2014
იესო ქრისტეს ღვთიური მისია: ნუგეშისმცემელი
სექტემბერი 2014


შინა მასწავლებლის მოწოდება, სექტემბერი 2014

იესო ქრისტეს ღვთიური მისია: ნუგეშისმცემელი

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, თუ რა უნდა გაუზიაროთ სხვებს. როგორ ზრდის მაცხოვრის როლისა და ცხოვრების გაგება თქვენს რწმენას მასში და ლოცავს მათ, ვინც თქვენ გაბარიათ, სტუმრად მოსული მასწავლებლის როლში? დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ reliefsociety.lds.org.

რწმენა • ოჯახი • მოწყალება

იესო ქრისტე დაგვპირდა: „ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან“ (იოანე14:18). იგი მოგვცემს „გვირგვინს ნაცრის ნაცვლად, მხიარულებას – გლოვის ნაცვლად“ (ესაია 61:3). რადგან ქრისტე ჩვენი გამოსყიდვის გამო იტანჯა, იგი არ დაგვივიწყებს. „ჩვენმა მხსნელმა აიღო საკუთარ თავზე … ჩვენი ტკივილები, ტანჯვა, და გასაჭირი, რათა სცოდნოდა, რას ვგრძნობთ და შეძლებოდა ჩვენი ნუგეში“, თქვა მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტობის მეორე მრჩეველმა ლინდა ს. რივსმა.1

იმის ცოდნა, რომ იესო ქრისტე გვანუგეშებს, გვგვრის სიმშვიდეს და შთაგვაგონებს, სხვებისთვის მსახურებით მივყვეთ მის მაგალითს. პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა თქვა: „ჩვენი სახარების ცოდნა და მამაზეციერისა და მხსნელის სიყვარული გვანუგეშებს და მხარს დაგვიჭერს და გულს სიხარულით აგვივსებს მაშინ, როცა ჩვენ პატიოსნად ვივლით და მცნებებს დავიცავთ. არ მოიძებნება ამ ქვეყნად არაფერი, რაც დაგვამარცხებს“.2

წმინდა წერილიდან

იოანე 14:18, 23; ალმა 7:11–13; მოძღვრება და აღთქმები 101:14–16

ჩვენი ისტორიიდან

ელეინ ლ. ჯექმა, მოწყალების საზოგადოების გენერალურმა პრეზიდენტმა, თქვა: „სტუმრად მოსული მასწავლებლის პროგრამის შედეგად ჩვენ ერთმანეთს ხელს ვუწვდით. ხელები კი ხშირად ამბობენ იმას, რასაც ხმა ვერ ახერხებს. თბილი ჩახუტება დაწერილი წიგნების ტომებზე მეტს მეტყველებს. საერთო სიცილი გვაერთიანებს. გაზიარების მომენტს სულში სიახლე შემოაქვს. ჩვენ ყოველთვის არ შეგვიძლია შეწუხებული ადამიანის ტვირთის აწევა, მაგრამ ჩვენ შეგვძლია ამ პიროვნების სულიერად ამაღლება, რათა მან შეძლოს ამ ტვირთის ტარება“.3

ჩვენი პიონერი მოწყალების საზოგადოების დები „პოულობდნენ სულიერ ძალას ურთიერთ სიყვარულსა და თანაგრძნობაში. … როცა ავადმყოფობისა და სიკვდილისგან იტანჯებოდნენ, ისინი ერთმანეთისთვის რწმენით ლოცულობდნენ და ერთმანეთს ანუგეშებდნენ. ‘ღვთის სიყვარული გულიდან გულში გადადიოდა’, – წერდა ჰელენ მარ უიტნი, ‘სანამ ბოროტი არ გახდებოდა იმდენად უძლური, რომ ვერ აღდგებოდა ჩვენსა და უფალს შორის და მისი სასტიკი ისრები, ზოგიერთ შემთხვევაში, ვერ მიაღწევდენ მიზანს’”.4

შენიშვნები

  1. Linda S. Reeves, “The Lord Has Not Forgotten You,” Ensign or Liahona, Nov. 2012, 120.

  2. Thomas S. Monson, “Be of Good Cheer,” Ensign or Liahona, May 2009, 92.

  3. Elaine L. Jack, in Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 119.

  4. Daughters in My Kingdom, 171.

განიხილეთ შემდეგი

როგორ გამშვიდებთ იმის ცოდნა, რომ უფალს თქვენ ახსოვხართ?

ამობეჭდვა