა. მე ვიცოდი, რომ უგულვებელვყავი სულიწმინდის კარნახი. რამოდენიმე წუთის შემდეგ მე ფრთხილად ვკითხე მას: „გინდა, ერთად ვისწავლოთ წმინდა წერილი“? „კი“, - ყოყმანის გარეშე მიპასუხა მან.

შემდეგ ჩვენ მორმონის წიგნი წავიკითხეთ ერთად. მან რამოდენიმე შეკითხვა დამისვა და მე ვიგრძენი, როგორ მიმიძღოდა სული წმინდა პასუხის გაცემის დროს. მე მორმონის წიგნის ჭეშმარიტება დავამოწმე, რის შემდეგაც მან მითხრა: „ მთელი დღე ვტიროდი და მეშინოდა. ზუსტად იმის წინ, რაც შენ მთხოვე, ერთად წაგვეკითხა წმინდა წერილები, მე ვილოცე და ვთხოვე ღმერთს დამხმარებოდა. ახლა მე ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს. გმადლობთ“.

უფალმა გამომიყენა როგორც ლოცვაზე პასუხის გაცემის და გაჭირვებაში მყოფი მისი ერთ-ერთი შვილისათვის მსახურების იარაღი. მე ვიცი, რომ სული წმინდის კარნახი წარმოადგენს ბრძენი, დიდებული მამაზეციერის მითითებებს. როცა შიშს გვერდზე გადავდებთ, ჩვენ ღმერთს ნებას ვაძლევთ ჩვენი მორჩილების საშუალებით გამოამჟღავნოს თავისი ძალა.

ამობეჭდვა