2014
იესო ქრისტეს ღვთიური მისია: სამყაროს სინათლე
მარტი 2014


შინა მასწავლებლის მოწოდება, მარტი 2014

იესო ქრისტეს ღვთიური მისია: სამყაროს სინათლე

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ, რას გაუზიარებთ ამ მასალიდან სხვებს. როგორ ზრდის მხსნელის მისიისა და ცხოვრების გაგება თქვენს რწმენას მასში და ლოცავს მათ, ვისაც თქვენ სტუმრობთ შინა მასწავლებლის პროგრამით? დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი www.reliefsociety.lds.org.

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

როცა მივალთ იმის ცოდნამდე, რომ იესო ქრისტე არის სამყაროს სინათლე, ჩვენ გავზრდით საკუთარ რწმენას მასში და სხვებისთვის ვიქცევით სინათლედ. ქრისტე, როდესაც თავისი როლის შესახებ მოწმობდა, ამბობდა, რომ იგი იყო ჭეშმარიტი სინათლე, რომელიც ამ ქვეყნად მოვლენილ ყოველ კაცს [და ქალს] გაანათებს (მოძღვრება და აღთქმები 93:2) და გვთხოვა, მაღლა აგვეწია [მისი] სინათლე, რათა მას მთელი სამყარო გაენათებინა(3 ნეფი 18:24).

ჩვენმა წინასწარმეტყველებმა ასევე დაამოწმეს ქრისტეს სინათლის შესახებ. პრეზიდენტმა ჰენრი ბ. აირინგმა, პირველი პრეზიდენტობის პირველმა მრჩეველმა, თქვა: „ყოველთვის, როცა აკეთებთ არჩევანს ქრისტეს მსგავსად იცხოვროთ, თქვენი მოწმობა განმტკიცდება. დადგება დრო, როცა თქვენ თვითონ გეცოდინებათ, რომ იგი არის სამყაროს სინათლე. … თქვენს ცხოვრებაში მყოფი ქრისტეს სინათლე აირეკლება სხვებზე“.1

უხუცესმა ქუენტინ ქუქი თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან ასე თქვა იმის შესახებ, რომ იყო სამყაროსთვის სინათლე: „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ოჯახები და ვიდგეთ წინა რიგებში ყველა იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც გააჩნიათ კეთილი ნება აკეთონ ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია, ჩვენს საზოგადოებაში სინათლის, იმედისა და მორალის შესანარჩუნებლად“.2

წმინდა წერილიდან

იოანე 8:12; მოძღვრება და აღთქმები 50:24; 115:5

ჩვენი ისტორიიდან

უკანასკნელი დღეების წმინდან ქალებს დღესაც მაღლა უჭირავთ ეს სინათლე.

ჩინეთში, ჰონკონგის ცათაბჯენის მე-80 სართულზე, მარტოხელა ფიზიკური ნაკლის მქონე დამ, რომელიც თავისი ოჯახიდან ერთადერთი უკანასკნელი დღეების წმინდანი იყო, შექმნა სახლი, რომელიც თავშესაფარს ჰგავდა, სადაც იგი და მისი სტუმრები შეძლებდნენ სული წმინდის ზეგავლენის შეგრძნებას. მას წმინდა წერილი, მოწყალების საზოგადოების სახელმძღვანელოები და ჰიმნების წიგნი ყოველთვის ახლოს ჰქონდა. იგი ტაძარშიც კი წავიდა, თავისი წინაპრებისთვის წეს-ჩვეულებების ჩასატარებლად.3

ბრაზილიაში ერთ-ერთმა დედამ შვილები სახარების სინათლეში გაზარდა. მის წითელი აგურისაგან აშენებულ სახლში სულ დაწყებითი საზოგადოების სიმღერები ისმოდა, კედლებზე ლიახონადან ამოღებული ტაძრების, ღვთის წინასწარმეტყველებისა და მხსნელის სურათები იყო. მან და მისმა მეუღლემ დიდი მსხვერპლი გაიღეს ტაძარში წასვლისვის, რათა მათი შვილები აღთქმაში დაბადებულიყვნენ. იგი გამუდმებით ლოცულობდა იმაზედ, რომ უფალი დახმარებოდა მას აღეზარდა შვილები სახარების სინათლეში, ჭეშმარიტებასა და სიმტკიცეში.4

შენიშვნები

  1. ჰენრი ბ. აირინგი, “A Living Testimony,” Ensign ან ლიახონა, მაისი 2011, 128.

  2. ქუენტინ ლ. ქუქი, “Let There Be Light!” Ensign ან ლიახონა, ნოემბერი 2010, 30.

  3. იხილეთ Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 163–64.

  4. იხილეთ Daughters in My Kingdom, 164.

ამობეჭდვა