2014
მსახურება და მარადიული ცხოვრება
მარტი 2014


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, მარტი 2014

მსახურება და მარადიული ცხოვრება

გამოსახულება
პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი

მხსნელი არის უანგარო მსახურების მაგალითი. მისი სრულყოფილი ცხოვრება მიძღვნილი იყო მამაზეციერისა და ყოველი მისი შვილის მსახურებისთვის. მამისა და ძის ერთობლივი მიზანი არის გვიბოძონ თითოეულ ჩვენგანს უკვდავების ძღვენი და მარადიული ცხოვრების ლოცვა-კურთხევანი. (იხ.მოსე 1:39).

იმისთვის, რომ მარადიული ცხოვრებისთვის ღირსნი ვიყოთ, იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით უნდა შევიცვალოთ და კვლავ დავიბადოთ და განვიწმინდოთ ცოდვისგან. ბავშვები, 8 წლის ასაკის ქვემოთ, უცოდველნი არიან და გამოსყიდვის საშუალებით არიან გამოსყიდულნი. (იხ. მოსია 3:16, 21; მორონი 8:10–12).

ყოველი ჩვენგანისათვის, ვინც მიაღწია პასუხისმგებლობის ასაკს, არსებობს შესანიშნავი გეგმა, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიწმინდოთ ცოდვისგან და მოვემზადოთ მარადიული ცხოვრებისთვის. ეს მომზადება იწყება მღვდლობის უფლებამოსილების მატარებელი პირის მიერ ნათლობითა და სულიწმინდის მიღებით. შემდეგ ჩვენ უნდა ყოველთვის გვახსოვდეს მხსნელი და ვიცავდეთ მის მიერ მოცემულ მცნებებს.

მეფე ბენჯამინმა უთხრა თავის ხალხს მორმონის წიგნში იმ სიხარულის შესახებ, რომელიც მოდის იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით ცოდვის მიტევებისგან მიღებული შეგრძნებისგან. შემდეგ მან ასწავლა მათ, რომ ცოდვების მიტევების შესანარჩუნებლად, მათ უნდა ასწავლონ შვილებს ერთმანეთის მსახურება და უნდა იყვნენ მაქსიმალურად გულუხვნი, რათა უპასუხონ მათ ირგვლივ მყოფთა მიწიერ და სულიერ მოთხოვნებს. (იხ. მოსია 4:11–16.)

მან ასევე გვასწავლა, რომ ყოველივე ამას გვეუბნებოდა იმისთვის, რომ სიბრძნე გვესწავლა; რათა მივმხდარიყავით, რომ ჩვენი მოყვასის მსახურებით ჩვენ მხოლოდ ჩვენს ღმერთს ვემსახურებით. (მოსია 2:17).

იესო დადიოდა, ასწავლიდა სახარებას და ქველმოქმედებდა (იხ. საქმეები 10:38). იგი კურნავდა ავადმყოფებს, აცოცხლებდა მკვდრებს. თავისი ძალით იგი აპურებდა ათასობით ხალხს, როცა ისინი მშივრები, საჭმლის გარეშე იმყოფებოდნენ. (იხ. მათე 14:14–21; იოანე 6:2–13). თავისი აღდგომის შემდეგ მან თავის რამოდენიმე მოციქულს საჭმელი მისცა, როცა ისინი გალილეის ზღვის სანაპიროზე მივიდნენ (იხ. იოანე 21:12–13). ამერიკის კონტინენტზე იგი კურნავდა ავადმყოფებს და რიგრიგობით ლოცავდა ბავშვებს (იხ.3 ნეფი 17:7–9, 21).

მოციქული იაკობი გვასწავლის, რომ სხვების მიმართ მსახურების სურვილი გამომდინარეობს ჩვენი უფლის მიმართ მადლიერების გამო:

მაგრამ ვინც ჩაუკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და ასე განაგრძობს, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარაა, არამედ საქმის მოქმედი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში. …

წმიდა და შეუბღალავი სარწმუნოება მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავისი სოფლისაგან“ (ია. კობი 1:25, 27).

