2014
მე კვლავ ვემსახურე
სექტემბერი 2014


მე კვლავ ვემსახურე

ავტორი ცხოვრობს რიო გრანდე დო ნორტეში (ბრაზილია).

ერთხელ, მსახურების პროექტის დასრულების შემდეგ, მე სამლოცველოსთან ჩავიარე და დავინახე ორი და, რომლებიც შენობას ასუფთავებდნენ. მე უბრალოდ ვკითხე მათ: „დებო, დახმარება ხომ არ გჭირდებათ“? ერთ-ერთმა მათგანმა გამიღიმა და მითხრა, რომ კარგ დროს მოვედი, რადგან ისინი მხოლოდ ორნი ალაგებდნენ შენობას და ძალიან დაიღალნენ. მან თქვა, რომ ილოცა იმისთვის, რომ უფალმა ვინმე გამოუგზავნოს დასახმარებლად. მე მიხაროდა, რომ გავხდი პასუხი მის ლოცვაზე. მეც ეს-ესაა მსახურების პროექტი დავამთავრე და ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ გულის კარნახს მივყევი და ისევ მსახურებას დავთანხმდი.

სიხარულით მუშაობა არის მცნება (იხ.მოძღვრება და აღთქმები 24:7). როცა ჩვენ გაგვაჩნია სურვილი მუდმივი მსახურებისა, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ საოცრებების მოხდენას სხვა ადამიანების ცხოვრებებში. ჩვენი ცხოვრება უფრო აზრიანი ხდება, როცა სხვებს ვემსახურებით. უფალს ჩვენ ვუყვარვართ, იგი ეხმარება თავის ყოველ შვილს და იგი მოგვცემს მსახურების ძალას.

ამობეჭდვა