2015
იესო ქრისტეს თვისებები: თანაგრძნობა და სიკეთე
დეკემბერი 2015


შინა მასწავლებლის მოწოდება, დეკემბერი 2015

იესო ქრისტეს თვისებები: თანაგრძნობა და სიკეთე

ლოცვის განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ სხვებს. როგორ ზრდის მხსნელის მისიისა და ცხოვრების გაგება თქვენს რწმენას მასში და ლოცავს მათ, ვისაც თქვენ სტუმრობთ შინა მასწავლებლის პროგრამით? დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ reliefsociety.lds.org.

გამოსახულება
მოწყალების საზოგადოების ბეჭედი

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

“წმინდა წერილში თანაგრძნობა სიტყვასიტყვით ნიშნავს ‘ერთად ტანჯვას’. ეს ასევე ნიშნავს სხვების მიმართ სიბრალულის, შეცოდებისა და წყალობის გამოხატვას”.1

“იესომ გვიჩვენა თანაგრძნობის მრავალი მაგალითი”, - თქვა პრეზიდენტმა მონსონმა: “ხეიბარი ბეთ-ხაზდას ტბასთან; მრუშობაში მხილებული ქალი; იაკობის ჭასთან მყოფი ქალი; იაიროსის ქალიშვილი; მართასა და მარიამის ძმა, ლაზარე – ყოველი მათგანი წარმოადგენდა დაზარალებულს იერიხოს გზაზე. ყოველივე მათგანს დახმარება ესაჭიროებოდა.

“ხეიბარს ბეთ-ხაზდას აუზიდან იესომ უთხრა: ‘ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე’. ცოდვილ ქალს მისეცა რჩევა: ‘წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ’. მის დასახმარებლად, რომელიც წყლის ასაღებად მოვიდა, უფალმა შესთავაზა წყლის წყარო, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს’. იაიროსის გარდაცვლილ ქალიშვილს უბრძანა: ‘გოგონა, შენ გეუბნები, ადექი!” სამარხში მყოფ ლაზარეს კი შესძახა: ‘გამოდი’.

“მხსნელი ყოველთვის თანაგრძნობის უსაზღვრო უნარს ამჟღავნებდა. … მოდით, გავხსნათ ჩვენი გულების კარი, რათა მან, ვინც ჭეშმარიტი თანაგრძნობის მაგალითია, შეძლოს შემოსვლა”.2

დამატებითი მასალები წმინდა წერილიდან

ფსალმუნი 145:8; ზაქარია 7:9; 1 პეტრე 3:8-7; მოსია 15:1,9; 3 ნეფი 17:5–7

წმინდა წერილიდან

“მე და ჩემი მეუღლე მუხლმოდრეკილი ვევედრებოდით ჩვენი 17 წლის ქალიშვილის სიცოცხლის გადარჩენას”, – თქვა ლინდა ს. რივსმა, მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტობის მეორე მრჩეველმა. “პასუხი უარყოფითი იყო, მაგრამ . … ჩვენ შევიტყვეთ, … რომ … [მხსნელი] გვითანაგრძნობს მწუხარების დროს”.3

“ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ამბავი მხსნელის ცხოვრებიდან არის ლაზარეს ამბავი. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ‘იესოს უყვარდა მართა, … მისი და [მარიამი] და [მათი ძმა] ლაზარე”.4 როცა ლაზარე ავად გახდა, იესომ შეიტყო ამის შესახებ, მაგრამ როცა ადგილზე მივიდა, ლაზარე უკვე მკვდარი დახვდა. მარიამმა მიირბინა იესოსთან, მის ფერხთით დაემხო და ქვითინებდა. როცა იესომ დაინახა მტირალი მარიამი, “შეიძრა სულით და ატირდა”(იოანე 11:33, 35).

“ჩვენც ეს გვევალება. ჩვენ ჯერ თავად უნდა ვიგრძნოთ, დავინახოთ და შემდგომ დავეხმაროთ მამაზეციერის ყოველ შვილს იგრძნოს, დაინახოს და შეიტყოს, რომ მხსნელმა საკუთარ თავზე აიღო არა მხოლოდ ყოველი ჩვენი ცოდვა, არამედ ყოველი ჩვენი ტკივილი, ტანჯვა და განსაცდელი, რათა სცოდნოდა, რას ვგრძნობთ და როგორ ვენუგეშებინეთ ჩვენ”.5

შენიშვნები

  1. Guide to the Scriptures, “Compassion.”

  2. თომას ს. მონსონი, “The Gift of Compassion,” Liahona, მარტი 2007, 4-5, 8.

  3. Linda S. Reeves, “The Lord Has Not Forgotten You,” Liahona, Nov. 2012, 120.

  4. Linda S. Reeves, “The Lord Has Not Forgotten You,” 118.

  5. Linda S. Reeves, “The Lord Has Not Forgotten You,” 120.

განიხილეთ შემდეგი

ვინ იქნება დალოცვილი თქვენი თანაგრძნობის გამო?

ამობეჭდვა