თქვენი გაწმენდის აშკარა ნიშანია მხსნელის გამო სხვებისთვის მსახურების მზარდი სურვილი. შინა მასწავლებლისა და სტუმრად მოსული მასწავლებლის პროგრამებში მონაწილეობა სავალდებულოს ნაცვლად სასიამოვნო ხდება. თქვენ აღმოაჩენთ, რომ უფრო ხშირად გამოხატავთ სურვილს იყოთ ადგილობრივ სკოლაში მოხალისე ან თქვენს სამეზობლოში გაჭირვებულებს ეხმარებით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება ძალიან ცოტა ფული გქონდეთ იმისთვის, რომ გაჭირვებულებს გასცეთ, გიჩნდებათ სურვილი მეტი იქონიოთ, რათა შეგეძლოთ მეტის გაცემა (იხ. მოსია 4:24). თქვენ ხედავთ, რომ დიდი მონდომებით ემსახურებით შვილებს და უჩვენებთ მათ სხვებისთვის მსახურების მაგალითს.

როცა იცვლება თქვენი ბუნება, გებადებათ სურვილი ემსახუროთ სხვებს ყველანაირი აღიარების გარეშე. მე ვიცნობ მხსნელის მოწაფეებს, რომლებმაც გაიღეს როგორც ფულადი ასე მსახურების დიდი მსხვერპლი და მიიღეს მტკიცე გადაწყვეტილება, რომ არავის, ღმერთისა და მათი შვილების გარდა, არ ეცოდინებოდა ამის შესახებ. ღმერთმა დაუფასა ეს მსახურება და დალოცა ისინი ამ ცხოვრებაში, და იგი დალოცავს მათ მარადიულ ცხოვრებაში, რომელიც წინ ელით (იხ. მათე 6:1–4; 3 ნეფი 13:1–4).

როცა თქვენ იცავთ მცნებას – ემსახუროთ სხვებს (იხ.მათე 22:39), თქვენში იცვლება ამპარტავნობის გრძნობა. მხსნელმა მიუთითა თავის მოციქულებს, როდესაც ისინი კამათობდნენ იმაზედ, თუ ვინ იყო მათ შორის უფრო დიდი. მან თქვა:

„ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ – ქრისტე.

„უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს“ (მათე 23:10–11).

მხსნელი გვასწავლის, როგორ უნდა ვისწავლოთ სხვების მსახურება. მან სრულყოფილად იმსახურა, ჩვენ მისგან უნდა ვისწავლოთ მსახურება ისე, როგორც მან ისწავლა ეს, ხაზი ხაზზე (იხ. მოძღვრება და აღთქმები 93:12–13). სხვებისთვის გაწეული მსახურებით ჩვენ უფრო ვემსგავსებით მას. ჩვენ მთელი გულის ძალით ვლოცულობთ იმისთვის, რომ შევიყვაროთ მტერი ისე, როგორც მას უყვარს (იხ. მათე 5:43–44; მორონი 7:48). მაშინ ალბათ საბოლოოდ შევძლებთ გავხდეთ ღირსნი მარადიული ცხოვრებისა უფალთან და მამაზეციერთან ერთად.

მე გპირდებით, რომ ჩვენ შევძლებთ უფრო სრულყოფილად ვემსახუროთ სხვებს მაშინ, როცა მივყვებით მხსნელის სწავლებებსა და მაგალითს.

ამ გზავნილის სწავლება

უხუცესმა მ. რასელ ბალარდმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან შეგვაგულიანა ვილოცოთ, მოგვეცეს შესაძლებლობა ვემსახუროთ სხვებს : „ყოველ დილით ლოცვისას, სთხოვეთ მამაზეციერს დაგაკვალიანოთ, რათა გამოიცნოთ ის საშუალებები, რომლებიც გეძლევათ იმისთვის, რომ ემსახუროთ მის უძვირფასეს შვილებს. შემდეგ გააგრძელეთ დღე… და იპოვეთ ვინმე, ვისაც დახმარება სჭირდება“ (“Be Anxiously Engaged,” Ensign ან ლიახონა, ნოემბერი 2012, 31). მოიპატიჟეთ ისინი, ვისაც სტუმრობთ, დასახონ მიზნად ყოველ დილით ილოცონ იმისთვის, რათა გაუჩნდეთ მსახურების საშუალება და შემდეგ დღის განმავლობაში ეძიონ ამ საშუალებებს.

ამობეჭდვა